სასმელები 10 საუკეთესო მინერალური წყალი მსოფლიოში 2019, 28 ივნისი, 14:46 მსოფლიოში უამრავი მინერალური წყალი ისხმევა, თუმცა უმეტესობისგან განსხვავებით არის მინერალური წყლები, რომლებსაც რიგი უპირატესობები გააჩნიათ-მდიდარია სასარგებლო მინერალებით, ეს წყლები მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება:დაწყებული ძვალ-სახსრებით და კუჭ-ნაწლავის პრობლემებით დამთავრებული, გთავაზობთ ტოპ-10 მინერალური წყლის რეიტინგს გამოცემა Top-10-list.org-ის მიხედვით. 10-Ein Gedi Mineral Water-ძალიან პოპულარული წყალი ისრაელიდან, Ein Gedi-ის ნაკრძალიდან, ვინც ამ წყაროს მახლობლად ცხოვრობს დღეგრძელობით გამოირჩევიან. 9-Kona Deep Sea Mineral Water -პოპულარული მინერალური წყალი ჩრდილოეთ ამერიკაში, კომპანია წყალს ოკეანის ფსკერიდან მოიპოვებს და ამუშავებს ოსმოსის ტექნოლოგიით, ბრენდი ამტკიცებს, რომ მომხმარებელს ზესუფთა წყალს აწვდის. 8-Montclair Water-100%-ით ნატურალური მინერალური წყალი კანადიდან, ისხმევა 1900 წლიდან ბრიტანეთის კოლუმბიაში და ონტარიოში. 7-Aqua Pacific- მინერალური წყალი ფიჯის კუნძულების ტროპიკული ტყიდან, ვულკანური მინერალები და მიწისქვეშა შრეები ბუნებრივად ფილტრავს წვიმის წყალს, რომელიც მინერალებით გამდიდრებულია, მსუბუქი და ძალზე გემრიელია, პროდუქტი თითქმის მთელს მსოფლიოში იყიდება. 6-Volvic -ვულკანური წარმოშობის მინერალური წყალი სამხრეთ საფრანგეთის მთებიდან, იყიდება მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში, იფილტრება 6 სხვადასხვა ფოროვანი ქანებით. 5)-Naya’s Spring-კანადური მინერალური წყალი, უნიკალური იმით, რომ აქვს pH-ის ნეიტრალური დონე და მინერალების სრულყოფილი ბალანსი ნატრიუმის გარეშე. 4-San Pellegrino-ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უძველესი მინერალური წყალი მსოფლიოში, იტალიის სან-პელეგრინოდან განსაკუთრებით პოპულარული აშშ-ში და დასავლეთ ევროპაში., 1988 წელს კომპანია შეიძინა Nestle-მ.წყალი მდიდარია კალციუმით და მაგნიუმით, რომელიც პირველ რიგში ძვლების გამაგრებას უწყობს ხელს. 3-BORJOMI-ვულკანური წარმოშობის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური წყალი საქართველოდან, რომელიც მაღალი მინერალიზაციით გამოირჩევა(5, 0 -დან 7, 5 მგ-მდე), განსაკუთრებით პოპულარულია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში(რუსეთი, უკრაინა, ესტონეთი), მთლიანად იყიდება 40-მდე ქვეყანაში. 2-Perrier -ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, პრესტიჟული და ძვირადღირებული წყალი საფრანგეთის პროვინცია ვერჟეზედან, რომლის სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ რომის იმპერიიდან იყო ცნობილი. Perrier 1992 წელს კონცერნმა Nestle-მ შეიძინა. 1-Evian-პოპულარული მინერალური წყალი საფრანგეთის სპა-კურორტებიდან, იყიდება ევროპაში, აშშ-ში და კანადაში, წყალი მიეკუთვნება პრემიუმ-სეგმენტს და არც თუ იაფი ღირს. 1140 3-ს მოსწონს
|