x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
აქციაზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების გამოყენება იგეგმებოდა - დაკავებულია 1 პირი
image


შსს-ს თანამშრომლებმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ფაქტზე 1 პირი დააკავა. თბილისში, მუხიანის მე-4 მიკრორაიონში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც სამართალდამცველებმა 1949 წელს დაბადებული გ.წ.-ის სახლის ეზოდან კუსტარული წესით დამზადებული, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ 12 ბოთლი და მისი დამზადებისთვის საჭირო მასალები ამოიღეს.


პოლიციამ გ.წ. იმ დროს დააკავა, როდესაც იგი აღნიშნული ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოყენებას გეგმავდა.


ბრალდებული დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



შსს აგრძელებს გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე, სსსკ-ს 225-ე მუხლით. ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.


გამოკითხვაზე დაბარებულია ირაკლი ოქრუაშვილი, ასევე, დაბარებული იქნებიან ნიკანორ მელია და გიორგი უგულავა.

1
64
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
64
  
2019, 22 ივნისი, 14:04
ყოველთვის ლაპარაკობდით 7 ნოემბერზე ახლა 20 ზეც ილაპარაკეთ რომ სამართალი დამცავებს უფლება არ ქონდათ რომ მოქალაქეებისთვის დაემიზნებინათ და ისე ესროლათ მარტო ხალხზე ნუ საუბრობთ
0 1 1