x
image
Teklamaisuraze
დღეს თუ აქციაზე დგახარ, ტოლფასია გეი აღლუმში მონაწილეობდე

ვინ არის გიორგი თაბაგარი. გეი აღლუმის ორგანიზატორებს შორის ერთ- ერთი. როგორც აღმოჩნდა ძალიან კარგად გამოიყენეს“ ჰომოფობების წინააღმდეგ მებრძოლებმა" საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარება.

image

შეფარულად თუ ცხადად, მგონი აქციაზე მყოფთ არ აკლიათ თვალები და სმენაც არ აქვთ დახშული, ... მაგრამ...

image

როგორც ჩანს“ ქულებს იწერს" თავის “ თანამებრძოლებთან" ერთად. როგორც კომენტარებიდან ჩანს გაახარა ისინი ვისგანაც დავალება ჰქონდა მიღებული.

imageimageimage


- Ani oniani

მადლობა თქვენ რომ აქ ხართ. ჩვენც თქვენთან ვიქნებით.

- lasha shanidze

მაინც ფრთხილად.

- temo machitidze

მიყვარხართ და მეამაყებით

- Alexander vashakidze

ვინმე აგრესიულად ხომ არ არის განწყობილი თქვენი მაისურების გამო.?

- giorgi tabagiri

გვიყურებდნენ. არავის გამოუხატავს. ბევრნი ვიყავით თან.

- Nino paichadze

არავის? მე რომ გამოვედი სიტყვით, ალბათ არ იყავი, სამწუხაროდ არცერთმა ტელევიზიამ არ გააშუქა.ცისარტყელაზე ვთქვი, რომ ძალიან ბევრს ვხედავ მიტინგზე. ის ვახსენე რომ პუტინი ჰომოფობია

- მერე აგრესია?

- აგრესია კი არა, მარტო პოზიტივი წამოვიდა ხალხისგან და ასეთი რამეები არც გაუშუქებია არცერთ მედიას.

და მაინც ვინ არის გიორგი თაბაგარი. თანასწორობის მოძრაობის წევრი. თბილისი პრაიდის ორგანიზატორი, ჰომოფობიასთან მებრძოლი. ის მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს ასეთ რამეს.

- არ აქვს მნიშვნელობა შენს სქესს. ასაკს, წარმომავლობას, პროფესიას, განათლებას, ორიენტაციას.

თუ შენთვის მიუღებელია ადამიანების ჩაგვრა

გამოდი თანასწორობისთვის

გამოდი თავისუფლებისთვის

გამოდი სოლიდარობისთვის

გამოდი უსაფრთხოებისთვის

გამოდი სიყვარულისთვის

როგორც ხედავთ აქ არანაირი ეროვნული მოთხოვნა არ არის და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში განვითარებული უმძიმესი სიტუაცია გამოიყენეს გეი აღლუმის გამართვის მცდელობისთვის. შეპარვით და ფარულად ცდილობენ მოსახლეობა შეეგუოს იმ აზრს, რომ ჰომოსექსუალიზმი ავადმყოფობა არ არის.

“ ბიბლიის აპლიკაცია" სიახლე ონლაინ სამყაროში

image

უარი თქვით... რაც სქესობრივი განათლების სახელით შემოდის

image

სქესობრივი განათლების გაკვეთილები“ არჩევითი " იქნება

image

რა ადგილი უკავია საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო რელიგიებს შორის

image

0
186
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0