მოვლენები "მე ფული პლასტიკური ოპერაციისთვის არასდროს მქონია “ - გოგონა, რომელიც ბუნებრივი ფორმების წყალობით მოდელი გახდა 2019, 25 ივნისი, 15:25 გაიცანით, ეს მოდელი და მსახიობი პამელა ოდამე ვატრაა, თუმცა მისი ყველაზე მთავარი ღირსება მის ბუნებრივ ფორმებშია. გოგონას წვრილი წელი, "ქვიშის საათის" ფორმის სხეული და რაც მთავარია, საკმაოდ დიდი მკერდი აქვს.16 წლის ასაკში, პამელას მზარდმა, უჩვეულო ფორმებმა მშობლები საგონებელში ჩააგდო, ვინაიდან ფიზიკური მონაცემებით ის თავის თანატოლებისგან მკვეთრად განსხვავდებოდა, მთელმა რიგმა ჰორმონალურმა ანალიზებმა და კვლევებმა ცხადყო, რომ გოგონას ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, თუმცა ექიმებმა პაციენტს ნაადრევი სქესობრივი მომწიფება დაუდგინეს.
პამელა ოდამე ვატრა თავიდან საკუთარი ფიზიკური მონაცემების გამო ძალიან ღელავდა და ხშირად უხერხულობასაც კი გრძნობდა, თუმცა, მალევე მიხვდა რომ მისი ღირსება სწორედ უჩვეულო ფორმებში იყო, ამიტომ გადაწყვიტა თავი სამოდელო ბიზნესისთვის მიეძღვნა.
როგორც ცნობილია, თვითრეკლამისა და საკუთარი ბიზნესის დაწყების ყველაზე სწორი და ეფექტური გზა სოციალური ქსელია, ეს თავად პამელა ოდამე ვატრამაც მშვენივრად იცის, ამიტომაც მოდელი დღესდღეობით, სწორედ ამ "მსოფლიო აბლაბუდის" წყალობით არაერთ ცნობილ სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობს და სარფიანი შეთავაზებების სიმცირესაც არ უჩივის.გარდა იმისა რომ დამწყებ მოდელს, სხვადასხვა სარეკლამო რგოლებსა და მუსიკალურ კლიპებში იღებენ, მან ასევე, ბედი დიდ კინოშიც სცადა და არცთუ წარუმატებლად, მიუხედავად ამ დიდი კარიერული წარმატებისა, მოდელისა და მსახიობის გარშემო ჭორები მის "ბუნებრივ ღირსებებთან" დაკავშირებით არ ცხრება, ერთ - ერთ ინტერვიუში ბრალდებებით შეწუხებულმა გოგონამ გულწრფელად ისიც კი აღიარა, რომ პლასტიკური ოპერაციის გასაკეთებელი თანხა მას და მის ხელმოკლე ოჯახს არასდროს ჰქონია.
1027 1-ს მოსწონს |