მოგზაურობა საინტერესო ფაქტები მთაწმინდის პარკის შესახებ (+ფოტოები) 2012, 7 აპრილი, 9:22 მთაწმინდის პარკი ფუნიკულიორის ზედა სადგურის ღერძზე 1930 წელს გაშენდა. მისი ფართი 100 ჰექტარს აღემატება და თბილისის ყველაზე მაღალი პარკია. პარკის მთავარი ღერძი 210 მეტრი სიმაღლის სატელევიზიო კოშკი-ანძაა. პარკს თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილმდებარეობა აქვს და მალე მის ტერიტორიაზე ევროპული დონის გასართობი ცენტრი გაიხსნება. სამშენებლო სამუშაოებს ამერიკული მხარე აწარმოებს. პირველი ნაწილის დასრულება 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა. მთაწმინდის პარკამდე ორი გზა გადის: ფუნიკულიორით და სამანქანო გზით.მთაწმინდის პარკი არაჩვეულებრივი გეოგრაფიული მდებარეობითა და საინტერესო ინფრასტრუქტურით, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ნაწილია. განახლებული მთაწმინდის პარკი მრავალი ატრაქციონით დამშვენდა: “მოცეკვავე ხე” – ხე რომ ტრიალებს კარუსელი საკმაოდ სწრაფია და მაღლაც ადის; წყლის ატრაქციონი – “მორების რაფტინგი” – ხელოვნური მორების მატარებელი ამერიკული მთების მსგავს კონსტრუქციაზე ადის და სიმაღლიდან წყალში ეშვება ორჯერ, პირველად ცოტა დაბლიდან, მეორედ ცოტა მაღლიდან, ამოდის და წყლით იწუწები. ტრამვაი, რომელიც შიდა ტერიტორიაზე დადის (დაახლოებით 7 წუთი); “დიდი მანქანები” – დასაჯახებელი მანაქანები დიდი მოედნით და მანქანებით; “მოჩვენებათა ციხე-კოშკი” – საშიში სურპრიზებით, ურჩხულებით; ტირი. ექსტრემალური ზონის ატრაქციონები: “სავარძელი შურდული” – მაღლა გისრვის სწრაფად (16 წლიდან); “X ველოსიპეტი”; “მეგა დაცემა” – მაღალ ღერძზე ავარდნა და ჩამოშვება (12 წლიდან); “რვაფეხა” – კარუსელი ადის მაღლა, ფორმებს იღებს, ბზრიალებს, მთის ნაპირზეა და ზემოდან უშველებლი სიმაღლე მოჩნას. გიგანტური სასრიალო; გიგანტური ბორბალი (ეშმაკის ბორბალი); ამერიკული მთები. ნამდვილად არაჩვეულებრივი გასართობია... 396 1-ს მოსწონს
|