სხვა 10 ფაქტი კომპიუტერული თამაშების შესახებ 2012, 25 ივლისი, 13:27 1) ბევრი ფიქრობს რომ კომპიუტერულ თამაშებს მხოლოდ მოზარდები თამაშობენ. სინამდვილეში სტატისტიკა ასეთია: 2006 წელს კომპიუტერული თამაშების მყიდველთა 93% ასაკით 18 წელს აღემატებოდა. კომპიუტერული თამაშების მუდმივ მყიდველთა საშუალო ასაკი 40 წელია.
2) ისტორიაში პირველ ვიდეოთამაშს SpaceWars წარმოადგენს, რომელიც შექმნა მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის სტუდენტმა სტივ რასელმა PDP-1-სათვის.
3) 1982 წელს როდესაც ტეტრისი გამოიგონეს მისი 40 მილიონი ასლი გაიყიდა.
4) პაკმანი ეს არის თავი ღია პირით, რომელიც ნადირობს სხვა თავებზე და ხილზე. მისი იდეა იაპონიიდან მოდის. მაქსიმალური ქულა თამაშში არის 3 333 360, მეტის აღება შეუძლებელია 256 დონეზე შეცდომის გამო. ეს რეკორდი დამყარდა 1999 წელს.
5) 1996 წელს იაპონიის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია იყო ტამაგოჩის გაჩენა. ეს არის მარტივი თამაში მხოლოდ 3 ღილაკით, რომლის არსიც ცხოველის აღზრდაა. სათაური იაპონურიდან ასე ითარგმნება "კვერცხი, რომელსაც სიყვარული ესაჭიროება". იდეის ავტორი 31 წლის იაპონელი ქალი აკი მაიტა გახდა. ავტორმა იდეა კომპანია Bandai Corporation-ს მიჰყიდა, შემდეგში თამაშმა კომპანიას 240 მილიონი დოლარი მოუტანა. 6) კომპიუტერმა თამაშმა Halo2 შემქმნელებს გამოშვების პირველ დღეს 125 მილიონი დოლარი მოუტანა. ბევრად მეტი ვიდრე ჰოლივუდის რომელიმე ფილმს მოუტანია ისტორიის განმავლობაში. 7) ჩინეთში აკრძალულია ისეთი თამაშები სადაც ერთი ადამიანი მეორეს კლავს. 8) შექმნის თვალსაზრისით ყველა ძვირი თამაში არის ShenMue. ის შეიქმნა Sega Dreamcast-სთვის და კომპანიას 20 მილიონი დოლარი დაუჯდა. 9) თამაში Prey-ის შექმნის შესახენ 1995 წელს დაიწერა და ის მხოლოდ 2006 წელს გამოვიდა. შექმნის ხანგრძლივობით ის რეკორდსმენია თამაშებს შორის. 10) თამაშების გამომშვები ყველაზე დიდი კომპანია არის Electronic Arts, რომელშიც დაახლოებით 5000 ადამიანი მუშაობს და რომელიც წლის განმავლობაში 3 მილიარდი დოლარის ღირებულების თამაშებს უშვებს. 342 5-ს მოსწონს
|