x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მანიპულატორის ლექსიკონი: თუკი მამაკაცი ამ სიტყვებს გეუბნებათ, გაიქეცით მისგან რაც შეიძლება შორს!

image


ნებისმიერ ურთიერთობაში (იქნება ეს მეგობრული, რომანტიკული თუ დედაშვილურ/მამაშვილური) აუცილებელია რომ წინასწარ იცოდეთ არის თუ არა თქვენ წინაშე მანიპულატორი. ხანდახან ამის გარკვევა დამეთანხმეთ, რომ არცთუ ისე იოლია, ხშირად სიყვარულით იმდენად ვართ დაბრმავებული, რომ ურთიერთობის ზედაპირზე არსებულ, ერთი შეხედვით "უმნიშვნელო" დეტალებსაც კი, სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ, რის გამოც, მოგვიანებით ძალიან ვნანობთ. ფსიქოლოგებმა ბევრი ფიქრისა და განხილვის შედეგად, თავი ერთად იმ ფრაზებს მოუყარეს, რომელსაც თითქმის ყველა მანუპულატორი საკუთარი მსხვერპლის მიმართ "წარმატებით" იყენებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას თქვენზე კონტროლის დამყარება სურს. ამიტომ, იყავით ფრთხილად და ნუ მისცემთ ნურავის თქვენით მანიპულირების საშუალებას.


როცა ისეთი სიტყვებით გაკრიტიკებენ, როგორიცაა:


"არ გეწყინოს, მაგრამ...", "კრიტიკის მიღება შეგეძლოს", "შენ ყოველთვის ბრაზდები", "კარგი, რა.. ეს ხომ ხუმრობაა"..


image



როცა თქვენ "გაუფასურებას" ცდილობენ


"ნეტა შენი პრობლემები მომცა", ".... მაგრამ ჭკვიანია", "მე შენ არ გესაუბრები"..


image



ეიჯიზმით როცა მანიპულირებენ (ასაკობრივი დისკრიმინაცია)



"უფროსებს ნუ ეკამათები", "რა პატარა ბავშვივით იქცევი", "მეტი სერიოზულობით", "სხვები შენს ასაკში უკვე ...", "ეს ნებისმიერ სულელსაც შეუძლია"..


image


სირცხვილის გრძნობით


"ცინგლების" გარეშე", "შეხედე შენს თავს", "შენ ისეთი ეგოისტი ხარ"..


image


დანაშაულის გრძნობით


"მე შენში იმდენი ჩავდე", "საუკეთესო წლები შემოგწირე", "უმადურო"..



image


დაშინებით


"წახვალ ქუჩებს დაასუფთავებ", "პანელზე" დაასრულებ", "დაამთავრე იურიდიული და მერე რაც გინდა აკეთე"..


image


პასიური აგრესიით


"აბა, გამოიცანი რაზე გავბრაზდი", "უნდა მიხვედრილიყავი", "მე ვიცი რაც იგულისხმე", "მე შენ ამას გეუბნებოდი"..



image



არსებულის მიუღებლობით


"მინდა რომ შენ იყო ...", "ისეთ ადამიანებს, როგორც შენ ხარ, ჭირდება...", "ამაზე მაღლა დადექი", "შენთან საუბარი უბრალოდ შეუძლებელია"...


image


გაზლაითინგით (ეს არის მორალური ძალადობის ერთ-ერთი ხერხი, როცა ადამიანი მიზანმიმართულად გადაჰყავთ ჭკუიდან)


"მე ეს არასდროს მითქვამს", "შენ ამას იგონებ", "შენ უბრალოდ მოგეჩვენა", "დაგავიწყდა, მე კი მახსოვს", "შენ ყოველთვის ცრუობ"..


image



0
4973
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
4973