ფეხბურთი ბათუმის დინამოს საოცარი ისტორია 2019, 5 ივლისი, 10:34 ![]() 1990 წელს საქართველოს უმაღლესი ლიგის პირველ შეხვედრაში ბათუმის დინამომ გაგრა 1-0 დაამარცხა. 95 გუნდმა ისტორიაში პირველად იასპარეზა ევროტურნირებზე, სადაც წარმატებით დაძლია ობელიჩის ბარიერი, მაგრამ შემდეგ ეტაპზე სელტიკთან 3-2 დამარცხდა. გუნდისთვის ყველაზე წარმატებული 97-98 წლების სეზონი გამოდგა, როცა გუნდი საქართველოს თასსა და სუპერთასს დაეუფლა. წლებთან, ერთად იცვლებოდა ბათუმის დინამოს ლოგო. დინამო ბათუმი, არასდროს გამხდარა ეროვნული ლიგის ჩემპიონი. 2017 -ში პლეიოფის შეხვედრაში ბოლნისთან მარცხის შემდეგ, ლიგა 2 ში დაქვეითდა. ფანების იმედგაცრუებას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ ახალი ფეხბურთელებისა და გამოცდილი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ბათუმის დინამო უდიდესი უპირატესობით ასპარეზობდა ლიგა 2 ში. მიუხედავად უმაღლეს ლიგაში არასახარბიელო სტარტისა, ბათუმის დინამომ ჩემპიონატის პირველი წრე პირველი ადგილით დაასრულა. სწორედ ბათუმელები, საბურთალოსთან ერთად ჩემპიონატის მოგების მთავარი ფავორიტები არიან. გუნდის წარმატებულმა ასპარეზობამ, გამოაღვიძა არამხოლოდ ქართველი ქომაგი, არამედ ჩემპიონატიც. გულშემატკივარი, საყვარელი გუნდის საქომაგოდ მოედანზე 3 სააათით ადრე იკრიბება, 1500 კაცზე გათვლილ, ანგისის ბაზაზე საშუალოდ 6400 გულშემატკივარი ესწრება. მაქსიმალური სწრებადობა დინამო თბილისთან და საბურთალოსთან შეხვედრის დროს დაფიქსირდა, როცა გულშემატკივართა, რაოდენობა 8000-სს გადასცდა. პირატები თავს იჩენენ, არამხოლოდ ერთგული ქომაგობით, არამედ საინტერესო მოზაიკების შექმნით, რაც უჩვეულოა ჩვენი ჩემპიონატისთვის და გარკვეულ ხიბლს სძენს მას. ბათუმის დინამომ ჩემპიონატში უდიდესი მუხტი შემოიტანა, იმედია ამ მუხტს სხვა კლუბებიც აყვებიან და ჩემპიონათი გაცილებით, სანახაობრივი, პოპულარული და მიმზიდველი გახდება. 151 1-ს მოსწონს
|