x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
წარსულზე არასდროს ინანოთ - 12 მარტივი წესი, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის

image


ყველაფერი, რაც უნდა მოხდეს, მაშინ მოხდება, როცა ამისთვის თქვენ მზად იქნებით. ნუ დააჩქარებთ დროსა და მოვლენებს. ძენ - ბუდიზმი საინტერესო მრავალი მიზეზის გამოა. რელიგიური შეხედულებების მიუხედავად, მასში ბევრი სასარგებლო ინფორმაციის აღმოჩენაა შესაძლებელი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს მხოლოდ ზრდასა და განვითარებაში დაგვეხმარება. მოდით, თვალი გადავავლოთ ძენის 12 ძირითად, ცხოვრებისეულ პრინციპს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას საგრძნობლად გააუმჯობესებს.


image


1. ნუ დააჩქარებთ მოვლენებს.


იმისთვის რომ ჩვენს ცხოვრებაში რაიმე კარგი მოხდეს, ამისთვის გარკვეული დროა საჭირო. თუ აჩქარდებით, შეცდომას აუცილებლად დაუშვებთ, ამიტომ სჯობს სიმშვიდე შეინარჩუნოთ და მიზნის მისაღწევად თქვენი მაქსიმუმი ყოველდღიურად აკეთოთ.


2. ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს.


ცხოვრებას საშუალება უნდა მივცეთ თავისი დინებით იდინოს. ყველაფერი, რაც უნდა მოხდეს, მოხდება მაშინ, როცა ამისთვის ჩვენ მზად ვიქნებით. ნუ დააჩქარებთ დროსა და მოვლენებს.


3. იცხოვრეთ დღევანდელი დღით.


არავინ იცის, ხვალინდელი დღე დადგება თუ არა. სწორედ ამიტომ, საჭიროა დღევანდელი დღით ცხოვრება. დროის ყოველი წამით ისე დატკბობა, თითქოს ის სიცოცხლის უკანასკნელი წამი ყოფილიყოს. თუკი დარწმუნებული ხართ, რომ მოგვიანებით აუცილებლად ინანებთ იმის შესახებ, რაც გარკვეული მიზეზების გამო არ გააკეთეთ, დროს ნუღარ დაკარგავთ და "ის" აუცილებლად გააკეთეთ.


4. თუკი არ გვაქვს მოკრძალება, არ გვქონია არაფერი.


საჭიროა ვიყოთ მოკრძალებულები, არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენმა სიამაყემ და ეგომ გვაჯობოს და სიკეთის ჩადენის უნარი დაგვაკარგვინოს. როცა რაღაცას გაძლევენ, სანაცვლოდ უნდა გაიღოთ თქვენც.


5. ნუ ჩაიდენთ კარგ საქმეებს, მხოლოდ გასამრჯელოს მიღების სანაცვლოდ.


ყოველთვის საჭიროა გარშემომყოფების დახმარება და ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში მათ გვერდზე ყოფნა. ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი გააკეთოთ. ეს დადებითად აისახება როგორც თქვენს განწყობაზე, ასევე ზოგადად, საერთო კეთილდღეობაზეც. თუკი თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს არ დაეხმარებით, იქნებით ყველაზე მარტოსული არსება მთელს სამყაროში.


6. იმისთვის რომ სიმშვიდე მოიპოვოთ, ძალიან ბევრს ნუ იფიქრებთ.


ჩვენს გონებას ბევრი რამ შეუძლია, მათ შორის უსაფუძვლო შიშებისა და შფოთვის გამოწვევა. სწორედ ამიტომ, არ ღირს მას მოქმედების მთელი თავისუფლება მივანიჭოთ. გახსოვდეთ, რომ გადამეტებული ფიქრისგან გათავისუფლება სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარებათ.


7. იზრუნეთ ხარისხიან ძილზე.


თუკი თქვენს სხეულზე სათანადოდ არ იზრუნებთ, ეს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით. ამიტომ, ეცადეთ რომ ყოველთვის კარგად გამოიძინოთ.


8. სანამ იმოქმედებთ, კარგად დაფიქრდით.


არ ღირს არანაირი ქმედების წამოწყება მანამ, სანამ ყველა სავარაუდო შედეგს წინასწარ არ გათვლით. კარგად გაანალიზეთ, თქვენმა ქმედებამ თუ რა შედეგამდე შეიძლება რომ მიგიყვანოთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ.


9. ყველაფერს გააზრებულად მიუდექით, რაც კი ამ სამყაროში მოგაქვთ.


ყველაფერს, რასაც ამბობთ, თავისი მნიშვნელობა აქვს. თქვენ ვერ შეძლებთ თქვენი სიტყვების უკან წაღებას, რომელიც უკვე თქვით, ასე რომ, მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენ მიერ წარმოთქმულ, ერთი შეხედვით "უწყინარ" სიტყვასაც კი, რადგან მას, იმაზე მეტად შეუძლია ადამიანისთვის ზიანის მიყენება, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.


10. ყოველდღიურად დაკავდით მედიტაციით.


მედიტაცია პირველ რიგში თქვენს სულს სჭირდება. შეეცადეთ, მას დროის გარკვეული პერიოდი ყოველდღიურად დაუთმოთ. ის, თქვენ სიმშვიდისა და საღი აზრის დიდი ხნით შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.


11. წარსულზე არასდროს ინანოთ.


ჩვენი წარსული ჩვენ არ განგვსაზღვრავს. ის უბრალოდ საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, თუ რამდენად ძლიერები გავხდით. ნუ ინანებთ იმას, რისი შეცვლაც თქვენს ძალებს აღემატება. გააგრძელეთ წინსვლა და ეცადეთ, რომ კიდევ უფრო უკეთესები გახდეთ.


12. ყოველთვის, ყველას თანაუგრძნეთ.


ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს, რომ მას გაგებით მოეპყრან. ნუ იქნებით ქედმაღალნი სხვებთან ურთიერთობაში, ვინაიდან მოცემულ მომენტში თქვენ არ იცით თუ რა გზის გავლა უხდებათ მათ. გახსოვდეთ, რომ ცხოვრებას ფეხის დადება ყველაზე მოულოდნელ სიტუაციაში შეუძლია.



0
2252
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2252