ქანდაკება ყველაზე "ცოცხალი" ხის ფიგურები რაც კი ოდესმე გინახავთ 2019, 15 ივნისი, 17:47 როგორც უკვე არაერთხელ აღგვინიშნავს ხელოვნებას არ გააჩნია საზღვრები და ჩარჩოები, რომ ხელოვანს შეუძლია შექმნას უდიდესი ემოცია უმცირესი ნაწილაკების საშუალებით. სწორედ ასეთი საოცალი ხელოვანი მსურს წარმოგიდგინოთ ამ პოსტშიც, ეს გახლავთ ტაივანელი სკულპტორი ტუნგ ვინ ჩინი, ადამიაი რომელიც ხის ფიგურებს ისე ქმნის თითქოს მათში ვიღაც იყოს გამოკეტილი და ცდილობდეს შიგნიდან გამოღწევასა და გამოქცევას. ამ არტისტის ხისგან დამზადებული ნამუშევრები ყველაზე მეტად ცოცხალია რაც კი ოდესმე გინახავთ. მათში უდიდესი დოზით დევს ემოცია და განცდა . თავისუფლებისაკენ სწრაფვის სურვილი. ცოცხლად ყოფნის წადილი და ტკივილიც ამასთანავე. ამ ნამუშევრებით ავტორი კარგად და ნათლად გამოხატავს როგორც საკუთარ სათქმელს ასევე სიცოცხლის კონცეფციასაც და ცოცხალი ორგანიზმების მათ შორის ადამიანთა ფსიქო პორტრეტს. 70 1-ს მოსწონს
|