x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
"მეჩეთი ჩვენი ყაზარმებია, მინარეთები ჩვენი შუბები."-ქართული აჭარა ემსგავსება თურქულ რეგიონს
image
"რუსი ტურისტებისა და ბიზნესმენების ნაკადი შეაჩერეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ოკუპირებულ ქვეყანაში გაიღვიძებთ." - ამ მწვავე განცხადებით მიმართა ერთ-ერთმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა გასულ კვირას თბილისის ქუჩებში საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

საქართველოში ხალხის მასა განაგრძობს უკრაინისა და ქართული დროშების ფრიალს, ასევე, მეტი დამაჯერებლობისთვის ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დროშებითაც გამოდიან. საქართველოში სანამ ჩვენი დამსვენებლები ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ მოხვდნენ ამ მეგობრულ ატმოსფეროში, როგორ ჩაყვინთონ ზღვაში და ჭამონ ლობიო, მოგვიანებით, კი გაბრაზებული დაადანაშაულებენ რუსეთის ხელისუფლებას, რომ ვერ დაიცვეს ისინი, საქართველოში კი დაძაბულობა ჯერ კიდევ იზრდება დარჩენილ ტურისტებზე რეგიონები.


ბათუმის ერთერთ ქუჩას ეწოდება ქუთაისი, მაგრამ წარწერა თურქულ ენაზეა. შემდეგი არის სწრაფი კვების ობიექტი "ანტალია", ხოლო, კუთხეში არის რესტორანი "სტამბული." იმას, რომ ბათუმში ხართ, აჭარის დედაქალაქში, უცბად ვერც კი მიხვდებით.image

მუზაფე 15 წლის წინ გადმოვიდა აჭარაში და ყველა თურქის მსგავსად, ადვილად იპოვა სამუშაო.


"მე ბავშვობიდან მოვდიოდი აქ, გავხსენი სწრაფი კვების ობიექტი. ძალიან მიყვარს საქართველო, ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს აქ." ამბობს მზარეული მუზაფე გორმუში.

მისი ქართული თითქმის უაქცენტოა, მაგრამ სტუმრები, რომლებიც პლიაჟის მერე შაურმაზე შედიან მასთან, არ აძლევენ საშუალებას, რომ დაივიწყოს მათი მშობლიური ენა.

"სხვაგან სად შეგვიძლია დავისვენოთ, თუ არა აქ? თურქები ყოველთვის აქ ცხოვრობდნენ, ოსმალეთის იმპერიის დროიდან დღემდე. " - ამბობს ზეკი იანიკი.

ქუთაისის ქუჩა ბათუმში სწრაფად მზარდი თურქული კვარტალია. ათობით მსგავსი ტიპის კაფეები მარტივი სქემითაა: მფლობელი ცხოვრობს თურქეთში, უფროსი თურქია, მომხმარებელი თურქეთიდანაა.ადგილობრივი მხოლოდ პერსონალია.

"მე შეფ-მზარეული ვარ და თურქი ვარ, დირექტორი თურქია. დანარჩენი მომუშავეები ქართველები არიან." - ამბობს სერახატინ გიუნდბაი.

"მე, მაგალითად, ვერ მივდივარ ამერიკაში. ეს არის თურქული და ამერიკელი პოლიტიკოსების პრობლემა. საქართველოს პასპორტთან არანაირი პრობლემები არ არსებობს. " - ამბობს ქერემ ოზთიურქი.image
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ააშენა თურქულმა კომპანიამ, ექსპლუატაციას ეწევა თურქული კომპანია, ისე როგორც თურქეთის შიდა აეროპორტისას. სტამბულის მგზავრებს საზღვრის კონტროლი არ სჭირდებათ. ბილეთები იყიდება თურქეთის ქალაქ ხოპამდე, მაგრამ იქ არ არსებობს აეროპორტი. თვითმფრინავი ჩამოდის ბათუმში და შემდეგ ავტობუსით საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდებიან ისე, როგორც საკუთარ სახლში. სხვათა შორის, ვირტუალური ხოპას აეროპორტიდან სტამბულამდე ბილეთის ფასი სამჯერ ოთხჯერ უფრო იაფია, ვიდრე ბათუმიდან.

"თუ თქვენ გაქვთ ხოპას ბილეთი, აქ მოხვალთ, ჩვენ დაგარეგისტრირებთ ფრენისთვის, შევამოწმებთ თქვენს პასპორტს და შემდეგ ჩასხდებით ავტობუსში და პირდაპირ ბათუმის აეროპორტში გადაგიყვანთ, მაგრამ თქვენ არ უნდა გაიაროთ საქართველოს საზღვარი." - ამბობს თურქული ავიახაზების მენეჯერი.

თუმცა, თურქეთის ეს საზღვარი ძალიან პირობითია. უვიზო რეჟიმი ორივე მხარისთის ნაკლები განსხვავებებით. ბათუმში ყოველ ფეხის ნაბიჯზე არის კაზინოები. კონსერვატიული თურქეთის სტანდარტების მიხედვით, ბათუმის პროვინცია ეს არის შავი ზღვის ლას-ვეგასი. ანკარაში დიდიხანია დახურეს სათამაშო ბიზნესი და აქედან გამომდინარე, თურქები კაზინოებს აქ აშენებენ მიზანმიმართულად. სასტუმროში კაზინოს არსებობით ადვილია თურქეთის სასტუმროს იდენტიფიცირება.image

"სასტუმრო, რომელიც ჩვენ ავაშენეთ, გულწრფელად, რომ ვთქვა ყველას ეგონა, რომ იყო თურქების. სინამდვილეში, ქართველებმა ააშენეს. მფლობელიც ქართველია, მაგრამ ჯერჯერობით არავის არ სჯერა, რომ ეს არის ქართული სასტუმრო." - ამბობს ერთერთი სასტუმროს მფლობელი გენადი წულუკიძე.

აჭარის რუკაზე ათეულობით სასტუმროსთან ერთად იზრდება თურქული ფულით აშენებული მეჩეთების რიცხვი. რეგიონის მოსახლეობის მესამედი მუსლიმი ქართველებია. მაგრამ როდესაც ანკარამ გადაწყვიტა, სულხან აბდულ აზიზის მეჩეთის აღდგენა, ბათუმელებმა გააპროტესტეს, რადგან, ორასი წლის წინ ეს მეჩეთი აშენდა თურქეთის ჯარისკაცებისთვის, ანუ დამპყრობლებისთვის. თურქებმა უკან დაიხიეს, მაგრამ თავიანთ გეგმებზე უარი არ უთქვიათ.

აჭარის მთავარი მეჩეთის მინარეთის გვერდით არის დაწესებულების ქსელი, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ საქართველოსთან არ ასოცირდებოდა. აქ თურქებმა ტაილანდიდან ჩამოიყვანეს მასაჟიორები...image

ბათუმი ყოველთვის დემოკრატიული ქალაქი იყო. 90-იანი წლებში ეთნიკურად აფხაზი, ასლან სმირბა აირჩიეს მერად ქართულმა მოსახლეობამ, მაგრამ ასლან სმირბა როცა უყურებს სტუმრები როგორ უცვლიან სახეს ქალაქს, ისიც ვეღარ მალავს ემოციებს.

ასი წლის განმავლობაში აჭარა იყო ოსმალეთის იმპერიის ნაწილი და მხოლოდ მე -19 საუკუნის ბოლოს რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ, ეს მიწები ფაქტობრივად, საქართველოს დაუბრუნდა.

"რუსეთი დაეხმარა საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დაბრუნებოდა საქართველოს. რუსებმა გააკეთეს ეს, არ უნდა გამოვრიცხოთ ეს და ამაზე უნდა ვისაუბროთ." - განაცხადა ბათუმის ყოფილმა მერმა ასლან სმირბამ.

მაგრამ თბილისის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ რუსეთი მტრად გამოაცხადა, ისინი ამჯობინებენ არ გაიხსენონ ეს. თურქებმა კი დიდიხანია დაივიწყეს, რომ მათ გარდა, ამ მიწაზე ვინმე ცხოვრობდა.

XII საუკუნის ქართული ტაძრის ნანგრევები. დადასტურებულია, რომ აქ თამარ მეფე ლოცულობდა. ახლა ეს ტაძარი თურქეთის მიწაზეა.

სარფი აჭარაში ერთ-ერთი საუკეთესო სანაპიროა. აქ წყალი სუფთაა და მედუზები პრაქტიკულად არ არის. თურქეთის საზღვარი ძალიან ახლოს მდებარეობს და ტერმინალიდან 100 მეტრის დაშორებით თურქებმა ააშენეს მეჩეთი, თუმცა, უახლოესი თურქული ქალაქი ხუთი კილომეტრის დაშორებითაა. დინამიკური მოწყობილობა ისეა განლაგებული, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს ესმის მოლას გალობა. ოსმალეთის იმპერიის კვალი აქ არ იმალება. თურქეთში უკვე ისმის ხმები: მოვიდა დრო ქვების შეგროვების.image
ყველაფერი "ვარდების რევოლუციით" დაიწყო, რომლის სათავეში მიხეილ სააკაშვილი იყო. საქართველომ დაიწყო აქტიური წახალისება ქვეყნის ინვესტირებაზე. ყველაზე ადრე გამოეხმაურნენ ამერიკის შეერთებულ შტატები და თურქეთი. ბათუმში, თურქეთის უცხოური ინვესტიციამ პიკს მიაღწია. ამერიკელები სწრაფად კარგავენ ინტერესს, რადგან, ამერიკა შორს არის. მაგრამ თურქები სერიოზულად გადაწყვეტენ ბათუმში დარჩენას დიდი ხნის განმავლობაში, რადგან, მათ კარგად ახსოვთ ეს მიწა. ბათუმის ცათამბჯენის ფასადი - ეს ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო, არაჩვეულებრივი მწვანე ხელოვნების ობიექტი - ყირიმის ომის დროს ოსმალეთის იმპერიის ერთერთი თავშესაფარი.

ბრძოლის გარეშე იღებენ ბათუმს. სააკაშვილამდე აჭარაში თურქული ბიზნესი არ არსებობდა. ამ დროს დაიწყეს თურქებზე ქართული პასპორტების გაცემა. ანკარამ დაიწყო დახმარების გაცემა მათზე, ვისაც საქართველოში ბიზნესის განვითარება სურდა.

"თურქეთის ხელისუფლება გვაძლევს კრედიტს ხელსაყრელ პირობეში. ჩვენ კარგად ვართ ბათუმში, უკვე ვფიქრობთ თბილისში გავხსნათ ობიექტები." - ამბობს რესტორნის მფლობელი ომურ ტანრივერდი.

ითვლება, რომ თურქულ ინტერესებს თბილისში ლობირებდა, მიხეილ სააკაშვილის დედა, თურქოლოგი, გიული ალასანია, ფეთჰულაჰა გიულენის ახლო მეგობრი.

"ის იყო ფეთჰულაჰა გიულენის საყვარელი ქალბატონი.სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას დახმარებით გიულენმა საქართველოში შექმნა საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელი: პირველადი, საშუალო და უმაღლესი. ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის ოკუპაციაზე და თურქეთი ნამდვილი ოკუპანტია." - განაცხადა პოლიტოლოგმა არნო ხიდირბეგაშვილმა.

საზღვრისპირა ქალაქების მოსწავლეებს, ასევე ტურისტებს აჭარაში, თურქები უყვებიან თავიანთ ისტორიას ქალაქ ბათუმ-კალეზე.

"მათ თან ახლავთ თავიანთი გიდები. ისინი პირდაპირ ამბობენ: ჩვენ თურქეთის ტერიტორიაზე ვართ, ეს ჩვენი მიწაა." - ამბობს მწერალი რამაზ სურმანიძე.

თავად ერდოღანი, რომლის წინაპრებიც აჭარაში ცხოვრობდნენ, ღიად ამბობს: თურქეთი არ არის წინააღმდეგი დაბრუნდეს ოსმალეთის იმპერიის საზღვრებთან.

"ჩვენი ფიზიკური საზღვრები განსხვავდება ჩვენი გულის საზღვრებიდან. ნუთუ შესაძლებელია ბათუმის რიზედან გამოყოფა? ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ თურქეთის საზღვრები უნდა მოიცავდეს კვიპროსს, ალეპოს, მოსულს, სალონიკს, ბათუმს. მხოლოდ დამოუკიდებლობის დაკარგვით დავკარგავთ ამ ტერიტორიებზე დაინტერესებას. - აცხადებს ერდოღანი.

აჭარაში ინტერესი უკვე მხარდაჭერილია საქართველოს ეკონომიკაში ანკარის მიერ ჩადებული 2, 5 მილიარდი დოლარით. ასევე, ბათუმის მოსახლეობის შთამბეჭდავი 15 პროცენტი ორმაგი მოქალაქეობის მქონე დიასპორით.

"როდესაც ისინი დიდი კაპიტალით მოდიან და როცა რელიგია დგას მათ უკან, მაპატიეთ, მაგრამ ესა არის ისეთი ასაფეთქებელი ნარევი, რომელიც როდის აფეთქდება როგორ აფეთქებდა, რა ტიპის დეტონატორი დასჭირდება, ეს უბრალოდ უნდა გამოიცნოთ." - ამბობს ჟურნალისტი დავით ჩხარტიშვილი.

თურქეთში პოლიტიკური ისლამის ექსპორტის მოდელი იმავე ერდოღანის მიერ მარტივი ფორმულით არის გაჟღერებული: "მეჩეთი ჩვენი ყაზარმებია, მინარეთები ჩვენი შუბები." მეტაფორის გაგრძელება აშკარაა, ბათუმში ჯარისკაცებმა საზღვარი დიდი ხანია გადმოლახეს.

რუსეთის პირველი არხის კორესპონდენტის გიორგი ოლისაშვილის რეპორტაჟი.









1
216
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
216
  
2019, 9 აგვისტო, 13:31
თურქეთი და თურქი არის ისტორიული და გენეტიკური მტერი ქართველი ადამიანის.
ესაა რეალობა და თუ ვინმეს სურს თავი მოიტყუოს და "დღეს 21 საუკუნეა" რაღა დროს ეგაადა ასხვა სეთი სიდებილეები, მისი პრობლემაა.
რეალობა ისაა რომ ერთ თურქსაც ვერ ნახავ რომელსაც სიბოროტე არ უდევს გულში და რომელიც ქართველების(ქართულ სახელმწიფოს)განადგურებაზე არ ოცნებობდეს.
ყველა რუსეთუმეს დედა.. მოვ.. ან არ დამწამოთ რუსეთუმეობა. ორ ცეცხლშუა ვართ მაგრამ ერთად დგომით დავძლევთ ყველაფერს.
0 1 1