ვარსკვლავები დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო მოდელი ბიკინის რეკლამისთვის 2019, 1 ივლისი, 19:07 ბრიტანულმა ქალის თეთრეულის ბრენდმა Bluebella-მ გამოაქვეყნა იმ მოდელების რეიტინგი, რომელიც საუკეთესოა ბიკინის რეკლამისათვის.კომპანიის დირექტორის ემილი ბანდელის განცხადებით, ქალების უმეტესობა საცურაო კოსტუმს, სწორედ ამ მოდელების მიერ Instagram-ზე გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით ირჩევს. მე-5 ადგილი დაიკავა Victoria's Secret-ის ანგელოზმა, სამხრეთ აფრიკელმა მოდელმა კენდის სვეინპოლმა. მე-4 პოზიციაზეა პლიუს-size მოდელი ეშლი გრემი. მესამეზეა ამერიკელი ტოპ-მოდელი ემილი რატაკოვსკი მეორეზე Victoria's Secret -ის ერთ-ერთი "ანგელოზი", ბრაზილიელი ალესანდრა ამბროსიო. რეიტინგს სათავეში მოექცა რუსი მოდელი ირინა შეიკი. "სწორედ ამიტომ, ისეთი მოდელები, როგორებიცაა ირინა შეიკი, ბიკინში გადაღებული ფოტოებით ბევრს შოულობენ. სამოდელო ბრენდები ხელისმოწერთა რაოდენობას კი არ აქცევენ ყურადღებას, არამედ აუდიტორიის ჩართულობის ხარისხს. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც ქალები აფასებენ. ეს არის გაყიდვების ხელშეწყობის მთავარი ელემენტი "-დასძინა ემილი ბანდელმა. 397 8-ს მოსწონს
|