x
image
მაია 24
7 რამ, რაც მამაკაცს უყვარდება ქალში
image


"მამაკაცს სჭირდება ხიფათი და თამაში, ქალი კი სჭირდება როგორც სახიფათო სათამაშო" (ნიცშე)


როცა ადამიანი შეგიყვარდებათ ან უბრალოდ მოგწონთ, ბუნებრივია, მისი მოხიბვლა გსურთ. ცდილობთ როგორმე მისი ყურადღება მიიპყროთ. და აი მთავარი კითხვა, მაინც როგორი ქალები იზიდავთ კაცებს ყველაზე მეტად?

მათ ძალიან ხიბლავთ გამოუცნობი, საინტერესო, არაპროგნოზირებადი ქალები. თუნდაც თქვენი ურთიერთობა უკვე წლებს ითვლიდეს, არ უნდა დაკარგოთ ენთუზიაზმი და კვლავ ეცადოთ მასზე შთაბჭდილების მოხდენა. სხვაგვარად ურთიერთობა გახდება ჩვეულებრივი და მოსაწყენი, გაუფერულდება ის შეგრძნებები და ვნებები, რომელებიც ადრე ამ კავშირს ალამაზებდა. თქვენ კი უბრალოდ მოგიწევთ გაახმოვანოთ ის ცნობილი აზრი, რომ არაფერია მუდმივი და სიყვარული ვალდებულებაში გადადის. მოხიბლეთ და დაანტრიგეთ ისევ და ისევ, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ იგი არასოდეს მიგატოვებთ.

ზოგჯერ არც ისე მარტივია მამაკაცის ცნობისმიყვარეობის მრავალჯერადად გაღვიძება, მაგრამ თუ თქვენ გაითვალისწინებთ ქვემოჩამოთვლილ რჩევებს და გამოიყენებთ მათ, თქვენს ურთიერთობას დრო და ყოველდღიურობა ვერაფერს დააკლებს.

image




1) თვალებით კონტაქტი


მზერა ყოველთვის გაცილებით სრულყოფილად გამოხატავს ჩვენს გრძნობებსა და ემოციებს, ვიდრე საათობით საუბარი. ამიტომ, როცა ვინმე მოგწონთ, პირველ რიგში, ეს აგრძნობინეთ მზერით.

XX საუკუნის 80-იან წლებში ფსიქოლოგები შეისწავლიდნენ რა თვალებით კონტაქტის ძალას, ჩაატარეს ერთი ექსპერიმენტი - ქალს და მამაკაცს რამდენიმე ხნის განმავლობაში ერთმანეთისათვის თვალები უნდა გაესწორებითან. 1-2 წუთი საკმარისი აღმოჩნდა პირველი შეგრძნებების გასაჩენად. საქმე ისაა, რომ როცა ვინმე დაჟინებით გიყურებთ, ორგანიზმი გამოიმუშავებს სპეციალურ ჰორმონებს. სწორედ ამიტომ თვალებში ცქერა ყველაზე ეფექტური საშუალებაა არა მხოლოდ საკუთარი გრძნობების გამოსახატად, - ასე შესძლებთ სასურველ ადამიანს გაუღვიძოთ ინტერესი თქვენს მიმართ. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი ფაქტორი. მართალია, ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ მამაკაცების უმეტესობას ეუხერხულება პირველი ნაბიჯის გადმოდგმა, თქვენ კი მზერით შეგიძლიათ წაახალისოთ ის.

როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეს ბუნებრივად? მაგალითად, როცა ვინმეს ესაუბრებით, თითქოს შემთხვევით რამდენჯერმე "გაუყარეთ თვალი თვალში". ამას მართლაც შესამჩნევი ეფექტი ექნება.

image


2) ყოველთვის მოუსმინეთ ყურადღებით


იყო კარგი მსმენელი ნამდვილი ხელოვნებაა. ეს უნარი თქვენ მოგცემთ საშუალებას მიიზიდოთ და მოხიბლოთ სასურველი ადამიანი. სულაც არ არის აუცილებელი, რომ მის მიერ გამოთქმული ნებისმიერი აზრით მოხიბლული დარჩეთ, აქ მთავარია დაინახოს თქვენი ყურადღება და ინტერესი დეტალების მიმართაც კი. თუ რამდენიმე თვის შემდეგ ამ დეტალებს გაახსენებთ, თქვენ მის გულს საბოლოოდ მოიგებთ. ყურადღებისა და ინტერესის ხაზგასასმელად შეგიძლიათ დაუსვათ კითხვებიც პრობლემის გარშემო, მაგრამ თუ იგი თავს არიდებს პასუხების გაცემას, ძალიანაც ნუ ჩააჟინდებით.

მოსმენის ხელოვნებას ძალიან ცოტა ადამიანი ფლობს, მაგრამ თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ მისი განვითარება, თუ ჯანსაღი ურთიერთობა გსურთ. გამოიყენეთ თქვენი სხეული იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად ყურადღებით უსმენთ - ოდნავ დააქნიეთ თავი, როცა ეთანხმებით, ასევე ჟესტით მიანიშნეთ, რომ თანაუგრძნობთ. მოკლედ, აქტიურად გამოიყენეთ სხეულის ენა.

დისტანციაც გადამწყვეტია - ზედმეტი სიახლოვე საუბრის დროს ცოტა აგრესიულად აღიქმება, დიდი დისტანცია ინდიფერენტულობას უსვამს ხაზს, ამიტომ აირჩიეთ ზომიერი პოზიცია. როდესაც უსმენთ გადაიხარეთ ოდნავ წინ და, რაც მთავარია, დაიმახსოვრეთ საუბარი დეტალურად.

image



3) იყავით საქმიანი და ცოტათი მიუწვდომელი


მის პირველივე დაძახებაზე სიხარულით ნუ გაიქცევით, აგრძნობინეთ, რომ მის გარდა სხვა გეგმებიც გაქვთ. არც ის იქნება კარგი, თუ ყოველ ჯერზე დააიგნორებთ მის ზარებსა თუ ტექსტურ შეტყობინებებს. თუ ამას ასე გაიგებთ, იგი ნელ-ნელა დაკარგავს ინტერესს თქვენს მიმართ და იპოვის ვინმე სხვას, ვისთანაც ასე არ გაუჭირდება კომუნიკაციის დამყარება. ეს ტაქტიკა შეიძლება გამოიყენოთ დროდადრო, ისიც სასურველი ადამიანის ინტერესების სტიმულირებისთვის. ზოგჯერ შეიძლება დაუგვიანოთ პასუხის გაცემა მესიჯზე, ან მაშინვე არ უპასუხოთ სატელეფონო ზარს.

მცირე დოზებით ამის კეთება თქვენ შეგძენთ საქმიანი და დამოუკიდებელი ადამიანის იმიჯს მის თვალში, რაც მისი ფანტაზიის გაღვიძებას შეუწყობს ხელს. მასზე შთაბეჭდილებას მოსახდენად შეგიძლიათ გამოიყენოთ მოგზაურობის დროს შეგროვილი ნადავლი - თვითმფრინავის ბილეთები, სხვადასხვა სუვენირები, ახალი ფოტოები… მას შეექმნება აზრი, რომ თქვენ ხართ საინტერესო და აქტიური ადამიანი.

image

4) ნუ გაუზიარებთ ყველაფერს. უმჯობესია, ისაუბროთ ნაკლებად და დააკვირდეთ მეტად


ცნობილი ფაქტია, რომ ქალები ლაპარაკობენ განსაკუთრებით ბევრს და მეტწილად საკუთარ პირად ცხოვრებაზე. მაშინ, როცა კაცებს სულაც არ აღაფრთოვანებთ ქალების ეს თვისება. თუ იგი რაიმე კითხვას დაგისვამთ თქვენი ცხოვრების შესახებ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ გაუჩერებლად უნდა ილაპარაკოთ. უმჯობესია, თუ ბოლომდე არ გაიხსნებით, ნუ გამოფენთ თქვენი ცხოვრების ყველა დეტალს. ნაცვლად ამისა, ისაუბრეთ ორივე თქვენგანისთვის საინტერესო თემაზე, რაიმე ზოგად საკითხზე - ცხოვრებაზე, ჰობზე, პრობლემებზე, სპორტზე, პოლიტიკაზე. შეხედულებები სხვადასხვა თემაზე გაცილებით ღირებულ ინფრომაციას მოგაწვდით ერთმანეთის შესახებ, ვიდრე თქვენი ინდივიდუალიზმის სიტყვიერი აღწერა.

ასევე თქვენი მოსაზრებები ძირითად საკითხებზე უნდა კვეთდეს ერთმანეთს, რომ საერთოდ შედგეს ურთიერთობა. სხვა სიტყვებით, თქვენ უნდა გქონდეთ ბევრი საერთო. ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი გაიგოთ მისი ცხოვრების შესახებ. ამას აუცილებლად დაგიფასებთ - კაცებსაც აქვთ ცდუნება ისაუბრონ საკუთარ თავზე და გამოიყენეთ ეს სისუსტე. დააკვირდი მის ქცევას და ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას.

საკუთარ თავზე ბევრ ინფრომაციას ნუ გასცემთ. ეს მას დააინტრიგებს, თანაც თუ მოახერხებთ ბუნებრივად ისე გაწყვიტოთ წინადადება, რომ აზრი არ დაასრულოთ, ან იგი ორაზროვანი იყოს, ისე დაინტერესდება, რომ კითხვებს ვერ აუხვალთ. მაგრამ რაც მეტ ინფორმაციას დაიტოვებთ საიდუმლოდ, განსაკუთრებით თაყვანისმცემლებზე, მით უფრო მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდებით. თქვენი იდუმალება მის ცნობისმოყვარეობას აღძრავს.


image

5) აკონტროლეთ სხეულის ენა. თვენი ემოციები ნუ იქნება მარტივად შესამჩნევი


თუნდაც არაფერს ამბობდეთ, გამომეტყველების მიხედვით ბევრი რამე უსიტყვოდ ხდება ცხადი, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისწავლოთ საკუთარი სხეულისა და სახის კონტროლი. თქვენი მიმიკები უნდა დაექვემდებაროს გონებას და არა ემოციას, რაც თქვენი იდუმალების ხარისხს გაზრდის. ეს არ გულისხმობს აბსოლუტურ უემოციობას. შესაძლოა საყვარელი ადამიანი რაღაც სასაცილო ამბავს გიყვებათ, რაზეც ბუნებრივი რეაქცია გაცინებაა. თუ თქვენ ეს რეაქციაც არ გექნებათ ის იფიქრებს, რომ პრობლემა მასშია და თავად არის ძალიან მოსაწყენი ადამიანი. ამიტომ ბუნებრივობა და ზომიერება აქაც გადამწყვეტია.

საკუთარი სხეულის ენის მართვა რა უპირატესობაა თქვენთვის? ეს მოგცემთ შესაძლებლობას არ გასცეთ თქვენი ყველაზე ინტიმური ემოციები. წარმოიდგინეთ, ზიხართ და სადილობთ საყვარელ ადამიანთან ერთად, ამ დროს შემოდის ყოფილი შეყვარებული, რა იქნება თქვენი რეაქცია? სულაც არაა კარგი ნიშაბი თუ პატარა ბავშვივით გაწილდებით ან გაფითრდებით. ნაცვლად ამისა, თქვენ ოდნავ უნდა დაუქნიოთ მას თავი და ბუნებრივად განაგრძოთ საუბარი თქვენს პარტნიორთან. თუ ეს უკანასკნელი კითხვებს დაგისვამთ, უბრალოდ უპასუხეთ მას, რომ ძველი ნაცნობია. კარგად დაფიქრდით, ვიდრე რაიმე ზედმეტ ინფრომაციას გასცემდეთ.


image

6) ნუ გამოხატავთ შთაბეჭდილებებს გადაჭარბებული ფორმებით


თუ მუდმივად აღფრთოვანებული ხართ თქვენი ინტერესის ობიექტით და ამას ყველა ფეხის ნაბიჯზე აგრძნობინეთ, იგი დაკარგავს აზარტს და მოტივაციას თქვენს მოსანადირებლად. რადგან ისედაც მოხიბლული ხართ მისით, აღარც სჭირდება ზედმეტი ძალისხმევის დახარჯვა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერად ცდილობს, რომ გასიამოვნოთ, არ აჩვენოთ საკუთარი აღტაცება, უბრალოდ დაუფასეთ და იყავით მადლიერი. არც ისაა საჭირო გამუდმებით უმეოროთ, რომ თქვენზე შთაბეჭდილების მოხდენა ძალიან რთულია, რადგან ყოველთვის იყავით განებივრებული ყურადღებით. ამან ის შეიძლება დათრგუნოს და საერთოდ ჩაიქნიოს ხელი.

როცა ყვავილების ზღვას გჩუქნით სიხარულისგან გული ნუ წაგივათ, თბილად გაუღიმეთ და მადლობა გადაუხადეთ. არც მისი შეცვლა სცადოთ. თუ ძალიან მომთხოვნი ხართ მისი პიროვნული თვისებების, საჩუქრების და სიუპრიზების მიმართ, იგი გარკვეული დროის მერე თქვენგან წასვლას ეცდება. დააფასეთ ყველაფერი, მაგრამ არ გადააჭარბოთ ნორმას. ეს იქნება საუკეთესო მოტივატორი მისთვის - ეცდება თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს და კიდევ მეტად გაგანებივროთ.


image

7) მრავალფეროვანი ინტერესები


რამდენადაც ფართოა ადამიანის ინტერესების სფერო, იმდენად საინტერესო პიროვნებაა თავად. მხოლოდ კარგი გარეგნობა ვერავის აქცევს მომხიბვლელ არსებად, უფრო სწორად ამგვარი ეფექტი ერთჯერადია, ხიბლს აორმაგებს, როცა ადამიანს აქვს საყვარელი საქმე და მძლავრი ვნება და აზარტი მის მიმართ. თუ თქვენ არ გაქვთ თემა, რაზეც მთელი გატაცებით შეგიძლიათ ილაპარაკოთ, გამოდის, რომ თქვენ არ გაქვთ ჰობი. თქვენ კარგავთ საკუთარ ინდივიდუალ ქარიზმას… მოკლედ, არ ხართ საკმარისად საინტერესო და თქვენთან ურთიერთობა მამაკაცს ადრე თუ გვიან მობეზრდება.

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ მოფიქრებული, რა გააკეთოთ თავისუფალ დროს, გირჩევთ დაიწყოთ რამე სასარგებლო აქტივობა. მთავარი წესი აქ ისაა, რომ იყოთ გულწრფელი და ნამდვილი - არ უნდა ივარჯიშოთ იოგა, თუ ეს სულაც არ ჯდება თქვენ გემოვნებაში, არ სცადოთ თავისუფალი ხტომა, თუ არანორმალურად გეშინიათ. თქვენი ჰობი თქვენივე ინდივიდუალიზმთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს. გახსოვდეთ, უამრავი გზა არსებობს, რომლითაც თქვენ სიამოვნების მიღებას შესძლებთ და გაიმდიდრებთ ცხოვრებას ახალი თავგადასავლით - სპორტი, მოხალისეობა, რაიმე ხელობა.

ჰობის გაჩენასთან ერთად გაიცნობთ ადამიანებს და ბევრ მათგანს დაუმეგობრდებით კიდეც. გოგოს, რომელსაც აქვს უამრავი ჰობი და ინტერესი გაცილებით უნიკალური და საინტერესოა. ასე სასურველი ადამიანის გულს ეფექტურად მოინადირებთ, მას თქვენი უნიკალურობა და განსხვავებულობა აუცილებად დააინტრიგებს.

საკმაოდ დიდი გამოწვევაა დააინტერესო მამაკაცი, თანაც ისე, რომ მას არასოდეს გაუქრეს ეს ინტერესი. ყველაფერი, რაც ამისათვის დაგჭირდებათ, არის საკუთარი თავის პოვნა და ინდივიდუალიზმის განვითარება. ვიმედოვნებ ყველა ეს რჩევა გამოგადგებათ და მოახერხებთ ბედნიერი ურთიერთობის აშენებას თქვენ საყვარელ ადამიანთან ერთად.


ასევე დაგაინტერესებთ:


7 რამ, რაც ქალს გაცილებით მიმზიდველს ხდის, ვიდრე ნებისმიერი მაკიაჟი


ქალი, მამაკაცის ანარეკლია, თუკი სიგიჟემდე შეიყვარებ, გახდება კიდეც ამის ღირსი - ბრედ პიტი


ქალის 7 ნაკლი, რომელზეც მამაკაცები გიჟდებიან


15 ნაკლი, რომელიც იდეალურ ქალს უნდა ჰქონდეს


"მხოლოდ სუსტი მამაკაცის თვისებაა შეაყვაროს ქალს თავი და შემდეგ მიატოვოს იგი" - ისტორია სიყვარულზე, რომელიც დაგაფიქრებთ


5 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ნამდვილ მეორე ნახევარს შეხვდით


თუკი არ გტკივათ, თქვენი სიყვარული ნამდვილი არ არის


არ არის რთული იმის დანახვა, რომ კაცს უყვარს ქალი...


სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
24990
2-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
24990
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0