სხვა ამ უნიჭიერესი ბიჭის მიერ მაღაზიის რეკლამირება უბრალოდ გაგაოგნებთ 2019, 19 ივნისი, 8:54 სურსათის მაღაზიის უძლიერესი რეკლამა - ბიჭი, რომელიც აღტაცებას იწვევს!
სანკ-პეტერბურგის ქუჩებში მუშაობს ბიჭი, რომელიც ადამიანებს ამა თუ იმ მაღაზიაში იწვევს. ინტერნეტ-ქსელში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ის ენის გასატეხის ფორმით თავის სარეკლამო ტექსტს კითხულობს. ბიჭი ამას ისე კარგად აკეთებს, რომ ძნელია გულგრილად აუარო გვერდი. ერთი წუთის განმავლობაში ის ასწრებს ჩამოთვალოს აბსოლუტურად ყველა ასორტიმენტი და იხუმროს კიდეც. ამბობენ, რომ მაღაზია „ერმოლინო“ - მისი ერთადერთი წერტილი არაა. ის ასევე შემჩნეული იყო ბაზრობაზე და სხვა დაწესებულებების წინ. ძალიან საინტერესო იქნებოდა მისი მოსმენა შაურმის ან თევზის განყოფილების რეკლამაში. იხილეთ ვიდეო: ბიჭი ისე ახდენს „ერმოლინოში“ მიწვევას, თითქოს რეპ- შეჯიბრში მონაწილეობდეს.
ვიდეოში კარგად სჩანს, რომ ამ ბიჭის რეკლამირება უშეცდომოდ მუშაობს. ერთ-ერთი გამვლელი ძეხვით ხელში, აღიარებს, რომ მაღაზიაში შევიდა მხოლოდ მისი წყალობით. ვინ იცის, მაღაზიის მეპატრონეები მალე ერთმანეთს შეებრძოლებიან იმისთვის, რომ ამ უნიჭიერესმა ყმაწვილმა მის დაწესებულებას გაუწიოს რეკლამირება.
იხილეთ ასევე:
494 10-ს მოსწონს
|