აფხაზეთი მოსახლეობისთვის ენგურის ხიდზე გადასვლა შეზღუდულია 2019, 29 ივნისი, 1:01 გავრცელდა ინფორმაცია, რომ ენგურის ხიდზე გადასვლა შეეზღუდათ მოსახლეობას, როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა გვაცნობა, დილით როდესაც სამსახურში მიდიოდა ზუგდიდიდან გალში, ენგურის ხიდზე მყოფმა რუსმა მესაზღვრეებმა არ მისცეს უფლება გადაეკვეთა საზღვარი, ამ ფაქტს ადგილობრივები თბილისში განვითარებული მოვლენებით ხსნიან. ჩვენი ინფორმაციით საზღვარზე გადასვლა მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელია "ენგურჰესში" დასაქმებული პირებისათვის. აღნიშნა ინტერმედიასთან საუბრისას აფხაზეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ. 12 შეფასება არ არის
|