განათლება ჩვენ ტვინით «ვხედავთ»... რა ვიცით და არ ვიცით ჩვენი თვალების შესახებ 2019, 22 ივლისი, 9:44 ინტერნეტის საუკუნეში წარმოუდგენელია ცხოვრება კომპიუტერის გარეშე. დაჩვეულები ვართ – სხვადასხვა ტიპის მონიტორებით, თვალებს უმოწყალოდ ვტვირთავთ და ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ თვალი უნიკალური ორგანოა, რომელიც ჯერ-ჯერობით, სრულად შესწავლილი არც კი არის. აქ კი იმ ინფორმაციას გთავაზობთ, რომელიც უკვე ცნობილია და შეიძლება, არ იცოდეთ: * ადამიანის და ზვიგენის თვალის რქოვანები იმდენად ჰგავს ერთმანეთს, რომ ზვიგენის რქოვანა, ამ ორგანოს გადანერგვის ოპერაციის დროს, დონორის მასალად გამოიყენება. * თითოეული თვალი 120 მლნ-მდე უჯრედს შეიცავს და ყოველი მათგანი სინათლეზე ან მის არ არსებობაზე რეაგირებს. * ადამიანის თვალს, ფერთა სპექტრიდან, მხოლოდ სამის: წითელი, ლურჯი და მწვანე ფერის (RGB) აღქმა შეუძლია. დანარჩენი ფერები, ამ სამი ფერის კომბინაციით მიიღება. * ჩვენი თვალის დიამეტრი დაახლოებით, 2, 5 სმ-ია და ის 8 გრ. იწონის. * მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ქალები და მამაკაცები სამყაროს განსხვავებულად ხედავენ. მაგ., მამაკაცისთვის 7 სხვადასხვა ტონალობის მწვანე, – მხოლოდ მწვანეა, ხოლო, ქალები ყველა ტონალობას ხედავენ. ეს განსხვავება თვალებთან არ არის კავშირში და ის სქესთა შორის, ტვინის და ჰორმონების განსხვავებას უკავშირდება. * ცხოვრების მანძილზე, დაახლოებით, 24 მლნ. გამოსახულებას ვხედავთ. * თვალები, მხოლოდ ერთი საათის მანძილზე, ტვინს აუარებელი რაოდენობის ინფორმაციას გადასცემს, რაც, დაახლოვებით იგივეა, რაც დიდი ქალაქის ინტერნეტ-პროვაიდერის არხის გამტარიანობა, იგივე დროში. * ყავისფერი თვალები, სინამდვილეში, ყავისფერი პიგმენტების ქვეშ მოთავსებული ცისფერი თვალებია. არსებობს ლაზერული პროცედურა, რომელიც ყავისფერი თვალის ფერს ცისფერად ცვლის, თან სამუდამოდ. თუმცა, თვალის ფერის შეცვლა ლინზებითაც შეიძლება – ეს კი, ბევრად უფრო უსაფრთხო და იაფია. * ჩვენს თვალს წამში 50 ნივთის დაფიქსირება შეუძლია.* გამოსახულება რომელიც ტვინში იგზავნება, სინამდვილეში ამობრუნებულია და მისი გასწორება უკვე ტვინში ხდება. * ადამიანის თითის ანაბეჭდი 40 უნიკალურ მახასიათებელს შეიცავს, ხოლო თვალის ფერადოვანი გარსი — 256. სწორედ ამიტომ არის, რომ რიგ შემთხვევებში, უსაფრთხოების მიზნით, თვალის სკანერებს იყენებენ. * სხეულების ნაწილებს შორის, ყველაზე დიდი დატვირთვა ტვინისთვის, თვალებზე მოდის. * მაიას ტომში სიელმე მომხიბვლელობის ნიშნად ითვლებოდა და მშობლები ყველანაირად ცდილობდნენ, რომ შვილები დაელმებულიყვნენ. * დაახლოებით 10 000 წლის წინ, ყველას ყავისფერი თვალები ჰქონდა. ხოლო შემდეგ, შავი ზღვისპირეთში მცხოვრებ ადამიანს გენური მუტაცია დაემართა, რამაც ცისფერი თვალების გაჩენა გამოიწვია. * თუ ფოტონათებით გადაღებულ სურათზე ადამიანს მხოლოდ ერთი თვალი აქვს წითელი, მაშინ იმის ალბათობა (იმ შემთხვევაში, თუ ორივე თვალი კამერისკენ არის მიმართული), რომ მეორე თვალზე სიმსივნე აქვს 95%-ია. * შიზოფრენიის ამოცნობა უმარტივესი ტესტით შეიძლება. ამ დაავადების არსებობის შემთხვევაში, ადამიანს ნელა მოძრავი ობიექტისთვის თვალის გაყოლება არ შეუძლია. მისი თვალი ვერ აფიქსირებს ამგვარ მოძრაობას, ხოლო შემდეგ, მკვეთრად ხტება და ობიექტს ეწევა. * სიამის ტყუპებს, რომლებსაც საერთო თალამუსი აქვთ, შეუძლიათ ერთმანეთის აზრების გაგება და ერთმანეთის თვალებით დანახვა. * ადამიანის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია თვალის თანმიმდევრული მოძრაობა, თუ ის მოძრავ ობიექტს აკვირდება. * კოსმოსში ტირილი შეუძლებელია, რადგან გრავიტაციის არარსებონის გამო, ცრემლებისგან პატარა ბურთულები იქმნება, რომლებიც თვალებს სუსხავს. * მეკობრეები თვალის სახვევს იმისთვის ხმარობდნენ, რომ გემბანზე და ტრიუმში, თვალის ადაპტირება სწრაფად მოეხდინათ. მათ ერთი თვალი მზის სინათლეზე ჰქონდათ შეჩვეული, მეორე – სიბნელეზე, რადგან ბრძოლის დროს, ყოველი წამი მნიშვნელოვანი იყო. * არსებობს ადამიანის თვალისთვის რთულად აღსაქმელი ფერები, რომლებსაც «შეუძლებელ ფერებსაც» ეძახიან. ასეთებია: წითელი მწვანე ტონალობით და ყვითელი ლურჯი ტონალობით. * ჩვენ გარკვეულ ფერებს ვხედავთ, რადგან ეს არის სინათლის ერთადერთი სპექტრი, რომელსაც წყალში გავლა შეუძლია — იქ, სადაც ჩვენი თვალების ჩამოყალიბება მოხდა... და არ არსებობს არანაირი ევოლუციური მიზეზი, რომ სინათლის უფრო ფართო სპექტრი დავინახოთ. * თვალის განვითარება 550 მლნ. წლის წინ დაიწყო. ყველაზე მარტივი მხედველობის ორგანო ერთუჯრედიან ცხოველებს ჰქონდათ, ცილის ფოტორეცეპტორის სახით. * არის შემთხვევები, როდესაც აფაკიით (თვალის ბროლის უქონლობა) დაავადებულები, სინათლის ულტრაიისფერ სპექტრს ხედავენ. * მამრობითი სქესის ყოველი მე–12 წარმომადგენელი დალტონიზმით არის დაავადებული.
* გამოთქმა «თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ» – მოქმედების სწრაფად შესრულებას ნიშნავს და მართალიც არის, ქუთუთოს კუნთი ჩვენი ორგანიზმის ყველაზე სწრაფი კუნთია. ადამიანს 1 წმ-ში, თვალის 5-ჯერ დახამხამება შეუძლია (1 დახამხამებაზე – 100 – 150 მილიწამია იხარჯება). * თვალის გუგები თითქმის ნახევარჯერ ფართოვდება, როდესაც იმას ვუყურებთ, ვინც გვიყვარს. * წამწამის სიცოცხლის ხანგრძლივობა, დაახლოებით, 5 თვეა. * ჩვენ «ვხედავთ» ტვინით და არა თვალებით. ბუნდოვანი და უხარისხო გამოსახულება — თვალის ფუნქციის დაქვეითებას უკავშირდება და დღეს უკვე არსებობს ლზაერული ტექნოლოგიები, რომლის გამოყენებით მხედველობის გაუმჯობესება შეიძლება. ასევე არსეპობს სპეციალური ინპლანტანტები, რომელიც გარე და შიდა ბადურებს შორის მონტაჟდება და მხედველობის აღდგენა სპეციალური სათვალეებით არის შესაძლებელი.
თუ თვალმა მექანიკური დაზიანება მიიღი და მისი აღდგენა შეუძლებელია, ბიონური (ხელოვნური) აპარატურის მონტაჟი უკვე ხელოვნურ თვალზე ხდება. და უფრო მეტიც, თუ ადამიანი დაბადებიდან უსინათლოა, ტვინის მხედველობის ნერვის განუვითარებლობის გამო ან თუ ამ ნერვის დაზიანება მოგვიანებით მოხდა, დღეს უკვე შესაძლებელია, ინპლანტანტის თავის ტვინში დამონტაჟება, რაც ადამიანს საშუალებას მისცემს, ის დაინახოს, რაც სათვალის კამერის ობიექტივში მოხვდება. 363 7-ს მოსწონს
|