x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138421
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რა არის ელექტრონული სამაჯური,რომელიც ნიკა მელიამაც უნდა ატაროს?!
image
ელექტრონული სამაჯურის ტარება ეს არის არასაპატიმრო სასჯელის აღსრულების ფორმა.სამაჯური მაგრდება მსჯავრდებულის ქვედა კიდურზე, თუ აღნიშნული ობიექტური მიზეზების გამო შეუძლებელია, მოწყობილობა მაგრდება ზემო კიდურზე, კერძოდ, მაჯაზე. გარდა სამაჯურისა, აპარატურა შედგება ასევე მიმღებისგანაც. პირველი მათგანის მოხსნა დაუზიანებლად შეუძლებელია.მიმღები კი განთავსებულია მსჯავრედულის საცხოვრებელ სახლში და მუდმივად დენის წყაროსთანა მიერთებული.მისი საშუალებით განისაზღვრელბა მსჯავრდებულის ინდივიდუალური პერიმეტრი საცხოვრებელი ფართის მიხედვით და მისი დარღვევის შემთხვევაში მიმღები შესაბამის სიგნალს იღებს სამაჯურისგან.

ელექტრონული ზედამხედველობის სისტემაში შეტყობინების სახით აისახება გადამცემსა და მიმღებზე შემდეგი სახის ზემოქმედებანი:

1. 6 საათის განმავლობაში გადამცემის უმოქმედო მდგომარეობა.


2. გადამცემზე ტემპერატურის ცვალებადობა.



3. გადამცემის ან მიმღების დაზიანება.


4. მიმღების გადაადგილება.


5. მიმღების ელექტროენერგიიდან გათიშვა.


6. ორი გადამცემის ერთმანეთთან მიახლოება.


აღსანიშნავია, რომ საქართველოში ელექტრონული სამაჯურის ტარების დანერგვა თავდაპირველად არასრულწლოვნებისათვის იგეგმებოდა, თუმცა ახლა უკვე პოლიტიკოს, ნიკა მელიასაც მოუწევს მისი ტარება.მისი განცხადებით, ეს სულაც არაა პრობლემა და საათის მაგივრად, ელექტრონულ სამაჯურს გაიკეთებს ხელზე.როგორც ჩანს, პოლიტიკოსს ჯერ არ აქვს ინფორმაცია, რომ გადამცემი ქვემო კიდურზე უნდა დამაგრდეს.


თქვენთვის საინტერესო სტატიები:

სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი დასრულდა

image

რით განსხვავდება 2007 წლის 7ნოემბერი და 2019 წლის 20-21ივნისი ერთმანეთისგან?!

0
220
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0