ნაომი კემპბელის 67 წლის დედამ საცურაო კოსტიუმში ყველა გააოგნა
2019, 14 ივნისი, 13:52
90 - იანებში მთელი მსოფლიო პოდიუმის მთავარ პანტერას - ნაომი კემპბელს ეთაყვანებოდა. მოდელმა თავისი უბადლო გარეგნობითა და შეუდარებელი შარმის წყალობით მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების გულები მალევე დაიპყრო და საზოგადოებას საკუთარ მაგალითზე აჩვენა, თუ როგორი თამამი შეიძლებოდა რომ მოდა ყოფილიყო. ნაომის "ველური" სილამაზე და მეაომბოხე ხასიათი მემკვდრეობით, სავარაუდოდ, სწორედ დედისგან ერგო.
საზოგადოებამ 49 წლის მოდელის უნიკალური გენის აქტიური განხილვა, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტსივრცეში მისი დედის, 67 წლის ვალერი მორის–კემპბელის ფოტოები გავრცელდა. ვფიქრობ, კომენტარი აქ მართლაც ზედმეტია. თავად ნახეთ, როგორ გამოიყურება 67 წლის ასაკში მსოფლიოს ერთ - ერთი ულამაზესი მოდელის ნაომი კემპბელის დედა.