ვარსკვლავები როცა სიდედრი ზედგამოჭრილი "ყოფილი" გყავს: ტინა კუნაკის დედა მონიკა ბელუჩის გაჭრილი ვაშლივით ჰგავს 2019, 14 ივნისი, 20:00 ვენსან კასელის ულამაზესი მეუღლე ტინა კუნაკი მასმედიის ყურადღების ქვეშ კიდევ ერთხელ მოექცა. ამჯერად, მოდელმა ჟურნალისტებს განხილვისთვის ახალი "თემა" შესთავაზა. გოგონამ სოციალურ ქსელში დედის, ნადია კუნაკის ახალგაზრდობის ფოტო გამოაქვეყნა და ასი ათასობით თაყვანისმცემლის გაოცებაც გამოიწვია. უკლებლივ ყველა მათგანი, მის ერთ ცნობილ "ქალბატონთან" საოცარ მსგავსებას აღნიშნავდა. ნადია კუნაკის ფოტოსურათის ქვეშ ყველა ერთხმად მის მონიკა ბელუჩისთან საოცარ მსგავსებას უსვამდა ხაზს და ორივე ქალბატონის მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებდა. აღსანიშნავია, რომ ორივე ლამაზმანი წარმოშობით იტალიელია, და ვინ იცის, შეიძლება სწორედ ეს არის მათი საოცარი მიმზიდველობისა და ქალური შარმის საიდუმლო.და როგორ ფიქრობთ თქვენ? გვანან ეს ქალბატონები ერთმანეთს?3706 შეფასება არ არის |