x
image
ტორნადო07
ლეკვის 10 მიმართვა პატრონისადმი (წაიკითხეთ ყველამ ვისაც ძაღლი გყავთ ან აპირებთ რომ შეიძინოთ)
image

1)მე ვიცხოვრებ მხოლოდ 10 წელი. ნებისმიერი განშორება შენთან ტკივილს მომანიჭებს. დაფიქრდი სანამ ჩემს აყვანას გადაწყვეტ.


2)ეცადე მომცე დრო დასაფიქრებლად, რომ გავიგო რას ითხოვ ჩემგან.


3)ეცადე ჩემში შენდამი ნდობა გამოამუშაო-მე ვიცხოვრებ ამ გრძნობით.



4)დიდი ხნით ნუ გამიბრაზდები და დასჯის მიზნით ნუ ჩამკეტავ. შენ ხომ სამსახურიც გაქვს, მეგობრებიც გყავს, მე კი მხოლოდ შენ მყავხარ.


5)დროდადრო დამელაპარაკე. მართალია მე ვერ ვიგებ შენს ყველა სიტყვას, მაგრამ შენი ხმა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


6)გახსოვდეს, მე არასოდეს დავივიწყებ როგორ მექცევიან.


7) იქამდე სანამ დამარტყამ დაფიქრდი, მე ხომ შემიძლია კბილებით ადვილად დაგიგლიჯო ხელი, მაგრამ ამას არასოდეს გავაკეთებ.


8) იქამდე სანამ დაასკვნი რომ მე გავზარმაცდი და აღარ ვასრულებ ბრძანებებს დაფიქრდი, იქნებ საჭმელი ჩემთვის შესაფერისი არ არის, ან დიდი ხანია მზეზე არ ვყოფილვარ, ან იქნებ ჩემი გული უკვე დაბერდა?


9) იზრუნე ჩემზე როცა დავბერდები, შენც ხომ ოდესმე მოხუცი იქნები.


10) ნებისმიერ რთულ საქმეში ჩემს გვერდით იყავი. არასოდეს იხელმძღვანელო ასეთი ფრაზებით: "მე ამას ვერ ვუყურებ", ან "ეს გააკეთეთ როცა მე არ ვიქნები". შენს გვერდით მე ყველაფრის ატანა გამიადვილდება.

13
245
8-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
245
  
2012, 26 ივლისი, 10:02
მე 7 წელი მყავდა კიკის ვეძახდი,დავიფიცე რო აწი ჩემ სახლში არანაირ ცხოველს აღარ მოვიყვან.
2012, 26 ივლისი, 2:16
ვწუხვარ შენს ფისოზე... მე ძაღლი მყავდა მისი გარდაცვალების შემდეგ სხვა არ მყოლია არადა უკვე 6 წელი გავიდა
2012, 25 ივლისი, 22:34
ღმერთო როგორ ამატირე,ცრემლებმა დამხრჩო,ჩემი ფისო გამახსენდა,უზომოდ მიყვარდა და ახლა მენატრება და ჩემთან აღარ არის
2012, 25 ივლისი, 18:15
როდესაც ცხოველებს ცუდად ექცევიან ვერ ვიტან
2012, 25 ივლისი, 18:13
მე მიყვარს მაგრამ პირობები არ მაქვს..:(
2012, 25 ივლისი, 18:11
ნამდვილად,თუ არ გიყვარს არც უნდა გყავდეს
2012, 25 ივლისი, 18:09
თუ გულით გინდა გაითვალისწინებ...
2012, 25 ივლისი, 18:09
რა თქმა უნდა აუცილებლად,უზომოდ მიყვარს ძაღლები
2012, 25 ივლისი, 18:02
გაითვალისწინებ მერე ამ ტხოვნებს?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10