სისხლის სამართალი ცნობილი ჰოკეისტის უმცროსი შვილი დედის და ძმის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი 2019, 16 ივნისი, 13:08
რუსი სამართალდამცავები იძიებენ საკმაოდ ჩახლართულ საქმეს, რა დროსაც უკვე გამოიკვეთა სავარაუდო ეჭვმიტანილი.
ლენინგრადის ოლქში, 13 ივნისს დასახლება ნოვაია რომანოვკას ერთ-ერთ კოტეჯში სამართალადამცავებმა აღმოაჩინეს, ცნობილი ჰოკეისტის, მაქსიმ სოკოლოვის მეუღლის-ირინას გვამი, ხოლო იქვე გვერდზე მძიმედ დაჭრილი მაქსიმის უფროსი ვაჟი, 18 წლის მაქსიმ უმცროსი, გამოძიებამ თავიდან ივარაუდა“რომ მაქსიმმა დედას ყელი გამოჭრა, ხოლო შემდეგ თავის მოკვლა სცადა, შემდეგ გამოიკვეთა სხვა ვერსია, როგორც უმცროსმა ძმამ, 15 წლის არსენმა სამართალდამცავებს განუცხადა, უფროსმა ძმამ ჯერ დედა მოკლა, შემდეგ კი დანით შეიარაღებული მას დაესხა თავს, მან შეძლო ძმის თავდამსხმის მოგერიება და საშველად მეზობლებს მოუხმო. როგორც მეზობლები აცხადებდნენ, უფროსმა ძმამ მოკლა დედა, შემდეგ უნდოდა უმცროსი ძმის მოკვლა, თუმცა მან შეძლო თავის დაძვრენა, ამის შემდეგ უფროსმა ძმამ დანით საკუთარ სხეულზე ჭრილობები მიიყენა. ფოტოზე:ირინა სოკოლოვა გამოძიება თავიდან ამ ვერსიას განიხილავდა, თუმცა უმცროსი ძმა, 15 წლის არსენი დაკითხვისას ჩვენებებს არეული აძლევდა, ხან ამბობდა, რომ ძმამ რიტუალური მკვლელობა ჩაიდინა, ხან იმას, რომ თავად დაჭრა ძმა, როდესაც ნახა დედა მოკლულია, საბოლოოდ გამოტყდა, რომ დედის და ძმის მკვლელობა თავად დაგეგმა.ამჟამად 15 წლის მოზარდი დაკავებულია. მაინც რა გახდა მკვლელობის მიზეზი? გამოძიებას ერთ-ერთი სავარაუდო ვერსია აქვს, არაა გამორიცხული, რომ ეს ეგოიზმს და ეჭვიანობას უკავშირდებოდეს.საქმე იმაშია, რომ, უფროს ვაჟს მაქსიმს ბავშვობაში დაუსვეს მძიმე დიაგნოზი-სისხლის კიბო, რის გამოც დედის და მამის მთელი ყურადღება წლების განმავლობაში უფროს ვაჟზე მაქსიმზე იყო გადატანილი, რის გამოც უმცროსი ვაჟი არსენი უყურადღებოდ იყო დარჩენილი. უფროსი ვაჟი მაქსიმი, რომელიც ჰოკეის ახალგაზრდული გუნდის СКА-ს მეკარეა, მძიმე მდგომარეობაშია, მისი გადარჩენისთვის ექიმები იბრძვიან. ფოტოზე: მაქსიმ სოკოლოვი უმცროსი ჰოკეისტ მაქსიმ სოკოლოვი უფროსის სპორტული კარიერა 1992 წლიდან 2013 წლამდე გრძელდებოდა, არის რუსეთის ჩემპიონი და ევროთასის მფლობელი(2005 წელს), იყო რუსეთის ოლიმპიური ნაკრების წევრი, მომაწილეობდა ტურინის ოლიმპიადაში. 164 4-ს მოსწონს
|