საზოგადოება 10 მიზეზი რატომ არ უნდა მისცეთ ტელეფონი 12 წლამდე ბავშვებს. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს 2019, 13 ივნისი, 19:14 კომპიუტერული ტექნოლოგიების სამყაროში ბავშვების გაჯეტებზე დამოკიდებულება სულ უფრო მწვავე საკითხი ხდება. ალბათ, ბევრს უნახავს სიტუაცია, როცა მშობელი ბავშვს სმარტფონს აძლევს, რომ მან თავი „დაანებოს“. „აი, პატარავ, მულტფილმებს უყურე და მშობელს თავი დაანებეთ!“ - როგორი ნაცნობია, არა?
ბავშვები სწრაფად ეჩვევიან. სანამ ხელში ტელეფონი უჭირავთ, ხმას არ გამოსცემენ, მაგრამ როგორც კი ართმევენ - იმწამსვე ყვირილს იწყებენ. შემდეგ მშობლებს უკვირთ, ბავშვებთან საერთო ენის გამონახვა რატომ უჭირთ და რატომ უჭირთ ბავშვებს რეალურ ცხოვრებაში ურთიერთობის აწყობა.
კომუნიკაციის უნარ-ჩვევები ბავშვობიდან ყალიბდება. პედიატრების აზრით, 0-დან 3 წლამდე ასაკი ძალიან მნიშვნელოვანია მხედველობის, მეტყველების ჩამოსაყალიბებლად და ლექსიკონის გასამდიდრებლად. 3 წლამდე ბავშვს რაც შეიძლება ხშირად უნდა ესაუბროთ და არა ტელეფონი მისცეთ.
ამერიკული პედიატრთა აკადემია აცხადებს, რომ 0-2 წლის ასაკში ბავშვი ელექტრონული მოწყობილობის ზემოქმედების ქვეშ არ უნდა იყოს. 3-დან 5 წლამდე პერიოდში დღეში მაქსიმუმ 1 საათით, ხოლო 6-დან 18 წლამდე ასაკში დღეში მაქსიმუმ 2 საათით აქვთ გაჯეტების გამოყენების უფლება. ამავე დროს, სტატისტიკა ირწმუნება, რომ თანამედროვე ბავშვები ეკრანის წინ საშუალოდ დღეში 6-7 საათზე მეტ დროს ატარებენ! ამერიკელი ბავშვების უმეტესობა მობილურ მოწყობილობებს 2 წლიდან იყენებენ, ხოლო 7-8 წლიდან უკვე ინტერნეტზე მუდმივი ხელმისაწვდომობა აქვთ. პედიატრი კრის როუენი დაჟინებით გირჩევთ, რომ 12 წლამდე ბავშვებს ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება უფლება აუკრძალოთ. აი, 10 მიზეზი, რატომ უნდა მოიქცეთ ასე: 1. გაჯეტებზე დამოკიდებულება რაც უფრო ხშირად ამოწმებენ მშობლები ელექტრონულ ფოსტას, სიახლეების გვერდს, უყურებენ მონსტრებს და სერიალებს, მით უფრო მეტად შორდებიან ბავშვებს. უყურადღებობის კომპენსირება კი ამავე გაჯეტებისა და ციფრული ტექნოლოგიების წყალობით ხდება. ზოგიერთ შემთხვევაში, ბავშვი თავად ხდება პორტატულ მოწყობილობებზე, ინტერნეტსა და ტელევიზიასა დამოკიდებული. 8-18 წლის ასაკის ყოველი მე-11 ბავშვი „ციფრული ნარკომანია“. 2. მავნე გამოსხივება 2011 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და ონკოლოგიური კვლევის საერთაშორისო სააგენტომ მობილური ტელეფონების და უკაბელო მოწყობილობების გამოსხივების კლასიფიცირება მოახდინა, როგორც პოტენციური კანცეროგენი, მიაკუთვნა 2B ჯგუფს (შესაძლოა, კანცეროგენული ადამიანისთვის) ფაქტორს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბავშვები უფრო მეტად მგრძნობიარეები არიან სხვადასხვა უარყოფითი გავლენის მიმართ, რადგან მათი ტვინი და იმუნური სისტემა კვლავ ვითარდება. 3. ტვინის განვითარებაზე გავლენა ბავშვის ტვინი ჩვილობიდან 2 წლამდე 2-ჯერ იზრდება და 21 წლამდე ზრდას აგრძელებს. ადრეული ასაკიდან ტვინის განვითარებაზე ეკოლოგიური გარემოს გამაღიზიანებლები ან მათი არ არსებობა ახდენს. გაჯეტების ზემოქმედებით ტვინის ჭარბი სტიმულაცია კოგნიტური უნარების დაგვიანებას აჩვენებს, იმპულსურობას ზრდის, ხოლო თვითრეგულირების და თვითდისციპლინის უნარებს ამცირებს. როგორც კვლევა აჩვენებს, ტვინის სტიმულაცია გაჯეტების ჭარბი ზემოქმედებით იწვევს კოგნიტურ შეფერხებას, გაზრდილ იმპულსურობას, თვითრეგულაციის და თვითდისციპლინის უნარის შემცირებას. 4. განვითარების შეფერხება ტელეფონთან ან პლანშეტთან ჯდომა მოძრაობის შეფერხებას იწვევს, რაც თავის მხრივ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას აფერხებს. ეს პრობლემა ცხადი გახდა აშშ-ში, სადაც ყოველი მესამე ბავშვი სკოლაში განვითარების შეფერხებით მიდის, რაც მათ მოსწრებაზე გავლენას ახდენს. ფიზიკური აქტივობა ყურადღებას და ახლის ათვისებას აუმჯობესებს. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ელექტრონული ტექნიკის გამოყენება ბავშვის განვითარებას აზიანებს და მათ სწავლაზე უარყოფით გავლენას ახდენს. 5. გასუქება ტელევიზორის და კომპიუტერული თამაშების დიდხანს ყურება მავნე ჩვევებს და გასუქებას იწვევს. ბავშვებს შორის, რომლებიც პორტატულ ელექტრონულ მოწყობილობას ხშირად იყენებენ, გასუქება 30%-ით უფრო ხშირად გვხვდება. ყოველ მეოთხე ახალგაზრდა კანადელს და ყოველ მესამე ამერიკელ მოზარდს ჭარბი წონის პრობლემა აწუხებს. ამასთან მათ შორის 30%-ის შემთხვევაში დიაბეტის დიაგნოზი დასვეს. ამასთან მოზარდები, რომელთაც გასუქების პრობლემა აწუხებთ, ნაადრევი ინსულტის და გულის შეტევის მაღალი რისკი აქვთ, რაც მათი სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს. მეცნიერები განგაშს ტეხენ და ყველა მშობელს მოუწოდებს, რომ ბავშვებს ყურადღება მიაქციონ, რადგან 21-ე საუკუნის ახალ თაობას თავის მშობლებზე უფრო ადრე დაღუპვის შანსი აქვთ. 6. ძილის პრობლემები აშშ-ს სტატისტიკა ამბობს, მშობლების 60% არ აკონტროლებს, თუ ბავშვები რამდენ დროს ატარებს კომპიუტერთან, ზოგიერთი კი ბავშვებს ელექტრონული მოწყობილობის ლოგინში წაღების უფლებას აძლევს. ტელეფონების, პლანშეტების და ნოუთბუქების ცისფერი ნათება ნორმალურ დაძინებას ხელს უშლის. უძილობა ორგანიზმს ფიტავს, რაც სკოლაში წარმატებასა და ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. 7. ფსიქოლოგიური აშლილობა ინტერნეტ დამოკიდებულება ხშირად ჩაკეტილობას და ფობიის განვითარებას იწვევს. ამ სიას თამამად შეგიძლიათ დაუმატოთ ბიპოლარული აშლილობა, ფსიქოზი, აუტიზმის სპექტრი და მიჯაჭვულობის გრძნობა. მაგალითად, ყოველ მეექვსე კანადელ ბავშვს რაღაც ფსიქოლოგიური დაავადება აქვს, რაც ხშირად ძლიერი ფსიქოტროპული მედიკამენტებით იკურნება. 8. აგრესიულობა ტელევიზორსა და კომპიუტერულ თამაშებში სისასტიკე რეალობაში ასახვას პოულობს. ბავშვი ქცევა მზა სქემას იღებს, რომლის რეალიზება გარემოში მოქმედებით შეუძლია. ბევრმა კვლევამ დაადგინა, რომ ეკრანში ძალადობას როგორც ხანმოკლე, ასევე გრძელვადიანი ეფექტი აქვს - აგრესია შეიძლება იმწამსვე არ გამოჩნდეს. 9. ციფრული დემენცია სამეცნიერო კვლევა ამტკიცებს, რომ 1-3 წლამდე ბავშვებში გაჯეტების გავლენა ცხოვრების მე-7 წელს ყურადღების კონცენტრაციის პრობლემებს იწვევს. ბავშვები, რომელთაც ყურადღების კონცენტრირება არ შეუძლიათ, რაღაცის შეცნობის და დამახსოვრების შესაძლებლობას კარგავენ. 10. რეალობის დაკარგვა ელექტრონული ტექნოლოგიის ჭარბი გამოყენება არა მხოლოდ ფსიქიკასა და ემპათიაზე გავლენას ახდენს, არამედ რეალობის მიმართ უფრო დაუცველს ხდის. ვირტუალურ სამყაროში გატარებული დრო ხშირად ბევრ სასარგებლოს არ იძლევა. ელექტრონული მოწყობილობების ცოდნა მომავალში წარმატებას არ გპირდებათ, რადგან ტექნოლოგია მუდმივად ვითარდება და მისი დევნა გაგიჭირდებათ. ასევე დაგაინტერესებთ: 1. თქვენი ბავშვები განსაკუთრებულები არიან, თუ თვის ამ რიცხვში დაიბადნენ 2. 3 წლის შემდეგ უკვე გვიანი იქნება - რჩევები ბავშვის აღსაზრდელად იაპონელი მასწავლებლისგან 3. 7 მეთოდი, გავიგოთ, თუ რა ხდება ბავშვის ცხოვრებაში ისე, რომ არ დავუსვათ კითხვა „როგორ მიდის საქმე?“ 4. ამინდი სახლში: თქვენ კარგი მშობელი ხართ, თუ ბავშვის აღზრდის პროცესში ყველა ამ პუნქტს იცავთ 5. თანამედროვე ბავშვების ჩუმი ტრაგედია, რომლის შესახებ არავინ საუბრობს
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
1023 1-ს მოსწონს |