ფეხბურთი რეკორდები ,რომლებიც შესაძლოა დაემხოს რუსეთში 2018, 12 ივნისი, 14:32 საფეხბურთო სამყარო, მოუთმენდლად ელოდება მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც გაიმართება რუსეთში.
თუმცა, სანამ მუნდიალი დაიწყება, შემოგთავაზებთ რეკორდებს, რომლებიც შესაძლოა დაემხოს 2018 წლის მუნდიალზე.
№1 ესამ ელ ჰადარი, 45 წლისა და 5 თვის იქნება, როცა ეგვიპტე დაუპირისპირდება ურუგვაის, ამით დაემხობა ფარუდ მანდრაგონის რეკორდი (43). ესამ ელ ჰადარი მუნდიალის ისტორიაში უხუცესი ფეხბურთელის სტატუსს ხელიდან არ გაუშვებს.
ესამ ელ ჰადარიფარუდ მადრაგონი №2 6 გოლი კაპიტნის რანგში, რეკორდი, რომელიც ლეგენდარულ დიეგო მარადონას ეკუთვნის. თუმცა ამ რეკორდს არც მეტი არცნაკლები ლიონელ მესი ემუქრება, რომლისთვისაც შესაძლოა ბოლო მუნდიალიც კი აღმოჩნდეს, ამიტომ არგენტინელი მაქსიმალურად დაიხარჯება.№3 ტომას მიულერი, რომელსაც აქვს შანსი გახდეს პირველი ფეხბურთელი, რომელმაც შესაძლოა გაიტანოს 5 გოლი რიგით მესამე მუნდლიაზე. №4 მხოლოდ ორ ფეხბურთელს აქვს მოგებული მუნდიალი, როგორც ფეხბურთელისა და ასევე მწვრთნელის რანგში, ესენია: მარიო ზაგალო და ფრანც ბეკემბაუერი. თუმცა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელს დიდიე დეშამს აქვს შანსი იმისა, რომ მარიო ზაგალოსა და ფრანც ბეკემბაუერს შეუერთდეს. დიდიე დეშამმა მსოფლიო ჩემპიონატი 1998 წელს მოიგო. იქიდან გამომდინარე, რომ საფრანგეთი საოცრად გამოიყურება, დიდიეს დიდი შანსი აქვს ამ რეკორდის დამხობის. მუნდიალს ოფიციალურად გახსნინს მატჩი, სადაც რუსეთი არაბეთს დაუპირისპირდება, მატჩი თბილისის დროით 19:00-სთ-ზე დაიწყება. 171 1-ს მოსწონს
|