x
მეტი
  • 20.07.2024
  • სტატია:136066
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510321
უჩვეულო აუზები, რომლებიც განლაგებულია მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროებში
ოტელი Golden Nugget აშშ
აუზში, რომელიც მდებარეობს ლოს-ანჟელესში შეგიძლიათ იცურაოთ ხუთი სხვადასხვა სახეობის ზვიგენთან ერთად. არ შეგეშინდეთ, მათგან მინის მილი გყოფთ, რომლითაც ოკენარიუმის შიგნით ჩაიქროლებთ. შეგიძლიათ აირჩიოთ სხვა გასართობიც- სამსართულიანი გორაკები, ჩანჩქერი და მცირე ზომის ჩვეულებრივი აუზი.

image

ოტელი Park Hyatt Tokyo -იაპონიაში
ის მდებარეობს ცათამბჯენის 47-ე სართულზე, საიდანაც შესანიშნავად ჩანს იაპონიის დედაქალაქის მთლიანი ხედი. განსაკუთრებით ლამაზი სანახაობა იშლება ღამით.

image


ოტელი San Alfonso del Mar (ჩილე)
ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი აუზია და შეტანილია გინესების რეკორდების წიგნში. მისი სიგრძე ნახევარი კილომეტრია, ამიტომ მასში იალქნიანი ნავებით შეჯიბრებასაც აწყობენ.


აუზის გარშემო მოწყობილია ხელოვნური ქვიშიანი პლიაჟი, რომელიც თბება ღამეული ბანაობისთვის.

image

ოტელი Caruso Belvedere იტალია
ეს აუზი მდებარეობს რაველოში, ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ იტალიურ ქალაქში რომიდან 300 კმ-ში.
ოტელი მდებარეობს გორაზე, აუზში ბანაობისას შეგიძლიათ ზღვას ზემოდან უყუროთ! აუზი გარშემორტყმულია XI -საუკუნის დროინდელი ძველი ნანგრევებით.

image

ოტელი Umaid Bhawan Palace ინდოეთი
ეს უფრო სასახლეა, ვიდრე ოტელი, 347 მდიდრული ნომერით. აუზში ვერ ივარჯიშებთ, რადგან ყველაფერი რომანტიკულ ტალღაზეა მოწყობილი: სანთლის ნაზი შუქი და ვარდის ფურცლები, რომლებიც ზედაპირზე ტივტივებს.

image

ოტელი Viceroy Miami აშშ
მაიამიში, სადაც ასობით აუზია, გაჩნდა ადგილობრივი მსოფლიო საოცრება: უზარმაზარი აუზი ოტელის 15-ე სართულზე- ცათამბჯენების შესანიშნავი ხედებით.შეგიძლიათ გაირუჯოთ შეზლონგზე, ინებივროთ ჯაკუზში ან იჭყუმპალავოთ ფეხბურთის მოედნის ზომის აუზში.

image

ოტელი Al Bustan Palace InterContinental Muscat ომანი

18 -თვიანი რემონტის შემდეგ ქალაქ მუტრას ოტელში გაიხსნა მეტად სერიოზულად მოდერნიზებული აუზი. მთავარი სიახლეა- სპეციალური წყლის მომსახურე პერსონალი, რომლებიც მზად არიან მოცურავეების ყველა განკარგულების შესასრულებლად. აუზი გარშემორტყმულია პალმებით.

image

ოტელი InterContinental Hong Kong ჩინეთი.
სამი აუზი განლაგებულია მესამე სართულის დონეზე, ოტელში მზად არიან დააკმაყოფილონ მობინადრეების ნებისმიერი ახირება.

ყველა აუზში განსხვავებული ტემპერატურაა: ცხელი, თბილი და გრილი, ზღვის შესანიშნავი ხედის გარდა კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გახლავთ ის, რომ ცურვის დროს მოუსმენთ მუსიკას, რომელიც იღვრება აუზის ფსკერზე მოთავსებული ხმის გამაძლიერებლიდან.

image

0
379
5-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
379
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0