საქართველო სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი დასრულდა 2019, 2 ივლისი, 12:48
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მას პატიმრობა არ შეეფარდა, თუმცა ასევე არ დაკმაყოფილდა ნიკა მელიას სარჩელიც, მოეხსნათ მისთვის დაწესებული შეზღუდვები. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას მასობრივი არეულობის მოწყობაში ედებოდა ბრალი და მას პარლამენტმა დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა, რის შემდეგაც პროკურატურის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ სარჩელი საქალაქო სასამართლოში შეეტანათ. თავად ნიკა მელიას განცხადებით, მის წინააღმდეგ მთავრობის წარმომადგენლები იბრძვიან რუსეთის მითითებებით და რუსი დიპლომატის, გავრილოვის განცხადება გაიხსენა, რომელიც ოპოზიციონერი პარლამენტარების დასჯას მოითხოვდა. ასევე საინტერესოა: რით განსხვავდება 2007 წლის 7ნოემბერი და 2019 წლის 20-21ივნისი ერთმანეთისგან?!
როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიებისაგან?! 187 1-ს მოსწონს
|