x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"აფხაზეთი ელოდება იმ ტურისტებს, რომლებსაც საქართველოში დასვენება ჩაეშალათ"-ასტამურ ბაციცი

image

აფხაზეთის ტურისტული სექტორი მზადაა მიიღოს ის რუსი ტურისტები, რომლებიც იძულებული არიან გადადონ საქართველოში დასვენება, ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტურიზმის და კურორტების მინისტრის მოადგილემ ასტამურ ბარციცმა განაცხადა, იუწყება Eur Azia Daily.




"აფხაზეთი მზადაა მიიღოს ყველა ის ტურისტი, რომლებმაც მოისმინეს რუსეთის პრეზიდენტის და შშს-რეკომენდაცია, გადადონ საქართველოში სტუმრობა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო.ჩვენთან თბილი ზღვა და სუფთა ჰაერია, სტუმართმოყვარე ხალხი.პლაჟის ტურიზმის გარდა ჩვენთან განვითარებულია სამთო და ექსტრემალური ტურიზმი, ყველას გელოდებით"-აღნიშნა ბარციცმა.



შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თბილისში განვითარებული მოვლენების გამო ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა დროებით იკრძალება.


საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინსტრაციის მონაცემებით შარშან საქართველოს 8 მილიონზე ტურისტი სტუმრობდა, ლიდერობენ მეზობელი ქვეყნები:თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი.

0
252
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0