x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მეცნიერებმა მშობიარობისთვის საუკეთესო ასაკი დაასახელეს, ქალბატონებო, ეს ციფრი თქვენ ნამდვილად გაგაოგნებთ

image


ყველა ქალი შვილის გაჩენისთვის ოპტიმალურ ასაკს თავად არჩევს. ბევრი თანამედროვე ქალბატონი, რომლებიც თავდაპირველად ჯერ კარიერის გაკეთებას არჩევენ და მხოლოდ, ამის შემდეგ, ფიქრს შვილის გაჩენაზე იწყებენ, საზოგადოების მხრიდან ხშირად კრიტიკის ობიექტი ხდებიან. მოდით, ვაღიაროთ ძველი თაობა დღემდე დარწმუნებულია, რომ ქალი შვილს რაც უფრო ადრეულ ასაკში გააჩენს, მისი ორგანიზისთვის ეს უფრო უკეთესია, და ბავშვის გაჩენის საუკეთესო ასაკად 20 დან 27 წელს ასახელებენ. თუმცა, მეცნიერების ბოლო აღმოჩენები ძველ სტერეოტიპებს მთლიანდ ანგრევს. ექიმი ჯონ მიროვსკი, ტეხასის უნივერსიტეტიდან, ამტკიცებს რომ მშობიარობისთვის საუკეთესო ასაკი, არც მეტი, არც ნაკლები - 34 წელია. ექიმი თავის მოსაზრებას იმით ხსნის, რომ ქალის ორგანიზმი სწორედ ამ ასაკში სრულიად მზად არის როგორც ნაყოფის ტარებისთვის, ასევე მშობიარობისთვის. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ თეორიას მხარი ასევე, ფსქიოლოგებმაც დაუჭირეს. მათი აზრით, ყველაზე უკეთ ქალს სწორედ ამ ასაკში შეუძლია ბავშვის აღზრდა, ვინაიდან გააჩნია მეტი გამოცდილება, სტაბილურობის განცდა და საკუთარი არჩევანის მიმართ სერიოზული დამოკიდებულებით გამოირჩევა. თუმცა, რა ასაკშიც არ უნდა გადაწყვიტოთ შვილის გაჩენა, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ - ეს, სერიოზული ნაბიჯია, რომელიც მთელ თქვენს დროსა და ენერგიას მოითხოვს.



0
2665
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2665