1969 წელს ნიუ-იორკში, სტოუნვოლში მომხდარი არეულობის გამო ივნისის თვე იქნა არჩეული ლგბტ პრაიდის მიერ გამოსვლების მოსაწყობად. მათი გამოსვლებისას ყველაზე ხშირად რაც შეიძლება თვალში მოგხვდეს, ცისარტყელას ფერებიანი დროშებია, როგორც ლგბტ თემის სიმბოლო. მაგრამ როგორ გახდა ცისარტყელას ფერებიანი დროშა მათი სიმბოლო?
1978 წელს ჯილბერტო ბეიკერმა, რომელიც გეი და ე.წ. „ Drag Queen“ იყო, დროშა ცისარტყელას ფერებში შეღება. როგორც მოგვიანებით ბეიკერმა განაცხადა, მას ჰარვი მილქმა, ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნმა, რომელიც ერთ-ერთი პირველი გეი ჩინოვნიკი იყო, დაავალა გეების თემისთვის სიმბოლო შეექმნა და ჯილბერტოსაც ბევრი არ უფიქრია, ცისარტყელას ფერებიანი დროშა შესთავაზა პრაიდის სიმბოლოდ, რადგან თვლიდა, რომ დროშაზე გამოსახული სიმბოლო ყოველთვის მნიშვნელოვანი როლს ასრულებდა ნებისმიერი მოძრაობისთვის. ერთ-ერთ ინტერვიუში ბეიკერმა თქვა : „ ჩვენი, როგორც გეების, მიზანი იყო, ქუჩებში გამოვსულიყავით, გავმხდარიყავით ხილულები, გვეცხოვრა სიმართლეში და არა ტყუილში. დროშა მართლაც ესადაგება ჩვენს მისიას. ჩვენ გვინდა ვთქვათ : „აი, ვინ ვარ მე!“ . ბეიკერის აზრით, ცისარტყელა ბუნების დროშაა, რომლის თითოეულ ზოლს თავისი დანიშნულება აქვს : მკვეთრი ვარდისფერი სექსისთვის, წითელი - ცხოვრებისთვის, ნარინჯისფერი - განსაკურნებლად, მწვანე - ბუნებისთვის, ფირუზისფერი- ხელოვნებისთვის, ინდიგო - ჰარმონიისთვის, იისფერი - სულისთვის.
დროშის პირველი ვერსია 1978 წელს 25 ივნისს გამოიყენეს სან-ფრანცისკოში გამართულ აქციაზე. ბეიკერმა და მომხრეებმა დროშები ხელით დახატეს. რადგან იდეამ გაამართლა, უკვე სურვილიც გაუჩნდათ მეტად მასშტაბური ხასიათი მიეღო დროშის სიმბოლიზმის გავრცელებას. პროცესში დროშის ფერებიდან ვარდისფერი და ფირუზისფერი ამოიღეს და ინდიგო ჩვეულებრივი ლურჯით ჩაანაცვლეს, საბოლოოდ კი ექვს ფერზე შეჯერდნენ და დატოვეს კიდეც. ( წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი და იისფერი). დღესდღეისობით ეს ყველაზე გავრცელებული ვარიანტია, წითელი ფერით ზემოთ, როგორც ბუნებრივ ცისარტყელას აქვს. ფერების მკვეთრი განსხვავებულობა ლგბტ თემის ნიშად იქცა, რადგანაც ისინიც ზუსტად ასევე განსხვავებულები, მაგრამ ერთიანები არიან.
ხოლო რაც შეეხება ლგბტ პრაიდის საერთაშორისო დროშად აღიარება მხოლოდ 1994 წელს მოხდა. ბეიკერმა ამ დღესთან დაკავშირებით ერთი მილის სიგრძის დროშა გააკეთა. დღეს უკვე ექვსფერიანი დროშა ლგბტ ადამიანების სიმბოლოდ საერთაშორისო დონეზე ითვლება.