x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139019
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512557
10 მიზეზი, რატომ არ ღირს ქალწულის დაკარგვა ცხოვრებაში
image

ქალწულებს ხშირად სდებენ ბრალს მეწვრილმანეობასა და პედანტობაში. ამბობენ, რომ მწარე ენა აქვთ და ზედმეტად კრიტიკულები არიან, თუმცა მთავარი სულ სხვა რამეა:


1. ყოველთვის მზად არიან დახმარების ხელი გამოგიწოდონ


ქალწული ერთ-ერთი ყველაზე მზრუნველი ნიშანია ზოდიაქოს ნიშნებს შორის. შეიძლება გაგაკრიტიკოთ ჩაფლავების გამო, მეტიც - ქოქოლა დაგაყაროთ, მაგრამ ერთადერთი იქნება, ვინც თქვენს დასვრილს მოწმენდს, ოღონდ ეს უნდა დააფასოთ.


2. სიყვარულს საქმით გამოხატავენ


რომანტიკული ლექსების და სტატუსების წერა მისი სტილი არ არის, რადგან ეს არაფერში გამოგადგებათ. მისი სიყვარული ქმედითია. ვის რაში ჭირდება ფუჭი სიტყვები? საქმე ლაპარაკის ნაცვლად.



image


კამერონ დიასი - ცნობილი ქალწული


3. არ აქვთ ზედმეტი წარმოდგენა საკუთარ თავზე


მეტიც, იმაზე უკეთესები არიან, ვიდრე თვითონ ფიქრობენ. გახსოვთ ის გამოთქმა - "ფუჭი თავთავი თავს მაღლა იწევს, მსუყე თავთავი თავდახრილია"? ქალწულები თავმდაბლები არიან და თავსაც არასოდეს გამადლიან.


4. უფრო მეტს გაძლევენ, ვიდრე იღებენ


ისინი გაცემაზე არიან ორიენტირებულნი. როცა უყვართ, გამორჩენაზე კი ფიქრობენ, ცდილობენ რამე გააკეთონ თქვენთვის, რაღაცაში გამოგადგნენ.


image


კიანუ რივზი - ცნობილი ქალწული


5. ძალიან ორგანიზებული და მოწესრიგებული ხალხია


ყველაზე მეტად ორგანიზებული და მოწესრიგებული. მოვლილი, სუფთა და ზუსტი. არასოდეს დააგვიანებენ შეხვედრაზე, არ დაავიწყდებათ თქვენი დაბადების დღე და არც იმის შეხსენება, რომ ხვალ ექიმთან ხართ ჩაწერილი.


6. გონება უჭრით


ძალიან გონებამახვილები არიან. ანალიტიკური ჭკუა აქვთ. ყოველთვის არგუმენტებით ლაპარაკობენ და მათთან საუბარი ძალიან საინტერესოა.


image


ბიონსე - ცნობილი ქალწული


7. არაფერი ეპარებათ

არც ერთი დეტალი, რომელიც თქვენი ყურადღების მიღმა რჩება. თქვენზე ადრე მიხვდებიან, რა პრობლემა გაქვთ, რა გიჭირთ და ეცდებიან ყველანაირად დაგიდგნენ გვერდში.


8. კარგი რჩევების მოცემა შეუძლიათ


ნებისმიერ საკითხში - ურთიერთობები იქნება ეს, სექსი თუ საოჯახო საქმეები. ექსპერტები არიან, ყველაფერზე ნაფიქრი აქვთ და ყველაფერი გაანალიზებული.


9. საკუთარ შეცდომებს თქვენზე ადრე ხვდებიან


არ სჭირდებათ მითითება. თქვენზე უკეთ იციან, რომ რაღაც არასწორად გააკეთეს და ამიტომ ბრაზობენ, როცა შენიშვნას აძლევთ. იციან და გამოასწორებენ უთქმელადაც. თავიანთ დასვრილს თვითონვე წმენდენ, თქვენგან განსხვავებით…


image


მაიკლ ჯექსონი - ცნობილი ქალწული


10. ცდილობენ უკეთესები გახდნენ


ქალწულები ჭეშმარიტად პერფექციონისტები ბრძანდებიან. ცდილობენ ხვალ იმაზე უკეთესები იყვნენ, ვიდრე დღეს არიან და ეს ეხება ნებისმიერ სფეროს: სექსს, ოჯახს, სამსახურს, თუ მეგობრობას. დღითიდღე იხვეწებიან, როგორც გარეგნულად, ისე პიროვნული თვალსაზრისით. ასეთი ადამიანების დაკარგვა ნამდვილად არ ღირს.


ასევე დაგაინტერესებეთ:


10 მიზეზი, რატომ არ ღირს ლომის დაკარგვა


10 მიზეზი, თუ რატომ არ ღირს კირჩხიბის დაკარგვა


10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გიყვარდეს ტყუპები


10 მიზეზი, თუ რატომ არ ღირს კუროს დაკარგვა ცხოვრებაში


10 მიზეზი, თუ რატომ არ ღირს ვერძის დაკარგვა



სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები.

0
804
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
804
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0