x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138413
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
საქართველო 300 მილიონ დოლარს დაკარგავს-რას წერს BBC საქართველო-რუსეთის გამწვავებულ სიტუაციაზე
image

ავიამიმოსვლები საქართველოს და რუსეთს შორის გაუქმდა შუა ტურისტული სეზონის დროს, რუსულმა ავიაკომპანიებმა 8 ივლისიდან გააუქმა რეისები საქართველოს მიმართულებით და მზადაა მგზავრებს ბილეთსი გადახდილი ფული უკან დაუბრუნოს, ამასობაში Georgian Airways-მა განაცხადა, რომ მზადაა ტურისტებს შესთავაზოს ტრანზიტული რეისი ერევნის გავლით.



საქართველო ძალზე პოპულარულია რუს ტურისტებს შორის, რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის განცხადებით, საქართველო ლიდერთა რიგებშია, წლის დასაწყისიდან საქართველოში 500 000 ტურისტი სტუმრობდა, ხოლო გასულ წელს 1, 7 მილიონმა რუსმა ტურისტმა მოინახულა საქართველო.


"საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინსტრაციის მონაცემებით, 2018 წელს რუსები მესამე ადგილზე იყვნენ ტურისტების მხრივ, 1, 7 მილიონი ტურისტი, მატებამ 22, 4% შეადგინა, ხოლო წელს, წლის დასაწყისიდან დაფიქსირებულია 539, 4 ათასი ტურისტი, რომელიც 14% -ით მეტია შარშანდელზე.(მთლიანად 36%-იანი მატება)"-განაცხადა რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირის პრეს-მდივანმა ირინა ტიურინამ.


ახლა საქართველოში მოხვედრა მინსკიდან, სტამბულიდან და ბაქოდან არის შესაძლებელი.მაგალითად თურქული ლოუკოსტერი Pegasus -ი მგზავრებს საქართველოში მოხვედრას სტამბულის გავლით 240 აშშ დოლარად სთავაზობს.


image

ხოლო ქართული Georgian Airways-ის მგზავრებს სთავაზობს ტრანზიტულ რეისს თბილისი-ერევანი-მოსკოვი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა რეაგირება ექნება რუსეთის ხელისუფლებას ამ ვარიანტზე.




თბილისში მოხვედრა შეიძლება ავტობუსითაც ვლადიკავკაზიდან.პორტალი Rome2rio-ს ინფორმაციით თბილისამდე მგზავრობა 1000-იდან 1800 რუბლამდე ეღირება.ასევე თუ ერევნამდე ჩახვალთ, იქიდან თბილისამდე 10 საათში მატარებლითაც შეიძლება მოხვედრა.



რუსეთიდან საქართელოში ფრენებს 6 ავიაკომპანია ახორციელებდა ესენია: Аэрофлот", "Победа", S7, "Уральские авиалинии", Red Wings"-ი და "Норд авиа", ყველა ავიაკომპანია მზადაა ან სხვა რეისში გადაცვალოს მგზავრმა ბილეთი, ან თანხა უკან დააბრუნოს.



რა ზარალი შეიძლება მიადგეს საქართველოს ეკომონიკას? წინასწარ ზუსტი დათვლა ნაადრევია, რადგან ყველაფერი ეს დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს გააგრძელებს რუსეთის ხელისუფლება ემბარგოს, ეს შეიძლება იყოს რამდენიმე თვე ან რამდენიმე წელიწადი, ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აკრძალვის მოხსნა დამოკიდებულია საქართველოში სიტუაციის ნორმალიზების შემდეგ, "უნდა გაქრეს ყოველგვარი საფრთხე ჩვენი მოქალაქეების მიმართ".


არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" მონაცემებით ფრენის სრულად აკრძალვის შემთხვევაში საქართველო დაახლოებით 300 მილიონ დოლარს იზარალებს, რაც საერთო შემოსავლების 8-9%-ია.

7
282
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
282
  
2019, 25 ივნისი, 14:43
გაიხარე! მეც მანდა ვარ)
2019, 25 ივნისი, 10:41
ჩვენი საცოდავი ეკონომიკა,რომლიც ჯერ კიდევ 30 წლის წინ მცდარი გზით წავიდა( წლებია მაგას ვიძახი),სადაც საქართველოს მყიფე ეკონომიკა მომახურეობაზეა დაფუძნევული,სოფლის მეურნება ეხლა იწყებს ფართხალს,რა დროსაც 80 % პროცენტი საქონლის იმპორტია,ხოლო ის მცირე რაოდენობა რაც ჩვენიდან გადის ,ისევ მეზობელი პოსტსაბჭოთა ქვეყნები ყიდულობენ და არა ევროპელები(თუ რატომ ამაზე საუბარი შორს წამიყვანს) და ქვეყანაში სადაც ხორბლის 100% იმპორტი რუსეთიდან
შემოდის,ჯაჭვივით არის გადამბული,ეს დაარტყავს ლარის კურსსაც და პროდუქტებზე ფასების მომატებას,მრეწველობა სამწუხაროდ ჩვენთან
ჩანასახის დონეზეა(მხოლოდ
ტურიზმი,კაზიონები,რესტორნები და ა.შ),,,აი როცა (რისი იმედიც აღარ მაქვს) ეკონომიურას გავძლიერდებით მერე ვისაც გინდა ელეაპარაკე თავხედურად ეს იქნება რუსეტი,აშშ,თუ თურქეთი..ჰო ეს უკანასკნელი როგორც ებლატავაება ამერიკას,იმიტომ,რომ @ტრ....@ აქვს@...ჰოდა არ გვინდა რა ეს ურა,მურა ფსევდპატრიოტული შეძახილები,როგორც აქ კომენტარებში
2019, 25 ივნისი, 10:26
300 მილიონი კი არა უკვე 600 მილიონამდე ამბობენ უკვე ქართველო ექსპერტები....მოიცა თითო ტურისტი 230-250 დოლარს არ დახარჯავს?
2019, 24 ივნისი, 11:50
ჩვენ, მოსახლეობას, სამი მილიონიც რომ აღარ დავრჩით, შეგვიმსუბუქდა ცხოვრების დონე იმ შემოსული სამასი მილიონით?!, ან ახლა დავწყდებით ამ არშემოსული ტურისტებითა და მათი არდახარჯული ფულებით? საკითხავი, აი, ეს არის!((
2019, 23 ივნისი, 14:05
ღირსების დაკარგვას ეგ ჯობს...... რაც გვაქვს მხოლოდ ეგ არის შეგრძნება თავისუფლების.
2019, 23 ივნისი, 14:05
რუსი ტურისტები გადაჯდომით მაინც ჩამოვლენ, თუნდაც იმიტომ რომ ევროპის ფასებს ვერ გაქაჩავენ..
და არამგონია 1,7 მლნ ტურსტს 300 მლნ თან დოლარი შემოსავალი მოეტანა ....
2019, 23 ივნისი, 13:14
ეს არაფერია. მთავარია რუსი მოგვშორდეს. ჩვენ არ დავკარგავთ, ისინი კარგავენ ბევრ რამეს.
0 1 7