ასტროლოგია რა ცვლილებებს გვპირდება ივლისი და როგორ მივაღწიოთ წარმატებას-თვის ჰოროსკოპი! 2019, 3 ივლისი, 17:14 იმისთვის, რომ ზაფხულის მეორე თვე სასიამოვნო მოვლენებით და ემოციებით იყოს დატვირთული, პლანეტების ხელშეწყობა გვჭირდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა წინ დაბნელების და რეტროგრადული მერკურის დერეფნები გვაქვს გასავლელი. ასტროლოგი და ტაროლოგი 20 წლიანი სტაჟით ანჟელა პერლი გვირჩევს თუ როგორ მოვიქცეთ, რომ ივლისმა გართულებების გარეშე ჩაიაროს.
როგორ მივაღწიოთ წარმატებას 1.ვერძი ცეცხლოვან ვერძებს ახალი შესაძლებლობები და აღმოჩენები ელით. წინ მოგზაურობა და თავგადასავლებია, მათ შორის რომანტიკული ხასიათისაც. კარგი პერიოდია იმისთვის, რომ საკუთარ თავს დრო დაუთმოთ. სამსახურში კი თავი შეიკავეთ ახალი პროექტებზე მუშაობისგან. კარგი იქნება თუ ივლისში სპორტით დაკავდებით, მაგრამ თუ სიზარმაცეს ვერ დაძლევთ, რომ ამ საქმეს სერიოზულად მოეკიდოთ, სახლში მაინც ივარჯიშეთ დილაობით.2.კურო ივლისში მზის დაბნელებები და რეტროგრადული მერკურის პერიოდი ერთმანეთს ემთხვევა. სწორედ ამიტომ, უმჯობესი იქნება ფოკუსი წარსულზე გადაიტანოთ. კარგი დროა იმისთვის, რომ დაუმთავრებელი საქმეები დაასრულოთ, წესრიგი დაამყაროთ სახლსა და საკუთარ თავში. სანამ სამსახურში რამე ახალს წამოიწყებდეთ, კარგად დაფიქრება გმართებთ.ეს პირად ცხოვრებასაც ეხება. ამ თვეში შესაძლოა ისეთ სფეროში მოგიწიოთ გარკვევამ და სწავლამ, რასაც ადრე ვერ წარმოიდგენდით. უქმეებზე პატარ-პატარა გასვლები და მოგზაურობები კარგად წაგადგებათ. 3.ტყუპები ივლისის პირველი ნახევარი ტყუპებისთვის ფინანსურად წარმატებული იქნება, შესაძლოა შემოსავლის ახალი წყარო გაჩნდეს. თუმცა, ეს ფულიც ასევე ადვილად დაიხარჯება. იქნება ისეთი სიტუაციებიც, რომლებიც თქვენს თვითშეფასებაზე მოახდენენ გავლენას. მოიკრებთ სითამამეს, რომ ვინმეს დაელაპარაკოთ ან ჩააბაროთ გამოცდა, რომლისთვისაც დიდი ხანია ემზადებით. შესაძლებელია პატარა მოგზაურობაც, მაგრამ უმჯობესი იქნება თუ უპირატესობას სახმელეთო ტრანსპორტს მიანიჭებთ. 4.კიბო ივლისში მოსალოდნელია მოულოდნელი შეხვედრები და მოვლენები. ბევრი კიბო იგრძნობს ენერგიის მოზღვავებას . შთაგონება და თავდაჯერებულობა გეწვევათ თვის შუა პერიოდში, რაც შეიძლება ახალი მწვერვალების დაპყრობისთვის ბიძგი აღმოჩნდეს. ივლისში ერთმნიშვნელოვნად პროგრესია მოსალოდნელი კიბოს ცხოვრების მნიშვნელოვანი სფეროებიდან ერთერთში. ეს განსაკუთრებით ქორწინებას და ურთიერთობას ეხება. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ! 5.ლომი ივლისი-შესანიშნავი თვეა დასვენებისთვის და არავითარ შემთხვევაში მოლაპარაკებებისა და კონტრაქტების დასადებად. შესაძლებლობისდა მიხედვით აუცილებლად გადით შვებულებაში, არც იყოყმანოთ. თქვენთვის სასარგებლო იქნება, თუ გამონახავთ დროს და წესრიგს დაამყარებთ როგორც საქმეებსა და სახლში, ისე საკუთარ აზრებში. მოძებნეთ ენერგიის აღდგენის თქვენთვის შესაფერისი მეთოდი, რადგან იმაზე, თუ როგორიგრძნობთ თავს, ბევრი რამაა დამოკიდებული! 6.ქალწული ივლისის ორივე დაბნელება სასიკეთოდ აისახება ქალწულებზე. შესაძლოა ეს ათვლის წერტილიც კი იყოს ახალი წარმატებებისკენ მიმავალ გზაზე. ფიზიკური აქტივობა და სპორტი ამ პერიოდში სასიკეთო გავლენას მოახდენს თქვენს ორგანიზმზე. დროა იზრუნოთ გარეგნობასა და ჰარმონიულ შინაგან მდგომარეობაზე. ასევე, გირჩევთ მზად იყოთ აქტიური მოქმედებებისთვის, აუცილებელია, რომ მოვლენებში მონაწილეობა მიიღოთ. 7.სასწორი სასწორებს კარგი სიახლეები ელით სამსახურთან დაკავშირებით. შესაძლოა კარიერულ კიბეზე წინ წაიწიოთ. გირჩევთ ხშირად იქონიოთ ამ თვეში ურთიერთობა ახლობლებთან, მეგობრებთან, ნაცნობებთან. სწორედ ეს ურთიერთობა გახდება სასწორებისთვის აუცილებელი დახმარების და მხარდაჭერის საფუძველი. თვის მეორე ნახევარი საყვარელ ადამიანთან სასიამოვნო შეხვედრებით გაგახარებთ. შესაძლოა რომატიკული მოგზაურობაც, რომელიც პოზიტიური ემოციებით დაგმუხტავთ. პარტნიორთან ურთიერთობა გაცილებით სანდო გახდება და ხარისხობრივად ახალ დონეს მიაღწევს. 8.მორიელი ივლისში ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც სამსახური, ისე პირადი ცხოვრება. შეეცადეთ დრო ისე გაანაწილოთ, რომ არც ერთი არ დაზარალდეს. თვის შუა რიცხვებში იდუმალ მორიელს ცვლილებები მოუნდება ამურის საქმეებში. ბევრი რამ არა მარტო მოჰბეზრდა, არამედ აგრესიას და გაღიზიანებასაც იწვევს. აი, აქ კი მთავარია მშვიდად ისუნთქოთ და სწორად იაზროვნოთ. მარტოხელა მორიელებს ვარსკვლავები ბედნიერების მომტან შეხვედრას ჰპირდებიან. 9.მშვილდოსანი გირჩევთ, ივლისში მეტი დრო დაუთმოთ ახლობლებს. ფინანსურ საქმეებში წარმატება და შემოსავალი გელით. სწორედ შესაფერისი დროა, რომ საკუთარი თავი საყიდლებით გაანებივროთ. თვის ბოლო კარგი პერიოდია იმისთვის, რომ მავნე ჩვევებს თავი დაანებოთ. 10.თხის რქა თვის პირველ ნახევარში უბრალოდ დინებას მიჰყევით და ნუ ინერვიულებთ, ყველაფერი თქვენთვის სასარგებლოდ მოგვარდება. შეეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ ახლობლებს. მათ თქვენი რჩევა და მხარდაჭერა სჭირდებათ. თვის ბოლო კარგი პერიოდია იმისთვის, რომ არასასურველ ბალანსს თავი დააღწიოთ.ეს არ გაგიჭირდებათ. 11.მერწყული ფინანსურ საქმეებში ვარსკვლავები წარმატებას და შემოსავალს გპირდებიან. თუმცა, მსხვილი შენაძენების გაკეთებისგან უმჯობესია თავი შეიკავოთ რეტროგრადული მერკურის პერიოდის დამთავრებადე (1 აგვისტომდე). იმისთვის, რომ პირადი ცხოვრება დაალაგოთ, ჯერ სულიერი ჰარმონია უნდა მოიპოვოთ და ყველა დაუსრულებელი საქმე დაამთავროთ. შორს ნაგავი-სახლიდან, თავიდან და გულიდან! გახსოვდეთ, წინ მხოლოდ კარგი და შესანიშნავი რამ გელოდებათ. 12.თევზები ამ თვეში ვენერა, იუპიტერი და მარსი დადებით პოზიციას დაიკავებენ და თევზებს მძლავრი სასიცოცხლო ძალებით აავსებენ. ენერგია ბევრი გექნებათ, ამიტომ თამამად მოჰკიდეთ ხელი ყველა საქმეს.აქტიურობა მხოლოდ სასიკეთოდ წაგადგებათ. თვის მეორე ნახევარში ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას.ნუ დატოვებთ უყურადღებოდ სურდოს, თავის ტკივილს. დროულად დაიწყეთ მკურნალობა, რომ დაავადება ჰაიმორიტსა თუ ფრონტიტში არ გადაიზარდოს. 1581 1-ს მოსწონს
|