x
image
ტორნადო07
10 ფაქტი კომპიუტერული თამაშების შესახებ
image1) ბევრი ფიქრობს რომ კომპიუტერულ თამაშებს მხოლოდ მოზარდები თამაშობენ. სინამდვილეში სტატისტიკა ასეთია: 2006 წელს კომპიუტერული თამაშების მყიდველთა 93% ასაკით 18 წელს აღემატებოდა. კომპიუტერული თამაშების მუდმივ მყიდველთა საშუალო ასაკი 40 წელია.

2) ისტორიაში პირველ ვიდეოთამაშს SpaceWars წარმოადგენს, რომელიც შექმნა მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის სტუდენტმა სტივ რასელმა PDP-1-სათვის.

3) 1982 წელს როდესაც ტეტრისი გამოიგონეს მისი 40 მილიონი ასლი გაიყიდა.

4) პაკმანი ეს არის თავი ღია პირით, რომელიც ნადირობს სხვა თავებზე და ხილზე. მისი იდეა იაპონიიდან მოდის. მაქსიმალური ქულა თამაშში არის 3 333 360, მეტის აღება შეუძლებელია 256 დონეზე შეცდომის გამო. ეს რეკორდი დამყარდა 1999 წელს.


5) 1996 წელს იაპონიის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია იყო ტამაგოჩის გაჩენა. ეს არის მარტივი თამაში მხოლოდ 3 ღილაკით, რომლის არსიც ცხოველის აღზრდაა. სათაური იაპონურიდან ასე ითარგმნება "კვერცხი, რომელსაც სიყვარული ესაჭიროება". იდეის ავტორი 31 წლის იაპონელი ქალი აკი მაიტა გახდა. ავტორმა იდეა კომპანია Bandai Corporation-ს მიჰყიდა, შემდეგში თამაშმა კომპანიას 240 მილიონი დოლარი მოუტანა.

6) კომპიუტერმა თამაშმა Halo2 შემქმნელებს გამოშვების პირველ დღეს 125 მილიონი დოლარი მოუტანა. ბევრად მეტი ვიდრე ჰოლივუდის რომელიმე ფილმს მოუტანია ისტორიის განმავლობაში.

7) ჩინეთში აკრძალულია ისეთი თამაშები სადაც ერთი ადამიანი მეორეს კლავს.

8) შექმნის თვალსაზრისით ყველა ძვირი თამაში არის ShenMue. ის შეიქმნა Sega Dreamcast-სთვის და კომპანიას 20 მილიონი დოლარი დაუჯდა.

9) თამაში Prey-ის შექმნის შესახენ 1995 წელს დაიწერა და ის მხოლოდ 2006 წელს გამოვიდა. შექმნის ხანგრძლივობით ის რეკორდსმენია თამაშებს შორის.

10) თამაშების გამომშვები ყველაზე დიდი კომპანია არის Electronic Arts, რომელშიც დაახლოებით 5000 ადამიანი მუშაობს და რომელიც წლის განმავლობაში 3 მილიარდი დოლარის ღირებულების თამაშებს უშვებს.

9
342
5-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
342
  
2012, 26 ივლისი, 9:42
გეთანხმები,ასასინსაც ვთამაშობდი და წიგნსაც ვკითხულობდი,უბრალოდ ზოგჯერ ბავშვებს გადამეტება უყვართ რაც არ უნდა დაუშვა
2012, 26 ივლისი, 2:14
მე ხშირად ვთამაშობდი ხოლმე... ეხლა უბრალოდ დრო აღარ მაქვს თორე სიამოვნებით ვითამაშებდი. მგონი ნორმალურად განვვითარდი. მთავარია ადამიანი მხოლოდ თამაშებზე არ უნდა იყოს გადართული წიგნის კითხვაც აუცილებელია
2012, 25 ივლისი, 23:22
ნუ ეგ ხო ბავშვისთვის ცუდია,მაგრამ მთავარია იპოვო ისეთი თამაში როგორიც გინდა იმიტომ ყველანაირს აკეთებენ და აზრი არ აქვს კვლაზეა თუ არა.იცი რომ სპორტული თამაშების მოთამაშენი უფრო საშიშნი არიან ვიდრე ქაუნთერის მოთამაშეები რადგან სინამდვილეში ვერ აკეთებენ მაგ ილეთს ფინტს რასაც პეს12 ერთი დაჭერით აკეთებენ და რეალობაში რომ არ გამოსდით ნერვები ეშლებათ და ნერვოზდებიან.მე ლოგიკური თამაშები მიყვარს ;)
2012, 25 ივლისი, 23:14
მე ყველაზე ხო არ ვამბობ?მე არ ვიცი ეგ თამაშები,მე საუბარი მაქ ისეთ თამაშებზე სადაც ადამიანი ფიგურირებს და მოთამაშე კლავს ან დანითა და ხმლით ან იარაღით.
2012, 25 ივლისი, 22:56
Total War იცი თამაში ისტორიული სტრატეგია რომ არის?? ან cube სადაც კუბები უნდა მართო და ლოგიკურად გახვიდე ერთი ადგილიდან მეორეზე.ანდაც Postal რომელიც ლოგიკურია და პორტალებით უნდა გადალახო ტურები ესეთებზე რას იტყვი??ბევრი თამაში გამოდის სადაც კაცის კვლა არ არის და აზროვნება უნდა უბრალოდ ესეთებზე მოთხოვნა არ არის და საქართველოში არ შემოდის ამიტომ ძებნა უნდა თუ მოყვარული ხარ ;)
2012, 25 ივლისი, 22:52
რომელზე მეუბნები ასასინები და ასეთები?ჩემი აზრია რო ამ თამაშებს პატარები არ უნდა თამაშობდნენ,არსებობს ბევრი ლოგიკური ,გასართობი,პაზლები და ა.შ. რომელზეც კარგად გაერთობიან და თქამაშის მერე გაღიზიანებულები არ იქნებიან
2012, 25 ივლისი, 22:48
+1 მაგრამ არსებობს სააზროვნო თამაშებიც,ისტორიული სტრატეგიები და ა.შ
2012, 25 ივლისი, 22:41
მე არ მომწონს ეს ძალადობრივი თამაშები აი ქაუნტერები თუ რაღაცას ბავშვები რო თამაშობენ,მე ჩემ შვილს მაგის უფლებას არ მივცემდი,ფსიქიკაზე მოქმედებს და არასწორად აყალიბებს პატარას აზროვნებას-თითქოს ყველა პრობლემა ჩხუბით ან მოკვლით უნდა გადაჭრას
0 1 9