x
image
მაია 24
ქალი, მამაკაცის ანარეკლია, თუკი სიგიჟემდე შეიყვარებ, გახდება კიდეც ამის ღირსი - ბრედ პიტი
image

წერილი, რომელიც ჰოლივუდის მსახიობმა ბრედ პიტმა, მის მეუღლესთან, ანჯელინა ჯოლისთან 12-წლიანი თანაცხოვრების დროს დაწერა:


"ჩემი ცოლი ავად იყო. ყველაფერზე ნერვიულობდა. ნერვიულობდა სამსახურზე, პირად ცხოვრებაზე, ბავშვებთან ურთერთობაზე. ძალიან გახდა, გამუდმებით ტიროდა, იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი იყო. დადიოდა მოხრილი, არ უვლიდა თავს, არ უხაროდა არაფერი, ყველაფერი ტკიოდა. ყველაფერს უძილობაც დაემატა, თვალები ამოუღამდა, ჩაუშავდა და უპეები ჩანთებივით ჩამოეკიდა... მისი სილამაზე ნელ-ნელა ქრებოდა და ჩვენი ურთიერთობაც უკვე ზღვარზე იყო. მე იმედი დავკარგე და მეგონა დავშორდებოდით…


image



თუმცა მერე გადავწყვიტე მემოქმედა, მე ხომ ღმერთმა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალის ქმრობა მხვდა წილად. ის ნახევარი მსოფლიოს მამაკაცების საოცნებო ქალია და მე საშუალება მაქვს მის გვერდით მეძინოს და მხრებზე მოვეხვიო.


მე მისი განებივრება დავიწყე: კომლიმენტებით ავავსე, სულ ვეფერებოდი, ვკოცნიდი, ვჩუქნიდი ყვავილებს, საჩუქრებს, ვუკეთებდი სიურპრიზებს, ვცდილობდი ყოველი წუთი გამეხალისებინა მისთვის, სულ მასზე ვლაპარაკობდი, სულ ვაქებდი, მისით ვცხოვრობდი.


image


თქვენ ვერ წარმოიდგენთ, მას სიცოცხლე დაუბრუნდა, თითქოს ხელახლა გაიფურჩქნა და იმაზე უკეთესი გახდა ვიდრე ადრე იყო. მართალია, მთლად არ გამოჯანმრთელებულა, მაგრამ წონაშიც იმატებს, ისე აღარ ნერვიულობს, როგორც ადრე და ისე ძალიან შემიყვარა, როგორც არასდროს. არც მეგონა თუ ასეთ სიყვარული შეეძლო. მე მივხვდი - ქალი მამაკაცის ანარეკლია, თუკი სიგიჟემდე შეიყვარებ, გახდება კიდეც ამის ღირსი!"


ასევე დაგაინტერესებთ:


"მხოლოდ სუსტი მამაკაცის თვისებაა შეაყვაროს ქალს თავი და შემდეგ მიატოვოს იგი" - ისტორია სიყვარულზე, რომელიც დაგაფიქრებთ


5 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ნამდვილ მეორე ნახევარს შეხვდით


თუკი არ გტკივათ, თქვენი სიყვარული ნამდვილი არ არის


არ არის რთული იმის დანახვა, რომ კაცს უყვარს ქალი...


14 მოულოდნელი ნიშანი იმისა, რომ ქორწინება გაყრით დასრულდება


ქალის 7 ნაკლი, რომელზეც მამაკაცები გიჟდებიან


15 ნაკლი, რომელიც იდეალურ ქალს უნდა ჰქონდეს

0
813
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
813
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0