რუსულ ღრმაწყლოვან წყალქვეშა აპარატზე, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის 14 სამხედრო მეზღვაური დაიღუპა
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა იმდენი სამხედრო-საველე წვრთვნები ჩაატარეს და ატარებენ წელს, რამდენიმე მებრძოლი დაკარგეს ამ სწავლებების დროს. სამხედრო სწავლებისას ყველაფერს ვერცერთი ქვეყნის სამხედრო უწყება ვერ გათვლის და ამაზე სიცილი "დახე რა მოსვლიათო" გადამეტებული მგონია, არა და ხშირად ვაწყდები ახალგაზრდა "ექსპერტების" დილეტანტურ მიდგომას აღნიშნული საკითხისადმი.
მე ექსპერტობისაგან ისე, შორს ვარ, როგორც თბილისი პეკინიდან, უბრალოდ იმდენი სამხედრო გამოცდილება კი მაქვს საღად ვიფიქრო და ვიაზროვნო ამ მხრივ.
"რუსეთის ღრმაწყლოვან წყალქვეშა სამეცნიერო-კვლევით აპარატზე, რომელიც სამხედრო დავალებას ასრულებდა წყნარ ოკეანეში (აპარატის ეკიპაჟი ოკეანის რუსულ ტერიტორიაზე იკვლევდა ოკეანის ფსკერის რელიეფს და სივრცეს), ბიომეტრიული გაზომვებისას აპარატზე გაჩნდა ხანძარი. 14 სამხედრო მეზღვაური დაიღუპა ხანძრისას წარმოქმნილი მხუთავი აირით"-ასეთი განცხადება გააკეთეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
სამხედრო უწყების წარმომადგენლის თქმით პარატზე ხანძრის ჩაქრობა მოხერხდა და ამჟამად აპარატი იმყოფება "სევერომორსკის" სამხედრო-საზღვაო ბაზაზე.
"ხანძრის წარმოშობის მიზეზი თუ მიზეზები დგინდება. გამოძიებას პირადადდ ხელმძღვანელობს სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდალი"-განმარტეს უწყებაში.