ასტროლოგია მზის და მთვარის დაბნელება 2 და 17 ივლისს - ზოდიაქოს რომელ ნიშნებზე იმოქმედებს უფრო მეტად და რას ველოდოთ კონკრეტულად 2019, 30 ივნისი, 21:40 ასტროლოგი ხათუნა ნოელი 2 ივლისსა (მზის დაბნელება) და 17 ივლისს (მთვარის დაბნელება) მოსალოდნელი ასტროლოგიური მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. აი, რას წერს ასტროლოგი: "მეგობრებო, წინ საკმაოდ რთული პერიოდი გვაქვს გასავლელი. ე.წ. დაბნელებების დერეფანი. 2 ივლისი მზის დაბნელების დღეა. როცა ბუნებაში ასეთი მოვლენები ხდება, მზე და მთვარე შეერთებაში მოდიან. ანუ ფაქტობრივად, ახალმთვარეობასთან გვაქვს საქმე, თუმცა, რაღა თქმა უნდა, კიდევ უფრო ძლიერი ზეგავლენის მქონესთან, ვიდრე ეს ჩვეულებრივი ახალი მთვარის დროს გვაქვს. გარდა ამისა, ნებისმიერი დაბნელება ყოველთვის აქცენტირებულია მთვარის კარმული კვანძებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მოვლენებს აუცილებლად გააჩნიათ კარმული ხასიათი. ეს არის სიტუაცია, რომელიც გულისხმობს დრომოჭმულის დასრულებას ჩვენს ცხოვრებაში და ახლის დასაწყისს. მაგრამ ჩვენი - ადამიანების უმეტესობა ბუნებით კონსერვატორია და, სამწუხაროდ, ხშირად შეჩვეული ჭირი ურჩევნია შეუჩვეველ სიკეთეს. აშინებს სიახლეები, რადგან არ იცის, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ცვლილებებს. ხშირად ადამიანები ვერც ხვდებიან, რომ რაღაცეებმა თავი ამოწურეს, რომ საჭიროა ძველის გაშვება და ახლის შენება. მაშინ სამყარო ამას ძალით აკეთებინებს. სწორედ ამიტომ არის დაბნელებები ასეთი ფატალური.
თუ ზოგადი საუბრებიდან დავუბრუნდებით ისევ 2 ივლისის მზის სრულ ეკლიპსს (რომელსაც საქართველოს ტერიტორიიდან ვერც დავინახავთ, რადგან თბილისის დროით 23:24-ზე ექნება ადგილი) და განვიხილავთ რა ხდება უშუალოდ ამ დროს ცაზე, ჩვენთვის უფრო გასაგები აღმოჩნდება, რა ტიპის ცვლილებს უნდა ველოდოთ, ანუ საიდან დაუბერავს სიო. მზის, მთვარისა და აღმავალი კვანძის შეერთება კირჩხიბის 11°-ზე ოპოზიციაშია თხის რქაში მყოფი სატურნისა და დაღმავალი კვანძის შეერთებასთან. ამავდროულად, დაბნელების ღერძს ჰარმონიული აპექტები აქვს ნეპტუნთან. ასევე არის დადებითი ასპექტი ურანთანაც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაბნელების ნეგატიური ენერგეტიკა შეიძლება განიმუხტოს სულიერების, ჰუმანურობისა და სიახლეების გზით, რადგან ნეპტუნი ჩვენი სულიერი და მორალური ფასეულობებია, ხოლო ურანი სწრაფ ცვლილებებს განაგებს ასტროლოგიაში. ანუ ახლა მხოლოდ ურანული, ანუ რეფორმისტული მიდგომა მოიტანს სასურველ შედეგებს. ცვლილებები უნდა გატარდეს იმ თემებში, რაც ეხება კირჩხიბისა და თხის რქის თემატიკას. კირჩხიბი კი ასტროლოგიაში განკარგავს სამშობლოს, ეროვნულ ფასეულობებს, ტრადიციებს, ოჯახს. როგორც ვთქვით, ამას უპირისპირდება თხის რქაში დაღმავალ კვანძთან შეერთებული სატურნი. სატურნი კი არის ბიუროკრატია. თუ გონიერება არ გვეყო და არ მოხდა სიტუაციის სწორი გზით განმუხტვა, მაშინ სერიოზული კარმული ვალების გასტუმრება გველის, რაც იოლი არასდროს არის ხოლმე. უნდა აუცილებლად ავღნიშნოთ ისიც, რომ 4 ივლისს სატურნისა და კარმული კვანძის შეერთება საკმაოდ მჭიდრო ხდება. ანუ მოვლენების ეპიცენტრი შესაძლოა სწორედ ამ დღეს დაემთხვეს. ვის შეეხება უფრო ხაზგასმით ეს ამბები?
ვინაიდან დაბნელებები კირჩხიბისა და თხის რქის ღერძზე ხდება, ცხადია, ამ ნიშნების წარმომადგენლებს. აგრეთვე მოვლენების ორომტრიალში ჩათრეულები აღმოჩნდებიან სასწორები და ვერძებიც. მითუმეტეს, თუ ისინი თავის დროზე მთვარის ან მზის დაბნელებების ახლომახლო თარიღებზე არიან დაბადებულები.ვინც დაიბადა 1-დან 3 ივლისის პერიოდში - მათ ეხებათ. ასევე 6-8 იანვრის ინტერვალში დაბადებული თუ ხართ, - თქვენც. შეეხება იმათაც, ვისაც პლანეტები ყავთ კირჩხიბის 10-დან 12 გრადუსის ჩათვლით, ან თხის რქის 16-18 გრადუსებზე. აქვე ვიტყვი - თხის რქაზე უფრო ნაკლებად იმუშავებს, ვიდრე კირჩხიბზე. თუ არც კირჩხიბი ხართ, არც თხის რქა, და არც თქვენი ამქვეყნად მოვლენის ჟამს პლიუს-მინუს ერთი კვირის განმავლობაში დაბნელებებს ადგილი არ ჰქონია, არ შეგეხებათ. ვისთანაც იმუშავებს, იმათზე როგორ აისახება? ეს უკვე უნდა ინახოს სად ხვდება კირჩხიბის მე-11 გრადუსი თქვენს პირად რუკაში. სახლების თემების მიხედვით უნდა მივხვდეთ, სად შეიძლება, რომ პრობლემამ წამოყოს თავი. პირველი სახლი პიროვნული ცვლილებების აუცილებლობაზე მიუთითებს, უნდა დასერიოზულდეთ, ''გაიზარდოთ''. მეორე სახლი მოგთხოვთ ხარჯების შემცირებას, ბიუჯეტის დაზოგვას. მე-3 სახლი - ილაპარაკეთ ნაკლები. უსმინეთ სხვებს. ენას კბილი დააჭირეთ. ნურაფერს მოაწერთ ხელს. ნურსად წახვალთ. მე-4 სახლი - კომფორტის ზონიდან გამოდით. დაუჯერეთ ოჯახის უფროს წევრებს. მე-5 სახლი - არავითარი გართობა. არავითარი პაემანი. შვილებთან მოიქეცით მკაცრად. სამართლიანად. მე-6 სახლი - შესარულეთ ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად. მე-7 - გვერდზე გახედვა და ღალატი დაუშვებელია. კონკურენტებს და მტრებს არ აჰყვეთ. შეიკავეთ თავი. მე-8- სესხი არ გასცეთ, ვალი არ აიღოთ. არაფერი გარისკოთ. ქირურგიული ოპერაციები და სექსი გადადეთ მომდევნო კვირამდე. მე-9-არ კამათობთ, არ მიდიხართ სამოგზაუროდ, არ შედიხართ საელჩოებში, არავის ჭკუას არ არიგებთ, კიდევაც რომ გეხვეწონ რჩევის მიცემას, მაინც. მე-10 - უსმინეთ უფროსებს, მათაც ვინც სახლში გყავთ, მათაც, ვინც სამსახურში გყავთ. მოინახულეთ წინაპრების საფლავები. მე-11- სიფრთხილე მეგობრებთან ურთიერთობაში. არასასურველია ახალი ცვლილებები. მე-12 - არაფერი დაფარულში, მაქინაციებში და არაკანონიერში არ გაერიოთ. არ იჭორაოთ. არ მოიტყუოთ. ეს სახლები. რაც შეეხება პლანეტებს, ამ კონტექსტში - მარსი აგრესიაა, ვენერა პირადი ურთიერთობები, ფული, დიპლომატია, მერკური - თაღლითობა ან ტყუილები, მთვარე - ოჯახი, შირაურობა. მზე - ძირითადად, თქვენ იქნებით. ზედა პლანეტები იმ სახლების მიხედვით უნდა განსაზღვროთ, რომელსაც მართავენ. და ხაზს ვუსვამ - არანაირი სექსტილები და კვადრატები და ასე შემდეგ არ მუშაობს. მხოლოდ შეერთება. შედეგები იქნება ოქტომბერში. იმისიც - თუ რამე შეგეშალათ ახლა, და იმისიც - თუ კარგად გაართვით ამ სიტუაციას თავი". ასევე დაგაინტერესებთ:რას გვიმზადებს ივლისში მზისა და მთვარის დაბნელებების დერეფანი - "მისი ზეგავლენა უკვე ვიგრძენით, მომდევნო უფრო რთული იქნება"2941 შეფასება არ არის
|