x
image
კატაპულტი
რა ელოდება ქართულ ლარს?!
ქართული ლარი კვლავ განაგრძობს არასტაბილურობას.ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ შეიცვლება ლარის კურსი დოლართან მიმართებაში.

image

დღეს დოლარის ღირებულებამ კვლავ მოიმატა და ის 2, 8333 ლარი ღირს, ეროვნული ბანკის მონაცემებით.ეს ნიშნული მაქსიმუმია ლარის არსებობის ისტორიის განმავლობაში.

განაგრძობს თუ არა ეროვნული ვალუტა გაუფასურებას?

იმისათვის, რომ მეტ-ნაკლებად ზუსტი პროგნოზი გავაკეთოთ ვალუტის კურსის შესახებ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, დავადგინოთ რამ გამოიწვია ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურება. მაისის ბოლოს, როდესაც 1$ 2, 8023 ლარი ღირდა, ეროვნულმა ვალუტამ ივნისის შუა რიცხვებამდე გამყარება დაიწყო, ხოლო 15 ივნისიდან ნელი ტემპით დაიწყო კვლავ გაუფასურება.დღეს კი ერთგვარი ნახტომი გააკეთა და აშშ დოლარის ფასი ერთიანად 0, 0388 ლარით გაიზარდა.ამის მიზეზად, პირველ რიგში, უნდა მივიჩნიოთ ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკური პროცესები, რომელიც 20 ივნისს დაიწყო.ასევე ტურისტების რაოდენობის შემცირება პირველი მიზეზიდან გამომდინარე.


რა იქნება მომავალში?

როგორც მოგეხსენებათ პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში კვლავ მძიმეა, ისევ იმართება საპროტესტო აქცია და ამას დაემატა პარლამენტის გადაწყვეტილება, უფლებამოსილება შეუწყვიტონ პარლამენტის წევრ, ნიკა მელიას, რამაც, შესაძლოა, დამატებით საპროტესტო ტალღა გამოიწვიოს.შესაბამისად, ლარის გაუფასურება, სავარაუდოდ, კვლავაც გაგრძელდება იქამდე, ვიდრე პოლიტიკური პროცესები არ ჩაცხრება და ამასთან ტურიზმისაგან მიღებული შემოსავალიც წლის მაქსიმუმს მიაღწევს.


ასევე იხილეთ:

წარმატებული ადამიანების გამონათქვამები წარმატებაზე

ცნობილი ადამიანების საუკეთესო ფრაზები ფულის შესახებ

გამდიდრების მარტივი შესაძლებლობა

0
137
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0