პოლიტიკა როგორ შეხვდა იტალიის მეფე უმბერტო I რესტორანში თავის ორეულს - უჩვეულო ისტორია, რომელიც ღირს, რომ იცოდეთ 2019, 22 ივნისი, 22:42 როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ყოველ ჩვენგანს თავისი, ერთი ორეული აუცილებლად ჰყავს, რომელსაც ვიზუალურად წყლის ორი წვეთივით ვგავართ, თუმცა სრულიად დასაშვებია, რომ ჩვენს ორეულთან არც ნათესაობა გვაკავშირებდეს და უფრო მეტიც, მასთან მთელი ეპოქა გვაშორებდეს.როგორც ცნობილია, რუსეთის მმართველი პეტრე I და რომის იმპერატორი იულიუს კეისარი ვიზუალურად ერთმანეთს საოცრად ჰგავდნენ, ხოლო ბრიტანელი ლეონარდ გიბსი პოლ მაკარტნის თურმე იმდენად ჰგავდა, რომ "ლივერპულელი ოთხეულის" თაყვანისმცემლების მოგერიება ცნობილ ბრიტანელს არაერთგზის უწევდა.ასევე, ერთმანეთს საოცრად ჰგავდნენ - რუსეთის ბოლო იმპერატორი ნიკოლოზ II და ინგლისის მეფე ჯორჯ V, თუმცა ბოლო შემთხვევა გასაკვირი ნამდვილად არ არის, ვინაიდან ისინი ბიძაშვილები იყვნენ.მოზარდობის ასაკში მათ შორის მსგავსება მართლაც იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ ერთმანეთისგან გარჩევა საკუთარ ნათესავებსაც კი უჭირდათ.მით უმეტეს, რომ მათ შორის ასაკობრივი სხვაობა სულ რაღაც 3 წელი იყო. 1900 წელს, იტალიის მეფე უმბერტო I -ს თავს საოცარი ისტორია გადახდა.ყველაფერი კი 28 ივლისს დაიწყო, როცა მეფე თავის მრჩევლებთან ერთად მილანიდან რამდენიმე კილომეტრში, პატარა ქალაქ მონცას რესტორანში წასახემსებლად შევიდა. მაღალი რანგის სტუმრებს თავად რესტორნის მეპატრონე შეეგება, და ჰოი საოცრებავ.. იტალიის მმართველის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მასპინძელი დაინახა. გაოგნებული მეფე რესტორნის პატრონს თვალს ვერ აშორებდა, ის თითქოს სარკეში საკუთარ ანარეკლს ხედავდა. მსგავსება მათ შორის მართლაც რომ გასაოცარი იყო.. მონარქმა რესტორატორი სადილად დაპატიჟა და სახელიც ჰკითხა, პასუხი მეფისთვის კიდევ უფრო შოკისმომგვრელი და მოულოდნელი აღმოჩნდა - "უმბერტო", არ დააყოვნა პასუხმაც... მეფე თანამოსაუბრეს, რაც უფრო მეტ კითხვას უსვამდა, პასუხები მით უფრო აოცებდა, დამთხვევებს საზღვარი არ ჰქონა... აღმოჩნდა, რომ ორივე მათგანი 1844 წლის 14 მარტს იყო დაბადებული, ორივე მათგანის მეუღლესა და ვაჟს - მარგარიტა და ვიტორიო ერქვა, ჯარში ორივე ერთი და იგივე ბრძოლაში მონაწილეობდა და ჯილდოც ორივეს მიღებული ერთი და იგივე დღეს ჰქონდა. 1878 წლის 8 იანვარიც ორივე მათგანისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, უმბერტომ იტალიის ტახტი დაიკავა, ხოლო მისმა ორეულმა საკუთარი რესტორანი გახსნა. გაოგნებულმა მეფემ გადაწყვიტა, უმბერტოსთან ურთიერთობა ასე არ დაესრულებინა და მომდევნო დღეს ის მძლეოსანთა შეჯიბრზე დაპატიჟა, მით უმეტეს, რომ სპორტის ეს სახეობა ორივე მათგანს ერთნაირად ხიბლავდა, თუმცა, ქალაქ მონცაში მათი პირველი შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდა. შეხვედრაზე რესტორატორი აღარ გამოჩენილა. ცოტა ხანში მონარქს უმბერტოს გარდაცვალების შესახებ აუწყეს, მკვლელობის ორი ვერსია განიხილებოდა, ერთი - ბრმა ტყვია და მეორე მძარცველის ხელით სიკვდილი. ამ სიახლით დამწუხრებულმა იტალიის მმართველმა შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: "ჩვენს ბედისწერაში ყველაფერი არ დაემთხვა", იმავე წამს მონარქმა, ანარქისტი გაეტანო ბრეშის მიერ ნასროლი ტყვიით სული განუტევა. ამ ფაქტის შემდეგ მრავალი წელი გავიდა, თუმცა რთულია თქვა ამ ისტორიაში რა არის სიმართლე და რა სიცრუე. მაგრამ, ფაქტი ერთია, უმბერტო I -ს ორეული ნამდვილად ჰყავდა, რომელმაც მისი ბედი ერთი ერთში გაიმეორა.653 2-ს მოსწონს |