ფეხბურთი როგორც რომანტიკულ ფილმებში ხდება: ლიონელ მესის და ანტონელა რაკუზოს სიყვარულის ისტორია 2019, 20 ივნისი, 14:46 ლიონელ მესი ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში თამაშობდა ნიუელზ ოლდ ბოისის ახალგაზრდულ საფეხბურთო კლუბში, 10 წლის ასაკში მას უკვე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა ჰორმონომის ნაკლებობის გამო, თანათოლებთან შედარებით დაბალი იყო, რის გამოც საკმაოდ მორცხვი და მორიდებული ბავშვობა ჰქონდა. სოციალურ ცხოვრებაში ისეთივე წარმატებული არ იყო, როგორც ფეხბურთში, ამ უკანასკნელის საშუალებით ის დღეს მილიონობით დოლარს შოულობს. ბარსელონაში მიღწეული საფეხბურთო წარმატებასთან ერთად, მესიმ სიყვარულშიც გაიმარჯვა... მისი ბავშვობის სიყვარული დღეს მისი ცოლია. როგორც ლიონელ მესსი, მისი მეუღლე ანტონელა რაკუზოც არგენტინის ქალაქ როსარიოში დაიბადა. როგორც რომანტიკულ ფილმებში ხდება, მესიმ და ანტონელამ ერთმანეთი ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში გიცნეს. ანტონელა რაკუზო მესის საუკეთესო მეგობრის ნათესავი იყო და მათი პირველი შეხვედრაც ზუსტად მისი საუკეთესო მეგობრის სახლში შედგა. როდესაც მესი და მისი მეგობარი კომპიუტერული თამაშით ერთობოდნენ, ოთახში შემოვიდა პატარა ანტონელა აქედან დაიწყო მათი სასიყვარული ისტორიაც. გამომდინარე იქიდან, რომ მესსი იყო მორცხვი ბიჭი, მან ვერასოდეს გაუბედა ანტონელას თავის გრძნობების შესახებ, თუმცა შეძლო მასთან კარგი მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება, წყვილმა ბავშვობის ასაკი ერთად არგენტინაში გაატარეს, მაგრამ დრომ არ დაინდო ისინი... ფეხბურთით გაბრწყინებული ლიონელ მესი ბარსელონაში გადავიდა სათამაშოდ, სადაც მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა... გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და მიიღო ძალიან დიდი შემოსავალი. მოკლედ, რომ ვთქვათ შეიცვალა მისი ცხოვრება ყველანაირად, თუმცა ერთი რამ მასში უცვლელად დარჩა - ეს იყო მისი ძლიერი სიყვარული ანტონელა რაკუზოსადმი. მესისთვის მოულოდნელად მას ესტუმრა მისი ბავშვობის სიყვარული ანტონელა რაკუზო. მისი ბარსელონაში ვიზიტი სამსახუროებრივი მიზნით იყო, რაკუზოს ბარსელონაში დასაქმება სურდა და აქვე მისი ბავშვობის მეგობრების ლიონელ მესისნახვის საშუალებაც მიეცა. ბარსელონაში ჩამოსვლამდე რაკუზო არგენტინაში წარმატებული სტომატოლოგი გახდა, სოციალურ დარგში წარმატებამ მისი ევროპული გზა გახსნა. პირველი ვიზიტი ევროპაში შედგა და ეს იყო კატალონიის ბარსელონა, სადაც ჩასვლისთანავე გადაწყვიტა ლეოს მონახულება. ამ ფაქტით აღტაცებულმა მესიმ თავის ბავშვობის სიყვარული ამჯერად ხელიდან არ გაუშვა, მასთან ვახშამის შემდეგ, მას სიყვარულში გამოუტყდა და ხელიც სთხოვა. მოგახსნებეთ, რომ სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით მესი ქალებთან სკანდალში არასოდეს გახვეულა. ასე დაიწყო წყვილის ურთიერთობა და დღემდე 3 შვილით ბედნიერად ცხოვრობენ. თქვენ რას ფიქრობთ, არის თუ არა ლიონელ მესი როგორც საუკეთესო ფეხბურთელი, ასევე კარგი მამა და ერთგული მეუღლე? სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>მამაკაცმა გზის პირას მიტოვებული ჩვილი იპოვა... რეალური ისტორია სასიამოვნო დასასრულით! ცოდნა არ გაწყენდათ - იცოდით, რომ... ( VIII ნაწილი) რა მოხდება დედამიწაზე, თუ ადამიანები გადაშენდებიან? ადამიანები ყველაზე დიდი ორგანოებით!!! 6 რამ, რასაც ყოველდღე არასწორად აკეთებთ! 4 ადგილი დედამიწაზე, სადაც კაციშვილს ფეხი არ დაუდგამს! (II ნაწილი) 19 ფოტო მტკიცებულება იმისა, რომ ბუნება უძლეველია... ხოლო მისი სილამაზე შეუდარებელი! 1188 6-ს მოსწონს
|