x
image
მაია 24
რა განსხვავებაა ჰეტეროსექსუალურ და ჰომოსექსუალურ კავშირებს შორის - ოშო

image

"მე ქალები მიზიდავს უფრო მეტად, ვიდრე მამაკაცები და ეს მაწუხებს"
ოშო

სექსს პირველქმნილი ცოდვა უწოდეს. ის არ არის პირველქმნილი ცოდვა. ის საერთოდ არ არის ცოდვა. სანამ ადამ და ევა ცნობიერების ხის ნაყოფს გასინჯავდნენ, მანამდეც ჰქონდათ სექსი, ისევე როგორც სხვა დანარჩენ ცხოველებს ედემის ბაღში. ერთადერთი, რაც შეიცვალა ნაყოფის ჭამის შემდეგ - დაიბადა ცნობიერი და გაჩნდა ეგო. მათ უბრალოდ გააცნობიერეს, რომ ცხოველებივით იქცეოდნენ და შეილახა ეგო, სხვებზე აღმატებულობის შეგრძნება და შერცხვათ ამის.

სექსი იმდენად ფუნდამენტური ბუნებრივი მოვლენა გახლდათ, სწორედ ცნობიერების და ეგოს შეძენის შემდეგ გადაწყვიტა ადამიანმა სექსუალური ინსტიქტების ჩახშობა. ეს მინდა კარგად დაიმახსოვროთ - სექსი არის უაღრესად ბუნებრივი მოვლენა და მისგან თავის შეკავების საჭიროება არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ახერხებს მისგან გათავისუფლებას ტრანსცედენტული მეთოდებით, მაგრამ ეს არამც და არამც არ ხდება მხოლოდ ჩახშობის მცდელობით. ჩახშობა იწვევს გაუკუღმართებას, რისი დასტურიც კაცობრიობის ისტორიაც გახლავთ. ჰომოსექსუალობის აღზევებაც სწორედ ასე დაიწყო, მონასტრების წიაღში, რადგან ქალები და კაცები იძულებულები იყვნენ თავისივე სქესის წარმომადგენლებთან ერთად გამოკეტილებს ეცხოვრათ, საწინააღმდეგო სქესისგან შორს. სწორედ ჯარში და მონასტერში მოიკიდა ფეხი ყველაზე ძლიერად ჰომოსექსუალობამ, რადგან იქ საწინააღმდეგო სქესი დაშვებული არ იყო.

ყველაფერი სულელური აღზრდის ბრალია. ჩვენ არ ვრთავდით ქალებს და კაცებს უფლებას ერთ სკოლაში ევლოთ, ჩვენ ვაშენებდით კედელს მათ შორის. საუკუნეების განმავლობაში ვაკეთებდით ამას და როცა ამ კედელს დავანგრევთ, ნელ-ნელა ჰომოსექსუალობაც გაქრება.

ბავშვობიდანვე ვაცალკევებთ მათ: ბიჭმა გოგონებთან არ უნდა ითამაშოს, გოგონების სათამაშოებით არ უნდა ითამაშოს, გამუდმებით ხაზს ვუსვამთ: რას აკეთებ? გოგო ხარ? შენ კაცი ხარ! კაცურად მოიქეცი! მეამბოხე და მებრძოლ გოგონებს კიდევ ქალაბიჭებს ვეძახით და ქალურობისკენ მოვუწოდებთ. ამ მახინჯ კედელს ვამყარებთ! ამგვარი დამოკიდებულება ავადმყოფური დამოკიდებულებაა, რომლითაც მთელი მსოფლიოა შეპყრობილი. გოგონებსაც შეუძლიათ ხეებზე ცოცვა და ეს ბუნებრივია! ბიჭებსაც შეუძლიათ თოჯინებით თამაში და ეს ბუნებრივია!


სექსი უნდა მივიღოთ ბუნებრივად, ზედმეტად სერიოზულად ვეკიდებით. ან ღვთაებრივად ვაცხადებთ, ან კიდევ ცხოველურად, ადამიანურად არასოდეს. ეს გართობაა, სპორტია, კარგი ფიზიკური აქტივობა, საუკეთესო ვარჯიში!

image

ჰომოსექსუალობა ნამდვილად არ გახლავთ დიდი პრობლემა, უფრო მეტიც ის პრობლემა საერთოდ არ არის. ორი ადამიანის მიერ სექსუალური ურთიერთობის სტილის არჩევაში არაფერი არასწორი არ შეიძლება იყოს. ეს არ არის სოციალური ფენომენი, ეს არის ორი ადამიანის პირადული სივრცე, მათი ინტიმი და იქ არავის არაფერი ესაქმება, თუმცა მღვდლები და პოლიტიკოსები ყველგან ცხვირს ყოფენ! ცდილობენ დანაშაულის შეგრძნება გაუჩინონ ადამიანებს, თანაც სულ ტყუილად.

თუ სექსს ასე სერიოზულად არ შეხედავ, აღარ იწუხებ, რომ შენივე სქესის წარმომადგენელი გიყვარს. არაფერია საწუხარი ამაში. ჩვენ ყველა კაცის და ქალის შეხვედრით დავიბადეთ, ჩვენში არის მამის ნაწილიც და დედის ნაწილიც, ყველა ჩვენგანში არის ქალიც და კაციც და, შესაბამისად, შენ შეგიძლია გიზიდავდეს ქალიც და კაციც.


ორი კაცი ან ორი ქალი ერთად გაცილებით უფრო ბედნიერია, ვიდრე ქალი და კაცი ერთად. აი რატომ ჰქვიათ მათ "Gay". ცოლ-ქმარი შეუძლებელია იყოს "Gay". ქალი და კაცი სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ, ერთი ცნობიერის ორი სხვადასხვა პოლარობაა, ისინი სხვადასხვანაირად აზროვნებენ. ისინი ისე აწამებენ ერთმანეთს, ისე... ბოლოს რამდენიმე ჭკვიანმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ეს კავშირი არ მუშაობდა და ადამიანი კიდევ ექსპერიმენტების მოყვარული ცხოველია. სცადა კაცმა კაცთან, ქალმა ქალთან და ეს ნაკლებად პრობლემატურ ურთიერთობად მოეჩვენა.

ორ კაცს ან ორ ქალს ერთმანეთის უკეთ ესმით, ვიდრე ქალს და კაცს, მათ ერთნაირი აზროვნების სისტემა, ერთნაირი ენერგია აქვთ. ისინი ერთმანეთს არ აწუხებენ, არ უჩივიან… რა თქმა უნდა, მათ არ ექნებათ ორგაზმი, რადგან ორგაზმი მხოლოდ ორი პოლარობის შერწყმის შედეგად მიიღწევა. მხოლოდ ოპოზიციური შეხვედრა ქმნის ორგაზმს, თუმცა ამ ორგაზმის გამო მთელი 24 საათი უნდა იხადო დღე-ღამეში. ვინმე დაიღლება და იტყვის - "ჯანდაბას ორგაზმი".

შეუძლებელია ქალმა და კაცმა ერთმანეთს გაუგოს. ორი უკიდურესობის ურთიერთობის უმთავრესი კანონი გაუგებრობაა. შეუძლებელია მათ შორის შედგეს დიალოგი.

image


მე უამრავი წყვილის საუბარი მინახავს და ყველგან ერთ და იგივე: კაცი ერთს ამბობს, ქალი მეორეს იგებს, ქალი ერთს ამბობს, კაცი მეორეს იგებს. ერთ ენაზე საუბრობენ, ერთი და იმავე სიტყვებს იყენებენ, მაგრამ ინტერპრეტაცია აქვთ რადიკალურად განსხვავებული.

ყოველი საუბარი დაპირისპირებაა. ყოველი სიტუაციის გარკვევა - ჩხუბი. მათ შეუძლებელია გაუგონ ერთმანეთს.

ჰეტეროსექსუალები დაძაბულები არიან, სულ გაუგებრობები, კამათი… თუმცა ეს ასეც უნდა იყოს. გეი წყვილები კარგად არიან, ლაღები არიან, მშვიდად არიან, თუმცა ეს კავშირი არ არის საინტერესო, რადგან არ არის მასში უკიდურესობები. ამ კავშირებს აკლიათ ის, რაც ჰეტეროსექსუალურ კავშირებს აქვთ - დიდი პოეზია, დიდი რომანი, ეს კავშირები ჰომეოპათიურია, თავგადასავლების, სიურპრიზების ნაკლებობას განიცდის.

შენივე სქესის წარმომადგენელი გიყვარს? გააღრმავე ეს ურთიერთობა და ადრე თუ გვიან გააცნობიერებ, რომ იგი ვერ გავსებს, რადგან შევსება მხოლოდ საწინააღმდეგოთია შესაძლებელი. გეი წყვილი შესანიშნავად უგებს ერთმანეთს, მაგრამ ეს ცოტა მოსაწყენია, მონოტონური და ერთფეროვანი. აქ არ არის სიღრმე, არ არის სიმაღლე და მიუხედავად იმისა, რომ მას, ვისაც სიღრმისა და სიმაღლის ეშინიათ, ეს ძალიან კომფორტულად მოეჩვენებათ, მაინც მგონია ბოლომდე ვერ დააკმაყოფილებთ. ურთიერთობებს სჭირდებათ დაძაბულობა, შეჯახებები, უკიდურესობები და შენ ამ ყველაფერს მიხვდები, ოღონდ მხოლოდ მაშინ, თუ ამ ურთიერთობას გაღრმავების საშუალებას მისცემ. თუ არადა მთელი ცხოვრება შენივე სქესის წარმომადგენლებისკენ გაგიწევს გული.

მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით და არა ჩემი ნათქვამით, ბუდას ნათქვამით, ან ვინმეს ნათქვამით, მიხვდები ერთ დღეს, რომ შენ ყოველგვარი ურთიერთობებისგან ცალკე მარტოდაც ახერხებ ბედნიერებას და როცა ამას მოახერხებ, მაშინ ხარ ნამდვილი ინდივიდი. შენი ბედნიერება თუ სხვებზეა დამოკიდებული, შენ არ ხარ თავისუფალი, შენ მონა ხარ.

როცა მარტოდ ხარ ბედნიერი, როცა მარტოდ ახერხებ ცხოვრებას, მაშინ აღარ გექნება კავშირის შინაგანი მოთხოვნილება. ეს არ ნიშნავს, რომ არ გექნება ურთიერთობა. ურთიერთობა ერთია, კავშირი მეორე. შენ ბევრ ადამიანთან გექნება ურთიერთობა, ყველას გაუზიარებ შენს სიხარულს, მაგრამ ერთ ადამიანზე არ იქნები დამოკიდებული და არც არავის გახდი შენზე დამოკიდებულს. შენ იცხოვრებ თავისუფლებაში, სიხარულში, სიყვარულში.

image


რა მოხდა თუ ორ კაცს ერთმანეთი შეუყვარდა? ვის რას უშავებენ? ისინი ჰეტეროსექსუალებზე ბედნიერები არიან. ისინი უფრო მეტად ფემინინურები ხდებიან, უფრო ლამაზები… რა საჭიროა ამაზე ამხელა აურზაური? უმჯობესია, რომ რეალურ პრობლემებზე ვიფიქროთ, მღვდლებისა და პოლიტიკოსების მიერ შემოჩეჩებული ფსევდოპრობლემების ნაცვლად და რეალური პრობლემა კი ის არის, რომ ამის გამო ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ.

ჰომოსექუალობა არ ქმნის გადაშენების საფრთხეს, უფრო მეტიც იგი აუმჯობესებს პოპულაციას… უამრავი ბავშვი იხოცება შიმშილით დედამიწაზე, აბორტები, კონტრაცეპტივები, სტერილიზაცია… და თქვენ ჰომოსექსუალური კავშირების შედეგად დაუბადებელ ბავშვებზე დარდობთ? ეს ბიზნესია, ვიღაცას არ აწყობს ამ ბიზნესის სიკვდილი, ამიტომ ებრძვის ჰომოსექსუალებს… და თქვენ გამოგონილი პრობლემებით გივსებენ თავს და ცხოვრებას. ჰომოსექსუალობა არ არის თქვენი პრობლემა. თქვენთვის მთავარი უნდა იყოს - შეიცან თავი შენი!

შენივე სქესის წარმომადენელი გიყვარს? გიყვარდეს. ეს კარგია. საკმარისად კარგი არა, მაგრამ მაინც კარგი. ის ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობასთან მიგიყვანს. ეს ცოტა უკეთესია, მაგრამ არც ის არის საკმარისი, თუმცა მისი გავლით შემდეგ საფეხურზე გადახვალ. ჰეტეროსექსუალური ურთიერთობა მიგიყვანს მედიტაციურ მდგომარეობამდე, რისი მიღწევაც მხოლოდ მარტოობაშია შესაძლებელი. მხოლოდ მარტოობაშია შესაძლებელი მიაღწიო უმაღლესს!

მომზადებულია ოშოს მიხედვით


ასევე დაგაინტერესებთ:


შესაძლოა უყვარდეთ, მაგრამ გღალატობდეთ - 13 მითი ღალატის შესახებ


ქალი, მამაკაცის ანარეკლია, თუკი სიგიჟემდე შეიყვარებ, გახდება კიდეც ამის ღირსი - ბრედ პიტი


"მხოლოდ სუსტი მამაკაცის თვისებაა შეაყვაროს ქალს თავი და შემდეგ მიატოვოს იგი" - ისტორია სიყვარულზე, რომელიც დაგაფიქრებთ


5 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ნამდვილ მეორე ნახევარს შეხვდით


თუკი არ გტკივათ, თქვენი სიყვარული ნამდვილი არ არის


არ არის რთული იმის დანახვა, რომ კაცს უყვარს ქალი...


14 მოულოდნელი ნიშანი იმისა, რომ ქორწინება გაყრით დასრულდება


სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
1019
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1019
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0