61 წლის შერონ სტოუნი კამერების წინ კაბის გარეშე ცეკვავს . ნახეთ მისი იდეალური ფორმები ( +ვიდეო)
„ძირითადი ინსტიქტის“ ვარსკვლავი შეიძლება ითქვას, დღესაც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ჰოლივუდის მსახიობია. 59 წლის ასაკში სტოუნმა მშვიდად გაიარა წითელ ხალიჩაზე ღრმა დეკოლტეთი, 60 წლის ასაკში მინი -ბიკინებით ფოტოსესიას არ მოერიდა, ხოლო 61 წლის ასაკში კამერების წინ მოკლე პერანგით აცეკვდა. კულისებიდან გადაღებული ცეკვის ვიდეო მსახიობმა საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე ატვირთა. თაყვანისმცემლების არმია დარწმუნდა, რომ შერონი ისევე კარგად გამოიყურება, როგორც ახალგაზრდობაში.
მისი სხეულის მომხიბვლელ ფორმაში ყოფნის საიდუმლო ისაა, რომ შერონი დღის განმავლობაში თითქმის ოც ჭიქა ბალახეულ ჩაის სვამს. „ მე არ მომწონს ცხიმი ჩემს სხეულზე. მიყვარს ფიზიკური დატვირთვა და მომწონს, როცა შემიძლია საკუთარ სხეულზე მუშაობა“- ამბობს მსახიობი. მაგრამ საკუთარი სილამაზის საიდუმლოს მაინც თვითდაჯერებულობას მიაწერს. შერონი ურჩევს ქალებს, თავი ისეთები მიიღონ, როგორიც არიან და არ შეეშინდეთ დაბერების. მისი თაყვანისმცემლები მუდამ ითვალისწინებენ მის რჩევებს. გასაკვირი არცაა, შერონ სტოუნის შეხედვისას ბევრს ავიწყდება, საერთოდ არსებობს თუ არა სიბერე.
ვიდეო იხილეთ ბმულზე