ფსიქოლოგია მანიპულატორის ლექსიკონი: თუკი მამაკაცი ამ სიტყვებს გეუბნებათ, გაიქეცით მისგან რაც შეიძლება შორს! 2019, 28 ივნისი, 13:28 ნებისმიერ ურთიერთობაში (იქნება ეს მეგობრული, რომანტიკული თუ დედაშვილურ/მამაშვილური) აუცილებელია რომ წინასწარ იცოდეთ არის თუ არა თქვენ წინაშე მანიპულატორი. ხანდახან ამის გარკვევა დამეთანხმეთ, რომ არცთუ ისე იოლია, ხშირად სიყვარულით იმდენად ვართ დაბრმავებული, რომ ურთიერთობის ზედაპირზე არსებულ, ერთი შეხედვით "უმნიშვნელო" დეტალებსაც კი, სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ, რის გამოც, მოგვიანებით ძალიან ვნანობთ. ფსიქოლოგებმა ბევრი ფიქრისა და განხილვის შედეგად, თავი ერთად იმ ფრაზებს მოუყარეს, რომელსაც თითქმის ყველა მანუპულატორი საკუთარი მსხვერპლის მიმართ "წარმატებით" იყენებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას თქვენზე კონტროლის დამყარება სურს. ამიტომ, იყავით ფრთხილად და ნუ მისცემთ ნურავის თქვენით მანიპულირების საშუალებას.როცა ისეთი სიტყვებით გაკრიტიკებენ, როგორიცაა:"არ გეწყინოს, მაგრამ...", "კრიტიკის მიღება შეგეძლოს", "შენ ყოველთვის ბრაზდები", "კარგი, რა.. ეს ხომ ხუმრობაა"..როცა თქვენ "გაუფასურებას" ცდილობენ"ნეტა შენი პრობლემები მომცა", ".... მაგრამ ჭკვიანია", "მე შენ არ გესაუბრები"..ეიჯიზმით როცა მანიპულირებენ (ასაკობრივი დისკრიმინაცია)"უფროსებს ნუ ეკამათები", "რა პატარა ბავშვივით იქცევი", "მეტი სერიოზულობით", "სხვები შენს ასაკში უკვე ...", "ეს ნებისმიერ სულელსაც შეუძლია"..სირცხვილის გრძნობით"ცინგლების" გარეშე", "შეხედე შენს თავს", "შენ ისეთი ეგოისტი ხარ"..დანაშაულის გრძნობით"მე შენში იმდენი ჩავდე", "საუკეთესო წლები შემოგწირე", "უმადურო"..დაშინებით"წახვალ ქუჩებს დაასუფთავებ", "პანელზე" დაასრულებ", "დაამთავრე იურიდიული და მერე რაც გინდა აკეთე"..პასიური აგრესიით"აბა, გამოიცანი რაზე გავბრაზდი", "უნდა მიხვედრილიყავი", "მე ვიცი რაც იგულისხმე", "მე შენ ამას გეუბნებოდი"..არსებულის მიუღებლობით"მინდა რომ შენ იყო ...", "ისეთ ადამიანებს, როგორც შენ ხარ, ჭირდება...", "ამაზე მაღლა დადექი", "შენთან საუბარი უბრალოდ შეუძლებელია"...გაზლაითინგით (ეს არის მორალური ძალადობის ერთ-ერთი ხერხი, როცა ადამიანი მიზანმიმართულად გადაჰყავთ ჭკუიდან)"მე ეს არასდროს მითქვამს", "შენ ამას იგონებ", "შენ უბრალოდ მოგეჩვენა", "დაგავიწყდა, მე კი მახსოვს", "შენ ყოველთვის ცრუობ"..4972 1-ს მოსწონს |