x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
სოსი ჯალიაშვილის ხსოვნის ტურნირი დედოფლისწყაროში
image


ქალაქ დედოფლისწყაროში გაიმართა სოსო ჯალიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი-ფეხბურთში. შეჯიბრის ორგანიზატორები იყვნენ მისი მეგობრები, რომელთა სურვილია, რომ ტურნირმა ტრადიციული სახე მიიღოს და ყოველ წელს გაიმართოს.


„ამ ტურნირის მიზანია ის, რომ ჩვენი გარდაცვლილი მეგობრის სახელი უფრო ბე- ვრმა ადამიანმა გაიგოს, არავინ არ დაივიწყოს და მეტმა ადამიანმა დააფასოს ის“-განაცხადა სოსი ჯალიაშვილის მეგობარმა, ტურნირის ორგანიზატორმა ზურაბ ხოსროშვილმა.


შეჯიბრში 8 ადგილობრივმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. პირველი ადგილის მფლობელი გახდა გუნდი „ვარსკვლავები“, მეორე ადგილზე გავიდა გუნდი „პირველი მერცხალი“, ხოლო მესამე ადგილს დასჯერდა გუნდი „იო“.



გამარჯვებულ გუნდს სოსი ჯალიაშვილის სახელობის თასი გადაეცა საჩუქრად, დანარჩენებს კი - სიგელები და მედლები. ტურნირი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. შეჯიბრს სოსი ჯალიაშვილის მეგობრებთან ერთად მისი ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.


image


სოსო ჯალიაშვილი გასული წლის ნოემბერში 24 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა. ამ დღეს, სოსი ჯალიაშვილი 25 წლის გახდებოდა. ტურნირის ჩატარების დღედ ამ თარიღის არჩევა სიმბოლურ ხასიათსაც ატარებდა. „ტურნირი მინი-ფეხბურთში საუკეთესო საშუალებაა მისი ხსოვნის უკვდავ- ყოფისთვისაც და მისთვის დაბადების დღის მილოცვისთვისაც“ _ განაცხადეს მისმა მეგობრებმა.


2018 წლის 6 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევას დედოფლისწყაროში მცხოვრები 24 წლის სოსო ჯალიაშვილი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა თერჯოლაში 6 ნოემბერს შუადღისას მოხდა. ავარიის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა. დედოფლისწყაროელი ახალგაზრდები თბილისიდან ზუგდიდში, მეგობრის ქორწილში მიდიოდნენ. თვითმხილველების მტკიცებით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ჯერ ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი გზიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა. მერსედესის მარკის ავტომობილი მთლიანად დაიწვა.


დაშავებულები თერჯოლისა და ზესტაფონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მძღოლის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო, ამიტომ ის ზესტაფონის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. დანარჩენი დედოფლისწყაროელები მძიმედ არ დაშავებულან. მოგვიანებით ავტომანქანის მძღოლი ჩატარებული გადაუდებელი დახმარების მიუხედავად, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ავარიაში მოყოლილი ადამიანების ახლობლის თქმით, ისინი მაღალი სიჩქარით არ მიდიოდნენ, მათ გზა მანქანამ გადაუჭრა და შეჯახების თავიდან არიდების მიზნით, მანქანა გზიდან გადავიდა.


ამავე თემაზე: ქორწილში მიმავალი დედოფლისწყაროელების ავტოავარიას 24 წლის სოსო ჯალიაშვილი ემსხვერპლა (ვიდეო)

0
97
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0