კონფლიქტები ირანმა 180 მილიონ დოლარად ღირებული ამერიკული უპილოტო მზვერავი ჩამოაგდო 2019, 20 ივნისი, 15:34 ![]() ამასობაში ირანელმა სარდალმა ჰოსეინ სალამიმ განაცხადა, რომ ირანი "მზადაა ომისთვის", რადგან "წითელ ხაზზე" ჩამოგდებული თვითმფრინავი არის "აშკარა სიგნალი" ამერიკელებისთვის, როგორც ცნობილი გახდა RQ-4 Global Hawk -ი ჩამოგდებული იქნა ქალაქ ჰორმოზაგანის სამხრეთით. ამერიკელები აქამდე უარყოფენ ირანის საჰაერო სივრცის დარღვევას. RQ-4 Global Hawk ამერიკული სტრატეგიული მზვერავი საფრენი აპარატია, უწყვეტად შეუძლია 30 საათი ფრენა, პირველი გაფრენა Global Hawk-მა 1998 წერს განახორციელა, ხოლო 2004 წლიდან სამხედრო საბრძოლო დავალებებს ასრულებს.სადაზვერვო თვითმფრინავი აშშ-ს, ავსტრალიის და გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალებს ემსახურება.Global Hawk-ის ყიდვას აპირებს კანადა, იაპონია და ესპანეთი. ![]() მისი ფასი 130 მილიონი დოლარიდან 180 მილიონამდე მერყეობს(მოდიფიკაციის მიხედვით), რითაც ჩვეულებრივ ავიაგამანადგურებლზე უფრო ძვირია. ექსპერტის თქმით, ირანელებს გააჩნიათ, როგორც საკუთარი წარმოების საჰაერი თავდაცვითი სისტემა, ასევე იმპორტირებული, მათ შორის საბჭოთა С-75, რომელმაც თავის დროზე ლეგენდარული ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი U2 ჩამოაგდო. 257 6-ს მოსწონს
|