საზოგადოება სქესობრივი განათლების გაკვეთილები,, არჩევითი " იქნება 2019, 29 მარტი, 11:59 სოფო კილაძე ბავშვთა ქცევის კოდექზე საუბრობს . მისი განცხადებით, მშობლებმა საქართველოში თავად უნდა აირჩიონ, მიიღონ თუ არა ბავშვებმა სკოლაში სექსუალური განათლება. კილაძემ განაცხადა, რომ ეს გაკვეთილები არ იქნება ძალდატანებითი, არამედ იქნება ნებაყოფლობითი. და არ იქნება სწავლება წინასწარ მშობლების თანხმობის გარეშე. კანონპროექტის დანერგვა ასევე მოიცავს ამცნებებს, როგორიცაა: “ სამშობლო " და “ ტრადიციული კულტურული ღირებულებები" . ამ პროექტში ჩართულები იქნებიან სასულიერო პირები, მართლმადიდებლები და ასევე სხვა რელიგიის წარმომადგენლები. ასევე ფსიქოლოგი, გენდერის მკვლევარი. ბავშვები ასევე დაცულები იქნებიან ძალადობისაგან, ინტერნეტის საფრთხეებისაგან, როგორიც არის “ ლურჯი ვეშაპი" და სხვა ამგვარი . ხოლო სოციალურ ქსელში გაჩნდა გვერდი სახელწოდებით “ სექსუალური განათლების ბოროტება" ავრცელებს ასეთ განცხადებას, იმასთან დაკავშირებით შეიტანონ თუ არა ასეთი გაკვეთილები სკოლებში . “ დემონიზებული მსოფლიო მიმართულია საქართველოს, როგორც მორწმუნე და ეროვნული ქვეყნის წინააღმდეგ. მისი ძირითადი სამიზნე მომავალი თაობაა. დასავლეთის ზეწოლით განათლების სფეროში გამხრწნელი სწავლებების შეტანა მომავალი თაობის გადაგვარებას ემსახურება. ჩვენი ვალია, დავიცვათ ჩვენი შვილები და გადავარჩინოთ ქვეყანა ფიზიკური და სულიერი განადგურებისგან. ამ ბრძოლაში ღვთისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გარდა, ჩვენ მშველელი არ გვყავს. ამაზე ძლიერი მშველელი არც არსებობს. მთავარია ჩვენ გვქონდეს სასოება მათ მიმართ. იდექით მდგრად და შეუპოვრად. " ასევე დაგაინტერესებთ : დომენიკ მანგოს საქართველოს პატრიარქი არ მოსწონს
58 შეფასება არ არის
|