x
image
თამილა გურაშვილი
იაპონიის პროვინციებში ევაკუაცია დაიწყო
image
იაპონიაში კაგოსიმას პროვინციაში ძლიერი წვიმების გამო ხელისუფლებამ დაიწყო თითქმის მილიონამდე მცხოვრების ევაკუაცია სამხრეთ-დასავლეთით. ამის შესახებ იტყობინება The Japan Times.

პრეფექტურის სამი ქალაქის მცხოვრებლებმა მიიღეს ევაკუაციისთვის ბრძანება, რადგან, ძლიერი წვიმების შედეგად, მაქსიმალურად გაზრდილია წყალდიდობის და მეწყერების რისკი. სიცოცხლის საშიშროება გამოცხადდა კაგოსიმას, კირისიმასა და აირას დასახლებებში. ადგილობრივი მეტეოროლოგიური სააგენტო იტყობინება იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით და დასავლეთით ხანგრძლივი წვიმების შესახებ. გარდა ამისა, მეზობელ მიადზაკის პრეფექტურამ და სხვა მუნიციპალიტეტებმა მიიღეს რეკომენდაციები ევაკუაციისთვის.

სტიქიური უბედურებების დასახმარებლად, კაგოსიმას ხელისუფლებამ უკვე მიმართა იაპონიის თავდაცვის ძალებს. პროვინციის გუბერნატორმა გამოაცხადა უზარმაზარი კატასტროფების დიდი ალბათობის შესახებimage
სინოპტიკოსებმა გააკეთეს არასასურველი პროგნოზები კიუსიუს რეგიონისთვის. მომდევნო 24 საათის განმავლობაში, რეგიონში მოსალოდნელია დღეში მოვიდეს ყოველთვიური ნალექი. წვიმები იქნება ყველაზე ძლიერი უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე.-იუწყება The Japan Times. მოსახლეობას და ტურისტებს სთხოვენ ყველა შესაძლო ქმედებას, რათა, დაიცვან საკუთარი თავი. ასევე, სთხოვენ მკაცრად შეასრულონ ხელისუფლებისა და მაშველების მოთხოვნები. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინდზო აბემ მოუწოდა დაზარალებულ მოსახლეობას, მიიღონ ზომები თავიანთი სიცოცხლის დასაცავად.

მეტეოროლოგები არ გამორიცხავენ, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში საკმაოდ დიდი წყალდიდობა მოხდეს.


გასული წლის ივლისში, ხანგრძლივმა წვიმებმა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს წყალდიდობა 1982 წლის შემდეგ სიკვდილიანობის მაჩვენებელით ყველაზე დიდი იყო.

0
219
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0