x
მეტი
  • 04.10.2024
  • სტატია:137432
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511361
ღვთის რისხვა კახეთის თავზე
imageბოლო დროს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დატრიალებულმა არნახულმა სტიქიურმა უბედურებამ ყველა ქართველი შეაწუხა. განსაკუთრებით კახეთი დაზარალდა, რომლის მკვიდრთ მსგავსი არაფერი ახსოვთ. ზარალი დიდია, თუმცა ღვთის მადლით, დაღუპულები არ არიან.


ასეთ დროს ბუნებრივად იბადება კითხვა - რატომ? რატომ მოხდა ის, რაც მანამდე არ მომხდარა? ხალხი იწყებს მიზეზის ძიებას, ეკოლოგები კლიმატის გლობალურ ცვლილებებზე საუბრობენ, არის ადგილობრივი მიზეზების გაანალიზების მცდელობაც, თუმცა პასუხი ყოფილა მარტივი და ცხადი - ღვთის რისხვა!!!

დეკანოზმა დავით ქვლივიძემ თავის მორიგ ქადაგებაში ფარდა ახადა ამ საიდუმლოს, როგორც ეს ქვემოთ მოყვანილი ბმულიდან ჩანს:




დიაღ მეგობრებო, ქარბორბალას საიდუმლო ახსნილია. დეკანოზის თქმით, რაც უნდა ვიგულისხმოთ, რომ უფლისაგან მოდის, საქართველოს ხელისუფლებამ მოახდინა გარეჯის მონასტრის აზერბიჯანული მხარისათვის გადაცემა და ღვთის რისხვამაც არ დააყოვნა - კახეთს გამანადგურებელმა ქარბორბალამ გადაუარა. ბუნებრივად უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ ეს მონასტერი არ დაბრუნდება, სტიქიის ახალი შემოტევები გველის. ასე რომ, დაირაზმეთ მორწმუნენო უკეთურებასთან საბრძოლველად, თუ არ გსურთ უარესი განსაცდელი დაიტეხოთ თავს.


ირონიას რომ მოვეშვათ, ასეთი მქადაგებლები მართლმადიდებლობის უპირველეს მტრებად მიმაჩნია. ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა თუ დანაშაული შეიძლება ჩაიდინოს და ღმერთი ამისათვის ხალხს მოსთხოვს პასუხს? ხელისუფლების რომელი წარმომადგენელი დაზარალდა ამ ქარბორბალის შედეგად? იქნებ სპეციფიურად იმათ თავზე მოაწია ღვთის რისხვამ, ვინც აზერბაიჯანისათვის დათმობების მომხრეა? მაშინ უფრო ლოგიკური ხომ არ იქნებოდა თბილისში მომხდარიყო ეს ყველაფერი, თუნდაც პარლამენტის მიდებარე ტერიტორიაზე?


რატომ ცდილობს სამღვდელოების გარკვეული კატეგორია, უფალი ასე უსამართლოდ წარმოაჩინოს? დარწმუნებული ვარ, კახეთის არც ერთი მცხოვრები არ უჭერს მხარს საქართველოს მიწის თუნდაც ერთი გოჯის ვინმესათვის გადაცემას, მით უმეტეს გარეჯის მონასტრის. მაგრამ დეკანოზი იგი ცხადად გვეუბნება - ამისათვის დაისაჯეთ, მიუხედავად იმისა, უჭერთ ასეთ გადაწყვეტილებას მხარს თუ არა. და კიდევაც დაისჯებით მომავალში.


ახსნა დევს ზედაპირზე - ასეთების აზრით, მრევლი უნდა იყოს დაშინებული, დაშინებული მუდმივად!! თუ ადამიანს ჩამოყალიბებული აქვს განცდა, რომ ცოდვილია (რასაც მუდმივად ეუბნებიან) და ამ ცოდვებისათვის დაისჯება (რასაც ასევე ეუბნებიან ამბიონიდან), რაღა დარჩენია? დარჩენია ის, რომ მიადგეს ამ მღვდელს და ჰკითხოს, რა მეშველებაო. დანარჩენი უკვე მღვდლის მარიფათზეა დამოკიდებული.


სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს ეს ყველაფერი.

21
538
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Livingstone
Livingstone
538
  
2015, 31 აგვისტო, 15:34
ამ მამამ ყოველთვის იცის ხოლმე რის გამო რა სასჯელი გვემართება, ანუ ღმერთის მოადგილეა მიწაზე..
2013, 9 თებერვალი, 14:56
დიდი ბოდიში ბატონო გოდერძი მაგრამ ხომ არ ფიქრობთ რომ თავს ამეტებთ ადამიანებს?
2012, 6 დეკემბერი, 13:46
მეკითხებით თუ ბრალს მდებთ?
2012, 6 დეკემბერი, 13:42
ძალიან კარგი სტატიაა და სექტანტებმა,და სხვადასხვა სექსუალურმა უმრავლესობამ თავი შეიკავეთ კომენტარებისგან.
2012, 6 დეკემბერი, 13:39
ბარემ აღიარე რო იეღოველი ხარ. რატომ მალავ თავს?
2012, 13 აგვისტო, 11:29
ამ მამაოს ასეთი დამოკიდებულობა ჩემთვის გასაგებია. . და არ ახალია ისიც რომ მართმადიდებლური ეკლესიის სწავლებანი აგებულია მორჩილება-დაშინებაზე.ამასაც თავისი დადებითი და უარყფითი მხარეები აქვს..ყველა კატეგორიის ადამიანებთან ურთიერთობას ოქროს შუალედის პოვნა უნდა. მინიმალური ცნობიერების მქონე მრევლისთვისაც გასაგები რომ იყოს ქადაგებები, ასეთი მარტივი მაგალითებით ამიტომ საუბრობს ჩემი აზრით ეს მამაო. . . მე ზუსტად ვიცი რომ ეკლესიას ახლა რომ ჰყავს მრევლი არასდროს და ამდენი არ ჰყოლია... თვად მე მართმადიდებელი ვარ და რა თქმა უნდა როგორც ყველა ინდივიდს___ ჩემებური რწმენა მაქვს.. ანუ მწამს ჩემი განვითარების, ინტელექტის და კეთილგონიერების გადმოსახედიდან.. და მე არ მგონია რომ ღმერთი, ისედაც უსუსურ ადამიანებზე სეირის მაყურებელი უსულ-გულო არსებაა...ან ეს ცხოვრება რინგია და ღმერთი მსაჯი.. მე ასე მწამს რომ ღმერთი __ სიყვარულია,სიბრძნე და სიძლიერე... და არა ძალადობა,რისხვა და სასჯელი.... სწავლების თანახმად :თუ ჩვენ ყველა ღმერთის შვილები ვართ,თუნდაც ხანდახან "ვიცელქოდ" __ მშობლის ფუნქციაა შვილების დაცვა და არა დასჯა, მით უფრო განადგურება-გაჩანაგებით... მაშინ ღმერთისთვის ყველანი შვილები არ ვყოფილვართ. ალბათ ზოგნი "გერები" ვართ ქართული ზღაპრებიდან... ნებისმიერი რიგითი კახელის ოჯახში, შვილს რომ მოშივდება და " საშოვარზე გამოსულ მგლის ფიქრზე" უფრო დაუნდობელი რომაა მაშოვარი ადამიანი - როგორ გგონიათ მამაო თქვენ ან ასეთი აზრის მატარებელნო___ უფრო არ მოიმატებს ცოდვები???? ქურდობა და ყაჩაღობა??? და ამ ყველაფრის გათვლა მე თუ შემიძლია, რიგით მოკვდავს __ იმხელა ღმერთმა ვერ შეძლო??? ძვირფასო მამაო ხალხი განვითარდა, ასე თუ ისე გაეხსნათ გონება. ასე რომ ან უფრო დამაჯერებელი არგუმენტები მოიტანეთ ან არადა ისედაც გაღიზინებულ ხალხს თუ გამოსავალს არ სთავაზობთ ნუღარ გააღიზიანებთ უარესად ... და თავადაც ნუ გაიმრავლებთ ცოდვებს რაღაცეების ღმერთზე გადაბრალებით.. მე პირადად ყველაზე დიდი ურწმუნობა ___ მარტო ღმერთის იმედად ყოფნა მგონია... და ხშირად ოთარაანთ ქვრივივით მოვქცეულვარ. ჩემთვის მარტო იმიტომ არ მილოცია რომ მომრიდებია __ ღმერთი არ შემეწუხებინა.... რაც
2012, 31 ივლისი, 15:48
სწორი ხარ )
2012, 31 ივლისი, 15:46
ეს მამაო თუ ვინცაა ნადვილი სატანააა , მიწიერი დამქაში რომელიც ხალხის დაბნეულობაში შეყვანას ცდილობს და ყოველთვის ყურადღებას ამახვილებს სხვების უბედურებაზე რომ ამით ხალხს "აჩვენოს" ღვთიური რისხვა. სინამდვილეში ღმერთი არ არის ამ ყველაფერის მიზეზი. გინდ იყოს ეს იაპონიის შემთხვევა გინდ კახეთის და გინდ ჩილეს შემთხვევა. ამდენი სტიქიური უბედურბა ისევ ადამიანის გამოწვეულია. ხეების გაჩეხვა, გარემოს დაბინძურება და ამ ყველაფერს ადამიანი იწევევს და არა ღმერთი. ძველად კი უვლენდა ღმერთი ადამიანებს უბედრურებებს მაგრამ მაგ შემთხვევებში , ღმერთ მხოლოდ ბოროტ ქვეყნიერებას ანადგურებდა და არა როგორც დღეს ხდება განურჩევლად ყველას და ყველაფერს რომ ანადგურებს მიწისძვრები, ეპიდემიები, ცუნამები, ქარიშხლები და ა.შ
2012, 31 ივლისი, 15:41
TRolface ალბათ მართლმადიდებელი ხარ, და ალბათ დამეთანხმები იესოს სიტყვების ჭეშმარიტებაში რომელიც მათეს სახარების 7 თავის 15-19 მუხლებში წერია. რომ როგორიც არის ხე ისეთივე ნაყოფი გამოაქვს. ხოდა სხვა სარწმუნოებაზე რომ გადადიხარ ჯობია საკუთარს დაუკვირდე რომელ რელიგიაში ხარ. იმიტომ რომ მთელი საქართველო მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენის ქვეშ არის და ალბათ იმაში დამეთანხმები რომ ხალხი ( მართლმადიდებლები) , საშინელ საქმეებს ჩადიან. აქედან მარივია ჭეშმარიტების დადგენა მართლმადიდებლობა ზუსტად ის ცრუწინასწარმეტყველეებაა რომელიც იესომ მოიხსენია მე-15 მუხლში , იმიტომ რომ მართლმადიდებლობა კარგ ნაყოფს ვერ იღებს. როგორიცაა მართლმადიდებელი მრევლი, ისეთივეა ეკლესიაც.
იესო ამას ამბობს და რა ვქნაააა :D
2012, 31 ივლისი, 0:05
გაიხარე :).
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10