თხელი, დახვეწილი ბარძაყი ყველა გოგონას ოცნებაა. იმისთვის კი, ''ჩამოთლილი'' ფეხებით რომ მოიწონო თავი, საჭიროა კუნთები მუდმივად ტონუსში ამყოფო. სცადე სტატიაში შემოთავაზებული რამდენიმე სავარჯიშო. თითოეული 10-ჯერ შეასრულე და ვარჯიშის შემდეგ 48-საათი დაისვენე.
სავარჯიშო #1. გვერდზე განზიდვა
ფეხები მხრების სიგანეზე დადგი. მთელი სიმძიმე მარცხენა ფეხზე გადაიტანე და მარჯვენა ფეხი გვერდზე განზიდე, მხოლოდ ისე, რომ ტერფი კოჭ-წვივის სახსარში არ გაშალო. შემდეგ დაჭიმე და მაღლა ასწიე. გაჩერდი რამდენიმე წამით და საწყის მდგომარეობას დაუბრუნდი. იგივე მორე ფეხითაც უნდა გაიმეორო.
სავარჯიშო #2. ''მოუხერხებელი'' ბუქნა
დადექი სკამის გვერდით და ფეხები ოდნავ განზე გადგი. დაეყრდენი სკამის საზურგეს და გადაიხარე უკან მანამდე, სანამ მუხლებში არ ჩაიკეცები. წონასწორობა ფეხის წვერებით დაიცავი. დაუბრუნდი საწყის მდგომარეობას. მეტი ეფექტისთვის: მკერდზე ორკილოგრამიანი (მეტი არა) საგანი მოათავსე და ისე ჩაიბუქნე.
სავარჯიშო #3. ჯვარედინი
დაწექი სახსრებში გაშლილი ფეხებით და ხელები სხეულის გასწვრივ დააწყვე. მარცხენა ფეხი 25 სანტიმეტრით მაღლა ასწიე, გაჭიმე და ისე, რომ დაბლა არ დაუშვა, მარჯვენა კიდურზე გადააჯვარედინე. შემდეგ დაუბრუნდი საწყის მდგომარეობას. იგივე მეორე ფეხითაც უნდა გაიმეორო.
მინდა გაითვალისწონო, რომ სავარჯიშოები ეფექტურია
მაშინ, თუ
საკვებსაც სწორი რაოდენობით მიიღებ. თუ იმაზე მეტ საჭმელს შეჭამ, ვიდრე ორგანიზმს ესაჭიროება, ის ამას დაუფი-ქრებლად ცხიმიან დანალექად გადააქცევს. თუ შეზღუდავ კვებას, ორგანიზმი იფიქრებს, რომ რთული დრო დაუდგა და თვითონ დაიწყებს მისთვის საჭირო მარაგზე ზრუნავს. შესაბამისად, ამჯერადაც იგივე პროცესი დაიწყება, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ორგანიზმში საჭმლის ცხიმის დალექვა მოხდება. ასეთ დროს ნივთიერებათა ცვლა ნელდება.
ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ნივთიერებათა ცვლის აღდგენა. ამასთან მნიშვნელოვანია, კარგად გახსოვდეს, რომ არ უნდა მოხდეს ნვთერებათა ცვლის აჩქარება, ის ნორმალურად, ორგანიზმის შესაბამისად უნდა ფუნქციონირებდეს. იკვებე ხშირ-ხშირად მაგრამ ცოტ-ცოტა ჭამე. მკვეთრად უნდა გაითავისო, რომ ნივთიერებათა ცვლის აღდგენისთვის საჭიროა ენერგის დახარჯვა. ჰოდა ივარჯიშე, ოღონდ არ დაივიწყო, რომ ვარჯიშიდან ვარჯიშამდე 48 საათით დაისვენო.