მოვლენები პლიუს ზომა მოდელი Cosmo-ს გარეკანზე 2019, 29 ივლისი, 21:10 პლიუს ზომა მოდელი ტეს ჰოლიდეი ბრიტანული ჟურნალის Cosmopolitan -ის ყდაზე ჯერ კიდევ გასულ კვირას გამოჩნდა. მისმა გამოჩენამ ბომბის აფეთქებასავით იმოქმედა. "ჰეი, მეც კოსმო გოგო ვარ უკვე ! არ მჯერა, რომ ამას ვწერ. მე რომ ჩემი მსგავსი ტანის გოგო ჟურნალის გარეკანზე მენახა ჩემ ახალგაზრდობაში, ცხოვრებას შემიცვლიდა"- დარწმუნებულია ტესი. 33 წლის ამერიკელი მოდელი 155 კილოგრამს იწონის. დაიბადა ამერიკის შუაგულში ერთ ჩვეულებრივ ოჯახში. მისი და მშობლების დამოკიდებულაბა უბრალო არ ყოფილა. ჰოლიდეიმ სამოდელო გამომცემლობასთან ინტერვიუში მოყვა, რომ ახალგაზრდობაში ხშირად იყო ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. ახლა ტესი წარმატებული მოდელი და "ბოდიპოზიტივის" აქტივიტია. ის ლექციებსაც კითხულობს. ის დარწმუნებულია, რომ ადამიანებმა ის უნდა ჭამონ, რაც სურთ და რამდენსაც საჭიროდ მიიჩნევენ. და დროა საზოგადოებამ ისინი ისეთები მიიღონ, როგორებიც არიან. თავად აქტიურადაა ჩაბმული სპორტში, ცურავს და ლაშქრობებში დადის. მაგრამ მას დიეტების არ სჯერა, ამტკიცებს, რომ შესაძლებელია სავე იყო და ჯანმრთელი. ასევე ნახეთ ძვირადღირებული კაბა ხახვის ტომარას შეადარეს "ჩვენ ფეხებს არ ვიპარსავთ" - სინქრონული მოცურავე მარია შუროჩკინა ამერიკაში ფეხსაცმელები 437, 5 ათას დოლარად გაიყიდა ცოლ-ქმარს გოგო შეუყვარდათ და შვედური ოჯახი შექმნეს 131 1-ს მოსწონს
|