შოუბიზნესი 7 ვარსკვლავი, რომელმაც წარუმატებელი რომანის შემდეგ ორიენტაცია შეიცვალა 2019, 27 ივნისი, 20:55 ყოველი, წარუმატებელი ურთიერთობის გადატანა და მასთან გამკლავება ყველა ადამიანისთვის თავისებურ სირთულეს წარმოადგენს. ზოგიერთი თავსდამტყდარ განსაცდელს ნაკლებად განიცდის, ხოლო ზოგისთვის კი ურთიერთობის დასრულებით მიღებული სტრესი ხანდახან იმდენად ძლიერია, რომ საპირისპირო სქესისადმი მოზღვავებული სიბრაზე და გაღიზიანება საბოლოოდ, ზოგიერთი ადამიანისთვის არც მეტი, არც ნაკლები ორიენტაციის შეცვლით სრულდება. გთავაზობთ იმ 7 ცნობილ ადამიანს, რომლისთვისაც უიღბლო სასიყვარულო ურთიერთობა საბედისწერო აღმოჩნდა და დღესდღეობით, საზოგადოება მათ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა სახელით იცნობს.რიკი მარტინირიკი მარტინი და ჯვან იოსეფიპუერტორიკოელი მომღერალი რიკი მარტინი ერთ - ერთი ცნობილი გეია. 14 წლის განმავლობაში მას რთული ურთიერთობები მექსიკელ ტელეწამყვანთან რებეკა დე ალბასთან ჰქონდა, რომელთანაც მომღერალი დაოჯახებასაც კი ფიქრობდა, თუმცა საქმე ქორწინებამდე ვერ მივიდა. 2010 წელს შოუ - ბიზნესის ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში, საკუთარი ჰომოსექსუალობის შესახებ განაცხადა. რიკი მარტინი 2016 წლიდან შვედ მხატვარს ჯვან იოსეფს ხვდებოდა, რომელზეც საბოლოოდ 2018 წელს დაქორწინდა.კრისტენ სტიუარტიკრისტენ სტიუარტი და სტელა მაქსველი2008 წლის დასაწყისში ჰოლივუდის მსახიობმა კრისტენ სტიუარტმა ურთიერთობა საკუთარ პარტიორთან ფილმიდან "ბინდი" რობერტ პატინსონთან დაიწყო, რომელსაც 4 წლის განმავლობაში ხვდებოდა. მსახიობი მასთან დაშორებას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მწვავედ განიცდიდა, მოგვიანებით კი მან აღიარა რომ ბისექსუალი იყო. ამის შემდეგ, კრისტენ სტიუარტი ცოტა ხნის განმავლობაში სპეც - ეფექტების დიზაინერს ალიშა ქარგაილს, შემდეგ კი ფრანგ მომღერალს სოკოს ხვდებოდა, 2016 წლიდან მოყოლებული დღემდე ის "Victoria’s Secret"-ის ცნობილ "ანგელოზს", წარმოშობით ირლანდიელ მოდელს - სტელა მაკსველს ხვდება.ელტონ ჯონიელტონ ჯონი და დევიდ ფერნიშიცნობილი, ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი ცნობილი გეია. თავისი ბისექსუალობის შესახებ მან ჯერ კიდევ, 1976 წელს განაცხადა, ხოლო 8 წლის შემდეგ, ის ხმის ოპერატორ ქალბატონზე რენატე ბლაუელზე დაქორწინდა. მომღერალს მთელი ქორწინების განმავლობაში გამუდმებით დეპრესია და ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებდა, რის გამოც ის ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს მიეძალა. რენატესთან წარუმატებელი ქორწინების შემდეგ, ის დევიდ ფერნიშს ხვდებოდა, რომელიც მას ამ საშინელი "დამოკიდებულებისგან" გათავისუფლებაში დაეხმარა. 2014 წელს წყვილი დაქორწინდა. დღესდღეობით, ისინი ორ ვაჟს ზრდიან, რომელიც მათ სუროგატმა დედამ გაუჩინა.კარა დელევინიკარა დელევინი და ეშლი ბენსონიიმ ვარსკვლავების სიაში, რომლებმაც წარუმატებელი ურთიერთობის შემდეგ ორიენტაცია შეიცვალეს, ასევე ბრიტანელი მოდელი და მსახიობი კარა დელევინიც მოხვდა, თავისი კარიერის გარიჟრაჟზე ის ჯერ მხატვარ ტაირონ ვუდს, შემდეგ კი ჯგუფ - "One Direction"- ის სოლისტს ჰარი სტაილზის ხვდებოდა.. დღესდღეობით, დელევინი მსახიობს ეშლი ბენსონს ხვდება.სინტია ნიქსონისინტია ნიქსონი და კრისტინ მარინონიამერიკელი მსახიობი სინტია ნიქსონი ქორწინებაში, 15 წელზე მეტი ინგლისელ პროფესორ დენი მოსესთან იმყოფებოდა, რომლისგანაც მსახიობს ორი შვილი ჰყავს. 2004 წელს, განწორინებიდან სულ რამდენიმე თვეში, ცნობილმა "მირანდა ჰობსიმ" ყველასთვის საყვარელი სერიალიდან "სექსი დიდ ქალაქში" ფემინისტ კრისტინ მარინონთან ურთიერთობის შესახებ ღიად განაცხადა, მათი ქორწინება 2014 წელს შედგა, მსახიობს ამ ქორწინებაში ვაჟი შეეძინა.ელენ პეიჯიელენ პეიჯი და ემა პორტნერიმამაკაცების მხრიდან ყურადღება კანადელ მსახიობს ელენ პეიჯს არასდროს აკლდა, ერთი პერიოდი მის თაყვანისმცემლებს შორის ბენ ფოსტერი და ალექსანდრ სკარსგარდიც იყვნენ. თუმცა, 2014 წელს მსახიობმა აღიარა რომ ის ლესბოსელი იყო, 2018 წლიდან ელენ პეიჯი მოცეკვავე ემა პორტნერთან ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება.ელიზაბეტ გილბერტიელიზაბეტ გილბერტი და რაია ელიასიამერიკელი მწერალი და ცნობილი რომანის "ჭამე, ილოცე, შეიყვარე" - ავტორი ელიზაბეტ გილბერტი დაქორწინებული სულ ორჯერ იყო, თუმცა ნამდვილი ბედნიერება მან მხოლოდ თავის უახლოეს მეგობართან რაია ელიასთან იპოვა. მწერალმა საკუთარი გრძნობების შესახებ საზოგადოებას, მას შემდეგ უამბო, რაც საკუთარი პარტნიორის ავადმყოფობის შესახებ გაიგო.980 1-ს მოსწონს |