x
image
მაია 24
7 ცუდი საქციელი, რომლის ჩადენაც ცხოვრებაში აუცილებელია 

image

1. უნდა ვიჩხუბოთ

აგრესიულობა არც ისე მომხიბლავ თვისებად ითვლება და ერთი ამბის ატეხვასაც მთლად ღირსეულ საქციელში ვერ ჩაუთვლი ადამიანს, მაგრამ ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ თუკი ბრაზს გრძნობთ, აუცილებელად უნდა გამოხატოთ კიდეც. ის ადამიანები, რომლებიც თავს იკავებენ, "იბერებიან, იბერებიან და ბოლოს სკდებიან". ნუ დაიტოვებთ გულში ნურაფერს, ამოუშვით ორთქლი!

2. უნდა თავგზა აგვებნეს

ხანდახან მიმართულებას ვკარგავთ, თავგზა გვერევა და ეს საშინელი განცდაა, თუმცა ძალიან საჭირო. გზა როცა გერევა, ბევრ რამეს სწავლობ. ეს შენი საკუთარი თავის, შენი გზის პოვნის შანსია.

3. უნდა ვიტიროთ

რატომ ფიქრობენ ადამიანები, რომ ეს ისეთი რამეა, რაც არ უნდა გააკეთო, გაუგებარია. "არ იტირო რა!" გეგონება კარგს გვირჩევდნენ რამეს, თუ გეტირებათ, იტირეთ. ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებთ. ზემოთაც ვახსენეთ - დაგროვილი ემოციების გამოშვებაა საჭირო. ცრემლებით ემოციებისგან ვიცლებით. იგი ბუნებრივი რეაქციაა, ისეთივე რეაქცია, როგორიც სიცილი. არავითარი მიზეზი არ არსებობს, რომ ეს ემოცია შევიკავოთ.

4. უნდა დავრჩეთ მარტოდ

ადამიანები სიყვარულს გამოხატავენ ხოლმე იმ ფაქტით, რომ საყვარელ ადამიანს არ ტოვებენ მარტო. განსაკუთრებით როდესაც უჭირს. არადა მარტოობა აუცილებელია. მხოლოდ ამ დროს ვახერხებთ საკუთარი თავი ვიყოთ, აღვიდგინოთ წონასწორობა და ავიღოთ კურსი. თუკი მარტოობა გინდათ, თხოვეთ ყველას, რომ დაგტოვოთ მარტოდ და თუ ვინმეს სჭირდება ეს, მასაც მიეცით საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენის შანსი.



image

5. ფეხებზე უნდა დავიკიდოთ სხვების რჩევა-დარიგებები

შეგიმჩნევიათ რომ ყველა, ვისაც იცნობთ, მოსიარულე რჩევების ფაბრიკაა? როგორი სიტუაციაც არ უნდა გქონდეთ, სულ მოეპოვებათ ერთი ორი გენიალური იდეა, თუ როგორ უნდა მოიქცე. მათ იციან, როგორ მოიქცეოდნენ შენ ადგილას, მაგრამ თქვენ ხომ ისინი არ ხართ. მართალია, ზოგჯერ საჭიროა სხვების მოსმენაც, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ერთ ყურში უნდა შეუშვათ და მეორედან გამოვუშვათ, თორემ ერთ დღეს აუცილებლად გაგაგიჟებენ.

6. უნდა დავარღვიოთ წესები

თუმცა ეს რომ მოახერხო, ჯერ წესები კარგად უნდა ისწავლო. კანონი ზოგადად კარგი რამეა, მაგალითად, უნდა დაემორჩილო წესს, რომელიც ნასვამს საჭესთან დაჯდომას გიკრძალავს. მაგრამ ბევრი იმდენად სულელური და ყოვლად გამოუსადეგარი წესი არსებობს, ისინი აუცილებლად უნდა დაარღვიო. თქვენ ადამიანი უნდა იყოთ და საკუთარი შეხედულებები უნდა გაგაჩნდეთ, თუნდაც კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით.

7. არ უნდა მოვერგოთ სიტუაციას

კარგით, რა… ნუ იქნებით კონფორმისტი, ნუ იქნებით კორექტული, ნუ მოერგებით საზოგადოებას, სიტუაციას, ადამიანებს. თუ გინდათ ბედნიერი იყოთ, იმას კი არ უნდა შეეგუოთ რაც არის, უნდა იბრძოლოთ იმისთვის, რაც გინდათ, რომ იყოს!


ასევე დაგაინტერესებთ:


40 გენიალური მოკლე პასუხი კითხვაზე - რა არის ბედნიერება?


ბუდას 27 სიბრძნე, რომლის გაცნობიერება ადამიანების ცხოვრებას რადიკალურად ცვლის


7 ჩვევა, რომელიც თქვენს ბედნიერებას იპარავს


მიეცი ადამიანებს უფლება, იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი - ჯეფ ფოსტერის გენიალური წერილი



"ყველაფერი, რაც გინდა იყო, უკვე ხარ" - რუმის 25 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომლითაც ცხოვრებას შეცვლით


2 მაგიური სიტყვა, რომლის ხშირი გამოყენება მთლიანად ცვლის ცხოვრებას


ადამიანის სულიერი განვითარებისა და სიჯანსაღის 20 ნიშანი


სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
447
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
447
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0